მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205901.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ამის გაფიქრება იყო და წამით ისევ აიფოფრა, მერე კი გაუელვა, ვაითუ, მეგი ამდენი ტირილით ავად გახდესო, გული მოულბა და აჩქარებით გააგრძელა გზა, გადაწყვიტა, მშვიდი და კეთილი ყოფილიყო, მაგრამ მტკიცე, ძალიან მტკიცე და მისთვის დაენახვებინა, როდის არ შეასრულა ქმრის წინაშე ნაკისრი ვალი.
For a minute he was ruffled again at the mere thought of it, and then the fear that Meg would cry herself sick softened his heart, and sent him on at a quicker pace, resolving to be calm and kind, but firm, quite firm, and show her where she had failed in her duty to her spouse.
205902.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ერთი სული ჰქონდა, სირბილით შეგებებოდა და პატიება ეთხოვა, ისიც აკოცებდა და ანუგეშებდა – დარწმუნებული იყო, ასე იქნებოდა – მაგრამ ცხადია, ასეთი არაფერი უქნია და როცა დაინახა, ჯონი მოდისო, ძალიან ბუნებრივად აღიღინდა და საკერავით ხელში ისე დაირწა საქანელა სავარძელში, როგორც თავის საუკეთესო სასტუმრო ოთახში მოცალეობის ჟამს მოკალათებული მაღალი საზოგადოების ქალბატონი.
She longed to run to meet him, and beg pardon, and be kissed and comforted, as she was sure of being, but, of course, she did nothing of the sort, and when she saw John coming, began to hum quite naturally, as she rocked and sewed, like a lady of leisure in her best parlor.
205903.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– წინააღმდეგი არ ვარ, – გაისმა მეგის ასევე დამამშვიდებელი პასუხი.
"I've no objection," was Meg's equally soothing remark.
205904.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
კიდევ რამდენიმე, ორივესთვის საინტერესო საკითხი წამოჭრა მისტერ ბრუკმა, რომლებიც იქვე ჩაკლა მისის ბრუკმა და საუბარი მიჩუმდა.
A few other topics of general interest were introduced by Mr. Brooke and wet-blanketed by Mrs. Brooke, and conversation languished.
205905.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ჯონი ერთ ფანჯარასთან მივიდა, გაშალა გაზეთი და, ფიგურალურად რომ ვთქვათ, თავფეხიანად შიგ ჩაეფლო, მეგი კი მეორე ფანჯარას მიუჯდა და ისე გულმოდგინედ შეუდგა კერვას, თითქოს ჩუსტებზე რამდენიმე როზეტის მიკერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
John went to one window, unfolded his paper, and wrapped himself in it, figuratively speaking, Meg went to the other window, and sewed as if new rosettes for slippers were among the necessaries of life.
205906.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ხმას არცერთი იღებდა. ორივეს სრულიად „მშვიდი და მტკიცე“ იერი ედო და ორივენი საშინლად უხერხულად გრძნობდნენ თავს.
Neither spoke. Both looked quite "calm and firm", and both felt desperately uncomfortable.
205907.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ჯონი კარგი კაცია, მაგრამ მასაც აქვს ნაკლი და უნდა ისწავლო ამ ნაკლის დანახვა და ატანა, თან კი შენი ნაკლიც გახსოვდეს.
John is a good man, but he has his faults, and you must learn to see and bear with them, remembering your own.
205908.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ძალიან მტკიცეა, მაგრამ თავის დღეში არ გაჯიუტდება, თუკი ალერსიანად ეტყვი შენს მოსაზრებას და მოუთმენლად არ შეეპასუხები.
He is very decided, but never will be obstinate, if you reason kindly, not oppose impatiently.
205909.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
არასოდეს მოატყუო არც მზერით და არც სიტყვით, მეგ, და ის ნდობაც გექნება მისგან, რასაც იმსახურებ და ის მხარდაჭერაც, რაც გჭირდება.
Never deceive him by look or word, Meg, and he will give you the confidence you deserve, the support you need.
205910.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ხასიათი ჩვენნაირი არა აქვს – ჩვენ ერთს ავფეთქდებით და მორჩა, მისი განრისხება კი ალალი, გაუნელებელი განრისხებაა, რომელიც იშვიათად თუ გაღვივდება, მაგრამ ერთი თუ აალდა, ძნელად ჩააქრობ.
He has a temper, not like ours—one flash and then all over—but the white, still anger that is seldom stirred, but once kindled is hard to quench.
205911.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
თავშეკავებით მოიქეცი და თუ ისე მოხდა, რომ არც ერთი არ ხართ მართალი, პირველმა მოუხადე ბოდიში, უფრთხილდი პატარპატარა შელაპარაკებას, გაუგებრობასა და დაუფიქრებელ სიტყვებს, რომლებსაც ხშირად მოსდევს მწარე ნაღველი და სინანული.
Watch yourself, be the first to ask pardon if you both err, and guard against the little piques, misunderstandings, and hasty words that often pave the way for bitter sorrow and regret.
205912.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ეს დარიგება, მეტადრე, ბოლო სიტყვები გაახსენდა მეგს, როცა იჯდა და ჩამავალი მზის სხივებში კერავდა.
These words came back to Meg, as she sat sewing in the sunset, especially the last.
205913.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ეს მათი პირველი სერიოზული წაკინკლავება იყო. თავისი მოუთმენელი ნათქვამი რომ გაახსენდა სულელური და სასტიკი ეჩვენა, თავისი ბრაზი – ბავშვური, ხოლო იმის ფიქრმა, რომ შინ მოსულ საბრალო ჯონს ასეთი სცენა დაუხვდა, გული მოულბო.
This was the first serious disagreement, her own hasty speeches sounded both silly and unkind, as she recalled them, her own anger looked childish now, and thoughts of poor John coming home to such a scene quite melted her heart.
205914.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ძალიან ნელა გაიარა ოთახი, რადგან ეძნელა საკუთარი სიამაყის გადაბიჯება და მის გვერდით გაჩერდა, მაგრამ იმას თავი არ მიუბრუნებია.
She went very slowly across the room, for pride was hard to swallow, and stood by him, but he did not turn his head.
205915.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
წამით მოეჩვენა, ვერ ვიზამო, მაგრამ მერე გაიფიქრა: „ეს დასაწყისია. მე ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ და ჩემი თავის სასაყვედურო აღარაფერი მექნება“, დაიხარა და ქმარს ნაზად აკოცა შუბლზე.
For a minute she felt as if she really couldn't do it, then came the thought, "This is the beginning. I'll do my part, and have nothing to reproach myself with," and stooping down, she softly kissed her husband on the forehead.
205916.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ეს მონანიების კოცნა ათას სიტყვას სჯობდა, წუთის შემდეგ ჯონს უკვე კალთაში ესვა იგი და ალერსიანად ეუბნებოდა:
The penitent kiss was better than a world of words, and John had her on his knee in a minute, saying tenderly...
205917.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
მაპატიე, საყვარელო.
Forgive me, dear.
205918.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ამის მერე მეგმა საგანგებოდ დაპატიჟა სადილად მისტერ სკოტი და სანაქებოდაც უმასპინძლა, ისე რომ პირველ კერძად მოთუთქული ცოლი არ მიურთმევია; ისეთი მხიარული და თავაზიანი იყო, ისე მომხიბვლელად ირჯებოდა, რომ მისტერ სკოტმა ჯონს უთხრა, ბედი გქონიაო და შინ მიმავალი კი თავის ქნევით ფიქრობდა უცოლო კაცის მძიმე ყოფაზე.
After this, Meg had Mr. Scott to dinner by special invitation, and served him up a pleasant feast without a cooked wife for the first course, on which occasion she was so gay and gracious, and made everything go off so charmingly, that Mr. Scott told John he was a lucky fellow, and shook his head over the hardships of bachelorhood all the way home.
205919.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
შემოდგომით მეგს ახალი ფათერაკი და განსაცდელი დაატყდა.
In the autumn, new trials and experiences came to Meg.
205920.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
მეგს უხაროდა, რადგან უამინდობაში ხშირად გრძნობდა მარტოობას.
It was pleasant, for in dull weather Meg often felt lonely.