მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205801.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
იცის, რაც მოსწონს ხალხს და კარგადაც უხდიან ნაწერში.
She knows just what folks like, and gets paid well for writing it.
205802.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ამასობაში ლექცია დაიწყო, მაგრამ ჯომ ცოტა რამ თუ მოისმინა, რადგან სანამ პროფესორი სენდზი მოსაწყენად მიმოიხილავდა ბელცონის, ხეოფსს, სკარაბეუსებსა და იეროგლიფებს, მალულად გადაიწერა გამომცემლის მისამართი, გაბედულად გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო გაზეთის მიერ გამოცხადებულ კონკურსში საუკეთესო სენსაციური მოთხრობისთვის და ასდოლარიანი პრიზის მისაღებად ცდა არ დაეკლო.
Here the lecture began, but Jo heard very little of it, for while Professor Sands was prosing away about Belzoni, Cheops, scarabei, and hieroglyphics, she was covertly taking down the address of the paper, and boldly resolving to try for the hundred-dollar prize offered in its columns for a sensational story.
205803.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
შინ თავისი გეგმა არ უხსენებია, მაგრამ მეორე დღესვე ეძგერა საქმეს და დედა ააფორიაქა: მისის მარჩი მუდამ შესამჩნევად ღელავდა ხოლმე, როცა „გენია დუღილს იწყებდა“.
She said nothing of her plan at home, but fell to work next day, much to the disquiet of her mother, who always looked a little anxious when "genius took to burning".
205804.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
მოთხრობა იმდენად გამსჭვალა უიმედობითა და სასოწარკვეთილებით, რამდენადაც ამ უსიამო გრძნობათა მეტ-ნაკლებმა ცოდნამ მოახერხებინა, ხოლო რაკი მოქმედება ლისაბონში გადაიტანა, შესაფერის და გამაოგნებელ კვანძის გახსნად მიწისძვრა აირჩია.
Her story was as full of desperation and despair as her limited acquaintance with those uncomfortable emotions enabled her to make it, and having located it in Lisbon, she wound up with an earthquake, as a striking and appropriate denouement.
205805.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ხელნაწერი საიდუმლოდ გაიგზავნა თანმხლები წერილით, სადაც მორიდებით იყო ნათქვამი, თუ მოთხრობას პრიზი არ ერგო, რომლის მოგების იმედიც ავტორს თითქმის არ აქვს, სიხარულით მიიღებს ნებისმიერ თანხას შეფასებისამებრო.
The manuscript was privately dispatched, accompanied by a note, modestly saying that if the tale didn't get the prize, which the writer hardly dared expect, she would be very glad to receive any sum it might be considered worth.
205806.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ექვსი კვირა დიდი დროა ლოდინისთვის და კიდევ უფრო დიდი იმისთვის, რომ გოგომ საიდუმლო შეინახოს, მაგრამ ჯომ ერთიც მოახერხა და მეორეც და ლამის იყო, დაეკარგა თავისი ხელნაწერის ნახვის იმედი, რომ წერილი მოვიდა და კინაღამ გულყრა დამართა, რადგან კონვერტს რომ ხსნიდა, კალთაში ასდოლარიანის ჩეკი ჩაუვარდა.
Six weeks is a long time to wait, and a still longer time for a girl to keep a secret, but Jo did both, and was just beginning to give up all hope of ever seeing her manuscript again, when a letter arrived which almost took her breath away, for on opening it, a check for a hundred dollars fell into her lap.
205807.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ერთ წუთს ისე დაშტერებოდა იმ ჩეკს, როგორც გველს, მერე კი წაიკითხა წერილი და ტირილი მორთო.
For a minute she stared at it as if it had been a snake, then she read her letter and began to cry.
205808.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
იმ თავაზიანი წერილის დამწერ კეთილ ჯენტლმენს რომ სცოდნოდა, რამოდენა ბედნიერებას ანიჭებდა მოყვასს, ადგებოდა და თავისუფალ საათებს (თუკი ჰქონდა), ამ საამურ დროსტარებას დაუთმობდა, რადგან ჯოსთვის ის წერილი უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ფული: წერილი გამამხნევებელი იყო, და ამდენი წლის შრომის შემდეგ ეამა იმის გაგება, რომ თურმე რაღაც აეთვისებინა, თუნდაც მხოლოდ სენსაციური მოთხრობის წერა.
If the amiable gentleman who wrote that kindly note could have known what intense happiness he was giving a fellow creature, I think he would devote his leisure hours, if he has any, to that amusement, for Jo valued the letter more than the money, because it was encouraging, and after years of effort it was so pleasant to find that she had learned to do something, though it was only to write a sensation story.
205809.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
რასაკვირველია, დიდი ზეიმობა გაიმართა და როცა მოთხრობა დაიბეჭდა, ყველამ წაიკითხა და ქება-დიდება შეასხა ავტორს, თუმცა მამამ, მას შემდეგ, რაც აღნიშნა, კარგი ენით დაგიწერია და სიუჟეტიც ორიგინალურია, ხოლო ტრაგედია – ჟრუანტელისმომგვრელიო, თავი გადააქნია და ისე უთხრა, როგორც მისებრ უანგარო კაცს ეკადრებოდა:
Of course there was a great jubilee, and when the story came everyone read and praised it, though after her father had told her that the language was good, the romance fresh and hearty, and the tragedy quite thrilling, he shook his head, and said in his unworldly way...
205810.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– უკეთესადაც შეგიძლია, ჯო. მწვერვალისკენ ისწრაფე და ფულზე ნუ იფიქრებ.
"You can do better than this, Jo. Aim at the highest, and never mind the money."
205811.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– მე კი, ამ ამბავში, ყველაზე გასახარი ფული მგონია. რას უპირებ მაგ სიმდიდრეს, ჯო? – ჰკითხა ემიმ და მოწიწებით მიაცქერდა ჯადოსნურ ფურცელს.
"I think the money is the best part of it. What will you do with such a fortune?" asked Amy, regarding the magic slip of paper with a reverential eye.
205812.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– ბეთსა და დედას ერთი-ორი თვით ზღვაზე გავგზავნი, – არც კი დაფიქრებულა ჯო.
"Send Beth and Mother to the seaside for a month or two," answered Jo promptly.
205813.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ მართლაც წავიდნენ ზღვაზე და თუმცა ბეთი ისეთი ვარდისფერი და ფუნთუშა არ დაბრუნებიათ, როგორიც გაუხარდებოდათ, მაინც ბევრად უკეთესად იყო, ხოლო მისის მარჩმა გამოაცხადა, ათი წლით გავახალგაზრდავდიო.
To the seaside they went, after much discussion, and though Beth didn't come home as plump and rosy as could be desired, she was much better, while Mrs. March declared she felt ten years younger.
205814.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ჰოდა, ჯო კმაყოფილი დარჩა თავისი საპრიზო ფულის დაბანდებით და ხალისით შეუდგა საქმეს: მტკიცედ გადაწყვიტა, კიდევ ეშოვა ასეთი მშვენიერი ჩეკები.
So Jo was satisfied with the investment of her prize money, and fell to work with a cheery spirit, bent on earning more of those delightful checks.
205815.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
„ჰერცოგის ასულმა“ ყასბის ვალი გაუსტუმრათ, „მოჩვენების ხელმა“ ახალი ხალიჩა დაუგოთ, ხოლო „კოვენტრების ოჯახის წყევლა“ მარჩების კეთილდღეობად იქცა საბაყლო საქონლისა და ტანისამოსის ფორმით.
The Duke's Daughter paid the butcher's bill, A Phantom Hand put down a new carpet, and the Curse of the Coventrys proved the blessing of the Marches in the way of groceries and gowns.
205816.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
სიმდიდრე სასურველი როგორ არ არის, მაგრამ სიღარიბესაც აქვს თავისი ნათელი მხარე, და ყველაზე საამური რამ, რაც კი შეიძლება გაჭირვებამ მოგიტანოს, ის ჭეშმარიტი კმაყოფილებაა, რომელიც გონებით თუ ხელით გულმოდგინე შრომას მოსდევს.
Wealth is certainly a most desirable thing, but poverty has its sunny side, and one of the sweet uses of adversity is the genuine satisfaction which comes from hearty work of head or hand.
205817.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ჯომ გემო გაუგო ამ კმაყოფილებას და აღარ შურდა მდიდარი გოგონებისა, იმით ნუგეშობდა, რომ შეეძლო საკუთარი მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა და გროშიც კი აღარავისთვის ჰქონდა სათხოვნელი.
Jo enjoyed a taste of this satisfaction, and ceased to envy richer girls, taking great comfort in the knowledge that she could supply her own wants, and need ask no one for a penny.
205818.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
მეოთხედ რომ გადაწერა თავისი რომანი, ყველა სანდო მეგობარს წაუკითხა და შიშის კანკალით გაუგზავნა სამ გამომცემელს.
Having copied her novel for the fourth time, read it to all her confidential friends, and submitted it with fear and trembling to three publishers.
205819.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– ახლა ან ისევ ჩემს თუნუქის კარადაში უნდა ვუკრა თავი და დავაობო ან ჩემი ხარჯით გამოვცე ან კიდევ ისე მივჭრამოვჭრა, როგორც მყიდველს მოეწონება და რამდენიც შემეძლება, იმდენი ფული მივიღო.
"Now I must either bundle it back in to my tin kitchen to mold, pay for printing it myself, or chop it up to suit purchasers and get what I can for it.
205820.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– მე თუ მკითხავთ, ჯოსთვის გადასატანის გადატანა აჯობებს, ვიდრე ლოდინი, – თქვა მისის მარჩმა.
"It seems to me that Jo will profit more by taking the trial than by waiting," said Mrs. March.