მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205821.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– კრიტიკა ასეთი ნაშრომის საუკეთესო გამოცდაა, რადგან იმ ღირსებებსა და ნაკლოვანებებს გამოავლენს, რომლებიც ახლა ფიქრადაც არ მოსდის და იმაშიც მიეხმარება, რომ ამის მერე უკეთესად წეროს.
Criticism is the best test of such work, for it will show her both unsuspected merits and faults, and help her to write better next time.
205822.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ჩვენ მიკერძოებულები ვართ, გარეშე ხალხის შექება თუ გაკიცხვა კი არგებს, თუნდაც ამ წიგნით დიდი ვერაფერი ფული იშოვოს.
We are too partial, but the praise and blame of outsiders will prove useful, even if she gets but little money.
205823.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
მართლა ძალიან მარგებს, თუ მშვიდი, მიუდგომელი ადამიანები გადახედავენ და მეტყვიან, რას ფიქრობენ.
It will be a great help to have cool, impartial persons take a look at it, and tell me what they think of it.
205824.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– მე ერთ სიტყვასაც არ ამოვაკლებდი.
I wouldn't leave a word out of it.
205825.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ეგ რომ ქნა, გააფუჭებ, იმიტომ რომ რაც პერსონაჟების გონებაში ხდება, ის უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რასაც აკეთებენ და თუ გზადაგზა არ ახსნი, რატომ სჩადიან იმას, რასაც სჩადიან, ნამდვილი აბდაუბდა გამოგივა, – თქვა მეგმა, ვისაც მტკიცედ სწამდა, რომ ამ წიგნზე მშვენიერი რომანი ჯერ არ დაწერილიყო.
You'll spoil it if you do, for the interest of the story is more in the minds than in the actions of the people, and it will be all a muddle if you don't explain as you go on," said Meg, who firmly believed that this book was the most remarkable novel ever written.
205826.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– ჰო, მაგრამ მისტერ ალენი ამბობს: „უარი თქვით განმარტებებზე, შეამოკლეთ და დრამატიზმი შემატეთ; დაე, თავად პერსონაჟები მოჰყვნენ ამბავს“, – შეაწყვეტინა ჯომ და გამომცემლის წერილს ჩახედა.
"But Mr. Allen says, "Leave out the explanations, make it brief and dramatic, and let the characters tell the story'," interrupted Jo, turning to the publisher's note.
205827.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– რასაც გეუბნება, ის გააკეთე: იმან იცის, რა გაიყიდება, ჩვენ კი – არა.
"Do as he tells you. He knows what will sell, and we don't.
205828.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
კარგი, გასაგები წიგნი გააკეთე და ფულს რამდენსაც მოგცემენ, აიღე.
Make a good, popular book, and get as much money as you can.
205829.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
მერე და მერე, როცა სახელს მოიხვეჭ, შეგეძლება წესებს არ დაემორჩილო და შენს რომანებში ფილოსოფოსებიც იყოლიო და მეტაფიზიკოსებიც, – უთხრა ემიმ.
"By-and-by, when you've got a name, you can afford to digress, and have philosophical and metaphysical people in your novels," said Amy.
205830.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
შენ რას იტყვი, ბეთ?
Now, Beth, what do you say?
205831.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– მე ძალიან გამიხარდება, თუ მალე დაიბეჭდება, – მხოლოდ ეს თქვა ბეთმა და გაიღიმა.
"I should so like to see it printed soon," was all Beth said, and smiled.
205832.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
მაგრამ სიტყვა „მალეს“ უნებურად ხაზი გაუსვა, თვალებში კი, რომელთაც ჯერაც არ დაჰკარგვოდათ ბავშვური გულმართლობა, სევდა დაეტყო; ჯოს წამით გული შეუკუმშა შემზარავმა შიშმა და გადააწყვეტინა, „მალე“ მოემთავრებინა ის თავისი პატარა წამოწყება.
But there was an unconscious emphasis on the word "soon", and a wistful look in the eyes that never lost their childlike candor, which chilled Jo's heart for a minute with a forboding fear, and decided her to make her little venture "soon".
205833.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ჰოდა, ახალგაზრდა ავტორმა სპარტანული სიმტკიცით გაშალა მაგიდაზე თავისი პირმშო და კაციჭამიასავით შეუბრალებლად დაუწყო ჩეხვა.
So, with Spartan firmness, the young authoress laid her first-born on her table, and chopped it up as ruthlessly as any ogre.
205834.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
იმ იმედით, ყველას ვაამებო, ყველას რჩევა გაიზიარა და, ბერიკაცისა და მისი ვირისა არ იყოს, ვერავინ დატოვა კმაყოფილი.
In the hope of pleasing everyone, she took everyone's advice, and like the old man and his donkey in the fable suited nobody.
205835.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
მერე, განადგურება რომ დააბოლოვა, ერთი მესამედით შეამოკლა რომანი და, გაპუტულ გულწითელას დამგვანებული, დიდ, საქმიან სამყაროს ანდო ბედის საცდელად.
Then, to complicate the ruin, she cut it down one third, and confidingly sent the poor little romance, like a picked robin, out into the big, busy world to try its fate.
205836.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
წიგნი დაიბეჭდა და ჯოს სამასი დოლარი ეგო, ამასთან ერთად კი ბლომად ქება და ძაგება – ერთიცა და მეორეც იმაზე ჭარბი, ვიდრე მოელოდა, რამაც მთლად არივ-დარია და კარგა ხანი დასჭირდა გონს მოსასვლელად.
Well, it was printed, and she got three hundred dollars for it, likewise plenty of praise and blame, both so much greater than she expected that she was thrown into a state of bewilderment from which it took her some time to recover.
205837.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– დე, შენ მეუბნებოდი, კრიტიკა გარგებსო, მაგრამ აბა, როგორ მარგებს, როცა ისეთი წინააღმდეგობრივია, რომ აღარ ვიცი, იმედის მომცემი წიგნი დავწერე თუ ათივე მცნება დავარღვიე? – ამბობდა საბრალო ჯო და საგაზეთო რეცენზიების დასტას ფურცლავდა.
"You said, Mother, that criticism would help me. But how can it, when it's so contradictory that I don't know whether I've written a promising book or broken all the ten commandments?" cried poor Jo, turning over a heap of notices.
205838.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
– აი, ეს კაცი ამბობს: „გამორჩეული წიგნი, სიმართლით, სილამაზითა და სერიოზულობით სავსე“, „ყველაფერი მშვენიერია, სუფთა და ჯანსაღი“, – განაგრძობდა დაბნეული ავტორი.
"This man says, 'An exquisite book, full of truth, beauty, and earnestness.' 'All is sweet, pure, and healthy.'" continued the perplexed authoress.
205839.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
არადა, რაკი არც რამე თეორია მქონია, არც სპირიტუალიზმისა მწამს და პერსონაჟებიც ცხოვრებიდან მაქვს აღებული, ვერ ვხვდები, რანაირად შეიძლება იყოს მართალი ეს კრიტიკოსი...
Now, as I had no theory of any kind, don't believe in Spiritualism, and copied my characters from life, I don't see how this critic can be right.
205840.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
კიდევ ვიღაც წერს: „ერთი-ერთი საუკეთესო ამერიკული რომანია, რაც კი ბოლო წლებში გამოცემულა“ (იმდენი ჭკუა მაქვს, რომ ეგ არ დავიჯერო), სხვა კი ამტკიცებს, მართალია, ორიგინალურია და დიდი ძალითა და გრძნობით დაწერილი, მაგრამ მაინც სახიფათო წიგნიაო“.
Another says, "It's one of the best American novels which has appeared for years.' (I know better than that), and the next asserts that 'Though it is original, and written with great force and feeling, it is a dangerous book".