მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205781.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ბედმა მოულოდნელად გაუღიმა ჯოს და გზაზე იღბლიანი მონეტა დაუგდო.
Fortune suddenly smiled upon Jo, and dropped a good luck penny in her path.
205782.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
მთლად ოქროსი არა, მაგრამ ვეჭვობ, თუნდაც ნახევარ მილიონს მოეტანა მისთვის იმაზე მეტი ბედნიერება, ვიდრე ამ გზით ნაშოვნმა პატარა თანხამ არგუნა.
Not a golden penny, exactly, but I doubt if half a million would have given more happiness then did the little sum that came to her in this wise.
205783.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ჯო რამდენიმე კვირაში ერთხელ ჩაიკეტებოდა თავის ოთახში, გამოეწყობოდა სამწერლო კოსტიუმში და, თავისივე თქმით, „მორევში გადაეშვებოდა“, წერდა თავის რომანს და სულსა და გულს ატანდა, რადგან სანამ არ დაასრულებდა, მისი დაწყნარება არ იქნებოდა.
Every few weeks she would shut herself up in her room, put on her scribbling suit, and "fall into a vortex", as she expressed it, writing away at her novel with all her heart and soul, for till that was finished she could find no peace.
205784.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
„სამწერლო კოსტიუმს“ შეადგენდა შალის შავი წინსაფარი, რომელზეც, სურვილისამებრ შეიწმენდდა კალამს და იმავე ქსოვილის, ხასხასა წითელი ლენტით მორთული ქუდი, რომელშიც თმას შეიკეცავდა ხოლმე, როცა საიერიშოდ ემზადებოდა.
Her "scribbling suit" consisted of a black woolen pinafore on which she could wipe her pen at will, and a cap of the same material, adorned with a cheerful red bow, into which she bundled her hair when the decks were cleared for action.
205785.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ეს ქუდი ნამდვილი შუქურა იყო ოჯახის წევრთა გამომცდელი მზერისთვის, ასეთ დროს ცდილობდნენ, არ გაკარებოდნენ, მხოლოდ დროდადრო თუ შეყოფდნენ თავს ოთახში და ცნობისმოყვარედ ჰკითხავდნენ, ჯო, გიდუღს გენიაო?
This cap was a beacon to the inquiring eyes of her family, who during these periods kept their distance, merely popping in their heads semi-occasionally to ask, with interest, "Does genius burn, Jo?"
205786.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
თუ სამოსის ეს გამომსახველი ნაწილი შუბლზე ჰქონდა ჩამოფხატული, ეს იმის ნიშანი იყო, რომ მძიმე საქმე წინ მიიწევდა, მღელვარე წუთებში ქუდს დარდიმანდულად მოიგდებდა გვერდზე, ხოლო როცა ავტორს სასოწარკვეთილება მოიცავდა, მთლად მოიგლეჯდა და იატაკზე მოისროდა.
If this expressive article of dress was drawn low upon the forehead, it was a sign that hard work was going on, in exciting moments it was pushed rakishly askew, and when despair seized the author it was plucked wholly off, and cast upon the floor.
205787.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ასეთ დროს ხელის შემშლელი უჩუმრად გადიოდა და სანამ წითელი ლენტი ისევ მხიარულად არ აღიმართებოდა ნიჭიერ შუბლზე, ჯოს ხმის გაცემას ვერავინ უბედავდა.
At such times the intruder silently withdrew, and not until the red bow was seen gaily erect upon the gifted brow, did anyone dare address Jo.
205788.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
განა გენიოსი ეგონა თავი, მაგრამ როცა შემოქმედებითი აღტყინება მოიცავდა, თავდავიწყებით ეძლეოდა, ნეტარებაში სუფევდა, ავიწყდებოდა უსიამოვნება, საზრუნავი თუ ცუდი ამინდი, სანამ დაცული და ბედნიერი რჩებოდა იმ წარმოსახულ სამყაროში, სადაც მეგობრები მრავლად ჰყავდა, ლამის ისეთივე რეალური და ძვირფასი, როგორიც მისი ხორციელი მეგობრები იყვნენ.
She did not think herself a genius by any means, but when the writing fit came on, she gave herself up to it with entire abandon, and led a blissful life, unconscious of want, care, or bad weather, while she sat safe and happy in an imaginary world, full of friends almost as real and dear to her as any in the flesh.
205789.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ღვთაებრივი შთაგონება, ჩვეულებრივ, ერთ-ორ კვირას უგრძელდებოდა, მერე კი ამოყვინთავდა იმ თავისი „მორევიდან“ მშიერი, უძილო, ბრაზიანი ან დაღვრემილი.
The devine afflatus usually lasted a week or two, and then she emerged from her "vortex", hungry, sleepy, cross, or despondent.
205790.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
სწორედ ასეთი შეტევის შემდეგ მოდიოდა გონს, როცა დაიყოლიეს, მის კროკერს წაჰყევი რაღაც ლექციაზეო და ამ თავისი სიკეთის სამაგიეროდ ახალი იდეა ეწვია.
She was just recovering from one of these attacks when she was prevailed upon to escort Miss Crocker to a lecture, and in return for her virtue was rewarded with a new idea.
205791.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
საჯარო ლექცია ეგვიპტის პირამიდებს ეძღვნებოდა და ჯოს ძალიან გაუკვირდა, რაღა ეს თემა აირჩიეს ამ აუდიტორიისთვისო, მაგრამ თავი დააჯერა, რომ რაღაც დიდი სოციალური ბოროტება აღმოიფხვრებოდა ან დიდი რამ მოთხოვნილება დაკმაყოფილდებოდა, თუკი ფარაონთა დიდებულებას გადაუშლიდნენ იმ მსმენელებს, რომელთა საფიქრალიც ქვანახშირისა და ფქვილის ფასები იყო და ცხოვრება კი სფინქსის გამოცანებზე უფრო რთული გამოცანების ამოხსნის ცდაში გადიოდა.
It was a People's Course, the lecture on the Pyramids, and Jo rather wondered at the choice of such a subject for such an audience, but took it for granted that some great social evil would be remedied or some great want supplied by unfolding the glories of the Pharaohs to an audience whose thoughts were busy with the price of coal and flour, and whose lives were spent in trying to solve harder riddles than that of the Sphinx.
205792.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ადრე მივიდნენ და სანამ მის კროკერი თან წამოღებულ წინდას ქუსლს უკემსავდა, ჯო იმით ირთობდა თავს, რომ მათ მერხზე მსხდარი ხალხის სახეებს აკვირდებოდა.
They were early, and while Miss Crocker set the heel of her stocking, Jo amused herself by examining the faces of the people who occupied the seat with them.
205793.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ჯომ ღიმილით გამოართვა, რადგან ახლაც კარგი თვალით უყურებდა ბიჭებს და მალე ამოჰყო თავი სიყვარულის, საიდუმლოებისა და მკვლელობის უჩვეულო ლაბირინთში, რადგან მოთხრობა იმ კლასის მსუბუქ საკითხავს ეკუთვნოდა, რომელშიც ვნებები თავისუფლად არის მიშვებული, ხოლო როცა ავტორს გამომგონებლობა უმტყუნებს, პერსონაჟთა ერთ ნახევარს ვეებერთელა კატასტროფა გადახვეტს სცენიდან, ხოლო გადარჩენილი ნახევარი იმათ დაღუპვას ზეიმობს.
Jo accepted it with a smile, for she had never outgrown her liking for lads, and soon found herself involved in the usual labyrinth of love, mystery, and murder, for the story belonged to that class of light literature in which the passions have a holiday, and when the author's invention fails, a grand catastrophe clears the stage of one half the dramatis personae, leaving the other half to exult over their downfall.
205794.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– მშვენიერია, არა? – ჰკითხა ბიჭმა, როცა მან თავისი ნაწილის ბოლო აბზაცსაც ჩააყოლა თვალი.
"Prime, isn't it?" asked the boy, as her eye went down the last paragraph of her portion.
205795.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– მე მგონი, მე და შენ რომ ვცადოთ, ასეთის დაწერა არ გაგვიჭირდება.
"I think you and I could do as well as that if we tried".
205796.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– ეგ რომ შემეძლოს, ვიტყოდი, იღბალი მქონია-მეთქი.
"I should think I was a pretty lucky chap if I could.
205797.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ამბობენ, ამ მოთხრობებით ის კარგა ბლომად შოულობსო, – და სათაურის ქვეშ გვარი დაანახვა: „მისის ს.ლ.ე.ნ.გ. ნორთბერი“.
She makes a good living out of such stories, they say." and he pointed to the name of Mrs. S.L.A.N.G. Northbury, under the title of the tale.
205798.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– იცნობ? – ერთბაშად დაინტერესდა ჯო.
"Do you know her?" asked Jo, with sudden interest.
205799.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– არა, მაგრამ რასაც წერს, ყველაფერს ვკითხულობ და ერთ ბიჭსაც ვიცნობ: იქა მუშაობს, სადაც ამ გაზეთსა ბეჭდავენ.
"No, but I read all her pieces, and I know a fellow who works in the office where this paper is printed."
205800.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– მაშ, ამბობს, ასეთი მოთხრობებით კარგ ფულს შოულობსო? – და ჯომ მეტი პატივისცემით დახედა მოთხრობის პერსონაჟების ფორიაქა ჯგუფსა და ფურცელზე გაბნეულ სქელ-სქელ ძახილის ნიშნებს.
"Do you say she makes a good living out of stories like this?" and Jo looked more respectfully at the agitated group and thickly sprinkled exclamation points that adorned the page.