მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205881.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
სად არის დილანდელი გამოგზავნილი ძროხის ხორცი და ბოსტნეული ან შენი დაპირებული პუდინგი? – შეჰყვირა ჯონმა და საკუჭნაოს ეცა.
Where's the beef and vegetables I sent home, and the pudding you promised?" cried John, rushing to the larder.
205882.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მართლა არ მეცალა, – და მეგს ისევ წამოუვიდა ცრემლები.
"I'm sorry, but I was so busy," and Meg's tears began again.
205883.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ჯონი გულჩვილი კაცი გახლდათ, მაგრამ ისიც ადამიანი იყო და გრძელი სამუშაო დღის შემდეგ შინ დაღლილს, მშიერსა და იმედით სავსეს მისულს, სახლი არეული რომ დაუხვდა და ცოლი კი – გაბრაზებული, ვერც გონების სიმშვიდეს მოსთხოვდი და ვერც აუღელვებელ ყოფაქცევას.
John was a mild man, but he was human, and after a long day's work to come home tired, hungry, and hopeful, to find a chaotic house, an empty table, and a cross wife was not exactly conducive to repose of mind or manner.
205884.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
თუმცა, მაინც შეიკავა თავი და პატარა ქარიშხალიც მშვიდობიანად გადაივლიდა, ერთი საბედისწერო სიტყვა რომ არა.
He restrained himself however, and the little squall would have blown over, but for one unlucky word.
205885.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– ვაღიარებ, უსიამოვნო ვითარებაა, მაგრამ თუ მომეხმარები, საქმესაც მოვუვლით და კარგ დროსაც გავატარებთ.
It's a scrape, I acknowledge, but if you will lend a hand, we'll pull through and have a good time yet.
205886.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
აღარ იტირო, საყვარელო, თავს ცოტა ძალა დაატანე და რამე გაგვიკეთე, რომ ვჭამოთ.
Don't cry, dear, but just exert yourself a bit, and fix us up something to eat.
205887.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ორივენი მგლებივით მშივრები ვართ და სულ ერთია, რა იქნება.
We're both as hungry as hunters, so we shan't mind what it is.
205888.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
შაშხი მოგვიტანე, პური და ყველი.
Give us the cold meat, and bread and cheese.
205889.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ხილფაფას არ მოგთხოვთ.
We won't ask for jelly.
205890.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
მეგს მეტისმეტ სისასტიკედ მოეჩვენა, მარცხზე რომ გადაუკრეს სიტყვა.
Meg thought it was too cruel to hint at her sad failure.
205891.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
დედასთან წაიყვანე ეგ სკოტი და ჩემზე თქვი, წასულია, ავად გახდა, მოკვდა-თქო.
Take that Scott up to Mother's, and tell him I'm away, sick, dead.
205892.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
მის არყოფნაში რას შვრებოდა ის ორი სულიერი, ვერასოდეს გაიგო, მაგრამ მისტერ სკოტი „დედასთან“ არ წაუყვანიათ და როცა სტუმარ-მასპინძელი ერთად გავიდა სახლიდან, დაბლა ჩასულ მეგს სახელდახელო სადილის ნაკვალევი დაუხვდა, რამაც თავზარი დასცა.
What those two creatures did in her absence, she never knew, but Mr. Scott was not taken "up to Mother's", and when Meg descended, after they had strolled away together, she found traces of a promiscuous lunch which filled her with horror.
205893.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ლოტიმ უპატაკა: – ბევრი ჭამეს, გულიანად იცინეს და ბატონმა დამიბარა, ის ტკბილეული აქედან მოაშორე და ქილები შეინახეო.
Lotty reported that they had eaten "a much, and greatly laughed, and the master bid her throw away all the sweet stuff, and hide the pots."
205894.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
მეგს ბარემ ძალიან უნდოდა, წასულიყო და დედისთვის მოეყოლა, რაც მოხდა, მაგრამ ერთი მხრივ იმან შეაჩერა, რომ თავისი საქციელისა რცხვენოდა, მეორე მხრივ კი იმან, რომ ერთგული იყო ჯონისა, „რომელიც შეიძლება სასტიკად მოიქცა, მაგრამ ეს ამბავი არავის უნდა გაეგო“, ამიტომაც ხელდახელ მიალაგა იქაურობა, კოხტად გამოეწყო, დაჯდა და ჯონს დაუწყო ლოდინი: მოვიდეს, რომ ვაპატიოო.
Meg longed to go and tell Mother, but a sense of shame at her own shortcomings, of loyalty to John, "who might be cruel, but nobody should know it," restrained her, and after a summary cleaning up, she dressed herself prettily, and sat down to wait for John to come and be forgiven.
205895.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
სკოტს მომხდარი ხუმრობაში გაუტარა, როგორც შეძლო, ბოდიში მოხადა თავის პატარა ცოლს და ისე კარგად ითამაშა სტუმართმოყვარე მასპინძლის როლი, რომ მისი მეგობარი ძალიანაც ნაამები დარჩა სახელდახელო სადილით და დაჰპირდა, კიდევ მოვალო, მაგრამ სინამდვილეში ჯონი გაბრაზებული იყო, თუმცა სტუმართან არ შეიმჩნია, ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ მეგმა გასაჭირში მიატოვა.
He had carried it off as a good joke with Scott, excused his little wife as well as he could, and played the host so hospitably that his friend enjoyed the impromptu dinner, and promised to come again, but John was angry, though he did not show it, he felt that Meg had deserted him in his hour of need.
205896.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
„რა წესია, კაცს უთხრა, როცა გინდოდეს მაშინ მოიყვანე მეგობრებიო და როცა დაგიჯერებს, აპილპილდე, რაღაცები დააბრალო და მარტო დატოვო გასაჭირში, რომ დასცინონ ან შეიცოდონ.
"It wasn't fair to tell a man to bring folks home any time, with perfect freedom, and when he took you at your word, to flame up and blame him, and leave him in the lurch, to be laughed at or pitied.
205897.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
და ეგ მეგმაც უნდა იცოდეს“.
And Meg must know it.
205898.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ნადიმის განმავლობაში ბრაზით დუღდა, მაგრამ როცა მღელვარებამ გადაიარა და სკოტი გააცილა, შინ გამობრუნებული გზაში თანდათან დაშოშმინდა.
He had fumed inwardly during the feast, but when the flurry was over and he strolled home after seeing Scott off, a milder mood came over him.
205899.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
განა მართალი იყო, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა.
She was wrong, of course, but then she was young.
205900.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
მოთმინება უნდა გამოვიჩინო და ვასწავლო.
I must be patient and teach her.