მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205861.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
შესასვლელი კარი ყოველთვის სტუმართმოყვარულად ღია ხვდებოდა, ახლა კი დახურულიც იყო და დაკეტილიც, საფეხურებს კი ჯერაც ამშვენებდა გუშინდელი ტალახი.
The front door usually stood hospitably open. Now it was not only shut, but locked, and yesterday's mud still adorned the steps.
205862.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
სასტუმრო ოთახის ჩარაზულ ფანჯრებზე ფარდები ჩამოეფარებინათ, არ ჩანდა ვერანდაზე საკერავით ხელში მჯდარი ლამაზი ცოლი, თეთრებში გამოწყობილი და თმაში გონისწამღებ პატარა ბანტჩაბნეული, არც თვალებაციმციმებული, მორცხვად მოღიმარი დიასახლისი შეჰგებებია სტუმარს.
The parlor windows were closed and curtained, no picture of the pretty wife sewing on the piazza, in white, with a distracting little bow in her hair, or a bright-eyed hostess, smiling a shy welcome as she greeted her guest.
205863.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
შენ ბაღში შედი, სკოტ, მე კი მისის ბრუკს მოვძებნი, – თქვა სიჩუმითა და უკაცრიელობით გულგახეთქილმა ჯონმა.
"Step into the garden, Scott, while I look up Mrs. Brooke," said John, alarmed at the silence and solitude.
205864.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
დამწვარი შაქრის მძაფრ სუნს მიჰყვა და ჩქარი ნაბიჯით შემოუარა სახლს და მისტერ სკოტიც მისდევდა და სახეზე უცნაური იერი ედო.
Round the house he hurried, led by a pungent smell of burned sugar, and Mr. Scott strolled after him, with a queer look on his face.
205865.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
როცა ბრუკი გაქრა, იგი მორიდებით შეჩერდა ბაღში, თუმცა დანახვითაც დაინახავდა ყველაფერს და გაგონებითაც გაიგონებდა, და რაკი უცოლო იყო, საკუთარმა მდგომარეობამ გულით გაახარა.
He paused discreetly at a distance when Brooke disappeared, but he could both see and hear, and being a bachelor, enjoyed the prospect mightily.
205866.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
სამზარეულოში არეულობა და გულგატეხილობა მეფობდა.
In the kitchen reigned confusion and despair.
205867.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ერთი მოხარშვა ხილფაფა ქილიდან ქილაში გადაწურწურებულიყო, მეორე იატაკზე დაღვრილიყო, მესამე კი ხალისიანად თუხთუხებდა ღუმელზე.
One edition of jelly was trickled from pot to pot, another lay upon the floor, and a third was burning gaily on the stove.
205868.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ლოტი ტევტონური აუღელვებლობით, არხეინად შეექცეოდა პურს და მოცხარის ნაყენს აყოლებდა, რადგან ხილფაფა ჯერაც უიმედოდ თხევად მდგომარეობაში გახლდათ, მისის ბრუკი კი იჯდა, სახე წინსაფარში ჩაერგო და გულამოსკვნილი ქვითინებდა.
Lotty, with Teutonic phlegm, was calmly eating bread and currant wine, for the jelly was still in a hopelessly liquid state, while Mrs. Brooke, with her apron over her head, sat sobbing dismally.
205869.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– რა იყო, ჩემო კარგო გოგო, რა ამბავია? – შეჰყვირა სამზარეულოში შევარდნილმა ჯონმა და იქვე წარმოიდგინა დაფუფქული ხელები, მოულოდნელი სნეულება და თან გულს შემოეყარა იმის გაფიქრებაზე, რომ ბაღში სტუმარი იყო.
"My dearest girl, what is the matter?" cried John, rushing in, with awful visions of scalded hands, sudden news of affliction, and secret consternation at the thought of the guest in the garden.
205870.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ჩქარა, მოდი და მიშველე, თორემ მოვკვდები! – და ილაჯგაწყვეტილი დიასახლისი, ამ სიტყვის ყველა გაგებით, ქმარს ტკბილად ჩაეკრა გულში, რადგან მისი წინსაფარიც მაშინ მოინათლა ხილფაფით, როცა იატაკი.
Do come and help me or I shall die!" and the exhausted housewife cast herself upon his breast, giving him a sweet welcome in every sense of the word, for her pinafore had been baptized at the same time as the floor.
205871.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– რამ შეგაწუხა, საყვარელო? რამე საშინელი მოხდა? – შეშფოთებით ჰკითხა ჯონმა და ნაზად ეამბორა სულმთლად გვერდზე მოქცეულ პაწია ჩაჩის წვეტს.
"What worries you dear? Has anything dreadful happened?" asked the anxious John, tenderly kissing the crown of the little cap, which was all askew.
205872.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– ჰო, – სასოწარკვეთით აქვითინდა მეგი.
"Yes," sobbed Meg despairingly.
205873.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– მაშ, მალე მითხარი. ნუ ტირი. რასაც გინდა, იმას ავიტან მაგის გარდა.
"Tell me quick, then. Don't cry. I can bear anything better than that".
205874.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– ხილ... ხილფაფა არ სქელდება და არ ვიცი, რა მოვუხერხო!
"The... The jelly won't jell and I don't know what to do!"
205875.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ჯონ ბრუკს ისე გაეცინა, როგორც მერე აღარასოდეს გაუბედავს გაცინება, დამცინავ სკოტსაც უნებურად გაეღიმა ამ გულიანი ხარხარის გაგონებაზე, რომელმაც საბოლოო დარტყმა მიაყენა დარდით განადგურებულ საბრალო მეგს.
John Brooke laughed then as he never dared to laugh afterward, and the derisive Scott smiled involuntarily as he heard the hearty peal, which put the finishing stroke to poor Meg's woe.
205876.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– სხვა არაფერი? მოისროლე ფანჯრიდან და მაგაზე აღარ იდარდო. თუ ეგრე გულით გინდა, რამდენიმე კვარტს გიყიდი, ოღონდ, თუ ღმერთი გწამს, ისტერიკას ნუ გამართავ, იმიტომ რომ სადილად ჯეკ სკოტი მოვიყვანე და...
"Is that all? Fling it out of the window, and don't bother any more about it. I'll buy you quarts if you want it, but for heaven's sake don't have hysterics, for I've brought Jack Scott to dinner, and..."
205877.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ჯონ ბრუკ, ეგ რამ გაქნევინა?
John Brooke, how could you do such a thing?
205878.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– ჩუ, ბაღშია! დამავიწყდა ის ოხერი ხილფაფა, მაგრამ ახლა რაღას ვუშველით, – თქვა ჯონმა და შეშფოთებით დაფიქრდა პერსპექტივაზე.
"Hush, he's in the garden! I forgot the confounded jelly, but it can't be helped now," said John, surveying the prospect with an anxious eye.
205879.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– დილით არ ვიცოდი, მერე კი შემოთვლის დრო აღარ იყო: აქეთობისას შევხვდი.
"I didn't know it this morning, and there was no time to send word, for I met him on the way out.
205880.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
აქამდე ეგ არ მიქნია და წყეული ვიყო, თუ როდისმე კიდევ ვქნა!
I never tried it before, and hang me if I ever do again!