მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205841.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 4
ზოგიერთები დასცინიან, სხვები ქება-დიდებას ასხამენ და თითქმის ყველას აუჩემებია, თითქოს რაღაც ღრმა თეორიის განვითარება მინდოდა, მე კი მხოლოდ სახალისოდ და ფულისთვის დავწერე.
Some make fun of it, some overpraise, and nearly all insist that I had a deep theory to expound, when I only wrote it for the pleasure and the money.
205842.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
მეტი წილი ყმაწვილი მატრონებისა არ იყოს, ოჯახური ცხოვრება მეგმაც იმ მტკიცე გადაწყვეტილებით დაიწყო, რომ სანიმუშო დიასახლისი გამხდარიყო.
Like most other young matrons, Meg began her married life with the determination to be a model housekeeper.
205843.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
იმდენ სიყვარულს, ენერგიასა და ხალისს ატანდა შრომას, რომ გარკვეული დაბრკოლებების მიუხედავად, არ შეიძლებოდა წარმატებისთვის არ მიეღწია.
She brought so much love, energy, and cheerfulness to the work that she could not but succeed, in spite of some obstacles.
205844.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ხანდახან ისე იღლებოდა, ღიმილის თავიც არ ჰქონდა, რჩეული კერძების წყებამ ჯონს კუჭ-ნაწლავის აშლილობა დამართა და მანაც უმადურად მოითხოვა უბრალო საჭმელი.
She was too tired, sometimes, even to smile, John grew dyspeptic after a course of dainty dishes and ungratefully demanded plain fare.
205845.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ძალიან ბედნიერები იყვნენ, მას მერეც კი, რაც მიხვდნენ, რომ მხოლოდ სიყვარულით ვერ იცხოვრებდნენ.
They were very happy, even after they discovered that they couldn't live on love alone.
205846.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ჯონს მეგი ნაკლებ ლამაზი არ ეჩვენებოდა იმის გამო, რომ იგი ნაცნობი ყავადნის უკანიდან უღიმოდა.
John did not find Meg's beauty diminished, though she beamed at him from behind the familiar coffee pot.
205847.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
არც მეგისთვის მოჰკლებია რომანტიკა ყოველდღიურ გამოთხოვებას, თუმცა ქმარი კოცნას ალერსიან შეკითხვასაც მიაყოლებდა: – სადილისთვის ხბოს ხორცი გამოვგზავნო თუ ცხვრისა, საყვარელო?
Nor did Meg miss any of the romance from the daily parting, when her husband followed up his kiss with the tender inquiry, "Shall I send some veal or mutton for dinner, darling?"
205848.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
თავიდან სახლობანას თამაშობდნენ და ბავშვებივით ხალისობდნენ.
At first they played keep-house, and frolicked over it like children.
205849.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
მერე ჯონმა საქმეს გული დაუდო, რადგან მხრებზე ოჯახის უფროსის საზრუნავი დააწვა, ხოლო მეგმა გვერდზე გადადო თეთრი ბატისტის პენუარები, აიფარა დიდი წინსაფარი და საქმიანობას მიჰყო ხელი, თუმცა, როგორც ადრევე ვთქვით, ამ საქმიანობაში ენერგია მეტი იყო, ვიდრე დალაგებულობა.
Then John took steadily to business, feeling the cares of the head of a family upon his shoulders, and Meg laid by her cambric wrappers, put on a big apron, and fell to work, as before said, with more energy than discretion.
205850.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ჯონმა ათიოდე მომცრო ქილისა და ჩვეულებრივზე მეტი შაქრის შეკვეთა მიიღო, რადგან ბაღში მოცხარი დაუმწიფდათ და სასწრაფოდ მიხედვა სჭირდებოდა.
John was requested to order home a dozen or so of little pots and an extra quantity of sugar, for their own currants were ripe and were to be attended to at once.
205851.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
სახლში გაჩნდა ორმოცი მშვენიერი პატარა ქილა, ნახევარი კასრი შაქარი და პატარა ბიჭუნა, რომ მისთვის მოცხარი დაეკრიფა.
Home came four dozen delightful little pots, half a barrel of sugar, and a small boy to pick the currants for her.
205852.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ნორჩმა დიასახლისმა ლამაზი თმა პატარა ჩაჩში შეიმალა, სახელოები იდაყვებამდე აიკაპიწა და კუბოკრული წინსაფარი აიფარა, რომელიც, მართალია, სამზარეულოსი იყო, მაგრამ მაინც კეკლუცური შესახედაობა ჰქონდა და საქმეს შეუდგა, წარმატებაში იოტისოდენა ეჭვიც არ შეუტანია, რადგან განა ასჯერ მაინც არ ენახა, როგორ ხარშავდა ხილფაფას ჰანა?
With her pretty hair tucked into a little cap, arms bared to the elbow, and a checked apron which had a coquettish look in spite of the bib, the young housewife fell to work, feeling no doubts about her success, for hadn't she seen Hannah do it hundreds of times?
205853.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
თავი არ დაუზოგავს, მისის კორნელიუსსაც ჰკითხა რჩევა, გონება დაძაბა, რომ გაეხსენებინა, რას შვრებოდა ჰანა ისეთს, რაც თვითონ არ უქნია, ისევ ადუღა, დაშაქრა და გაწურა, მაგრამ საზიზღარ მოცხარს არა და არ უნდოდა გასქელება.
She did her best, she asked advice of Mrs. Cornelius, she racked her brain to remember what Hannah did that she left undone, she reboiled, resugared, and restrained, but that dreadful stuff wouldn't "jell".
205854.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ბარემ კი მოუნდა, შინ გაქცეულიყო და დედისთვის ეთხოვა, მიშველეო, მაგრამ ის და ჯონი შეთანხმებულები იყვნენ, ნურასოდეს ნურავის შევაწუხებთ ჩვენი კერძო საზრუნავით, ექსპერიმენტებითა თუ ჩხუბითაო.
She longed to run home, bib and all, and ask Mother to lend her a hand, but John and she had agreed that they would never annoy anyone with their private worries, experiments, or quarrels.
205855.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ჰოდა, მეგიც მარტოდმარტო ერკინებოდა ტკბილ, ურჩ მასას ზაფხულის იმ ცხელ დღეს და ხუთი ხდებოდა, როცა დაჯდა თავის არეულ-დარეულ სამზარეულოში, მოჰყვა დათხვრილი ხელების მტვრევას და ხმით ატირდა.
So Meg wrestled alone with the refractory sweetmeats all that hot summer day, and at five o'clock sat down in her topsy-turvey kitchen, wrung her bedaubed hands, lifted up her voice and wept.
205856.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
უნდა ითქვას, რომ ახალი ცხოვრების დაწყებით სიხარულმოზღვავებული მეგი ხშირად ამბობდა: – ჩემს ქმარს შეუძლია მაშინ მოიყვანოს შინ მეგობარი, როცა მოუნდება. მე მუდამ მზად ვიქნები მისაღებად.
Now, in the first flush of the new life, she had often said, "My husband shall always feel free to bring a friend home whenever he likes. I shall always be prepared.
205857.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
არც ფორიაქი იქნება, არც საყვედური და არც უხერხულობა: მხოლოდ დაკრიალებული სახლი, მხიარული ცოლი და კარგი სადილი.
There shall be no flurry, no scolding, no discomfort, but a neat house, a cheerful wife, and a good dinner.
205858.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
თუმცაღა, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები დროდადრო მართლაც მოსდიოდნენ, ამგვარი სტუმრობა ერთხელაც არ ყოფილა მოულოდნელი და მეგსაც აქამდე არ მისცემია თავის გამოჩენის საშუალება.
But, although they had had company from time to time, it never happened to be unexpected, and Meg had never had an opportunity to distinguish herself till now.
205859.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ასეთი შემთხვევები მუდამ ხდება ამ ცრემლის საუფლოში – შეიძლება ითქვას, გარდუვალია და ისღა დაგვრჩენია, გავკვირდეთ, დავღონდეთ და, შეძლებისდაგვარად, ავიტანოთ.
It always happens so in this vale of tears, there is an inevitability about such things which we can only wonder at, deplore, and bear as we best can.
205860.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
მაგრამ როცა ჯონმა „სამტრედეს“ მიაღწია, მიხვდა, რომ წუთისოფელი იმედგაცრუების სავანეა.
It is a world of disappointments, as John discovered when he reached the Dovecote.