მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205921.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ჰოდა, თავისთავად მოხდა ისე, რომ მეგს ჩვეულებად ექცა მეგობართან შევლა და მასლაათი.
So it naturally fell out that Meg got into the way of gadding and gossiping with her friend.
205922.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
სალის ლამაზ ნივთებს რომ ხედავდა, თავისთვისაც უნდოდა და რაკი არ ჰქონდა, თავი ებრალებოდა.
Seeing Sallie's pretty things made her long for such, and pity herself because she had not got them.
205923.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
იცოდა, რა შემოსავალიც ჰქონდა მის ქმარს და სიამოვნებდა იმის შეგრძნება, რომ ჯონი არა მარტო თავის ბედნიერებას ანდობდა, არამედ იმასაც, რაც ზოგი მამაკაცისთვის კიდევ უფრო მეტად ფასობს – თავის ფულს.
She knew her husband's income, and she loved to feel that he trusted her, not only with his happiness, but what some men seem to value more—his money.
205924.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
მეგს არ სიამოვნებდა, როცა იბრალებდნენ და აგრძნობინებდნენ, ღარიბი ხარო.
Meg didn't like to be pitied and made to feel poor.
205925.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ღიზიანდებოდა, მაგრამ რცხვენოდა ამის აღიარება და დროდადრო ცდილობდა, სანუგეშოდ რამე ლამაზი ეყიდა, რათა სალის არ ეფიქრა, იძულებულია დაზოგოსო.
It irritated her, but she was ashamed to confess it, and now and then she tried to console herself by buying something pretty, so that Sallie needn't think she had to economize.
205926.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
თუმცა, წვრილმანები იმაზე მეტი ღირდა, ვიდრე მეგს წარმოედგინა და თვის ბოლოს, თავისი ხარჯები რომ შეაჯამა, თანხამ, ლამის იყო, შეაშინა.
But the trifles cost more than one would imagine, and when she cast up her accounts at the end of the month the sum total rather scared her.
205927.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
რამდენიმე დღით ადრე საშინელება ჩაიდინა და ახლა სინდისი ქენჯნიდა.
A few days before she had done a dreadful thing, and it weighed upon her conscience.
205928.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ერთი თვეღა უნდა მოეცადა, აქ კი მშვენიერ იისფერ აბრეშუმს ჰყიდდნენ ფასდაკლებით და ფულიც ჰქონდა, თუკი გაბედავდა და აიღებდა.
That was only a month to wait, and here was a lovely violet silk going at a bargain, and she had the money, if she only dared to take it.
205929.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ჯონი მუდამ ეუბნებოდა, რაც ჩემია, შენიც არისო, მაგრამ ვითომ მართებული მოეჩვენებოდა არა მარტო მომავალი ოცდახუთი დოლარის დახარჯვა, არამედ მეორე ოცდახუთისაც, რომელიც საოჯახო ხარჯებისთვის ჰქონდათ გადადებული?
John always said what was his was hers, but would he think it right to spend not only the prospective five-and-twenty, but another five-and-twenty out of the household fund?
205930.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
საკითხავი ეს იყო.
That was the question.
205931.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ავბედით წამს გამყიდველმა ასწია ლამაზი, შრიალა ნაკეცები და თქვა: – თითქმის მუქთია, გარწმუნებთ, მემ, მანაც მიუგო, ვიღებო.
In an evil moment the shopman held up the lovely, shimmering folds, and said, "A bargain, I assure, you, ma'am." She answered, "I'll take it".
205932.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
სალი აღტაცებაში მოვიდა, ისიც იცინოდა, თითქოს ისეთი არაფერი მომხდარაო, მაგრამ მაღაზიიდან წამოსულს ისეთი გრძნობა გამოჰყვა, რომ რაღაც მოიპარა და პოლიცია მოსდევდა.
Sallie had exulted, and she had laughed as if it were a thing of no consequence, and driven away, feeling as if she had stolen something, and the police were after her.
205933.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
იმ საღამოს, როცა ჯონმა გასავლის წიგნები გადმოალაგა, მეგს გული მოეწურა და გათხოვების შემდეგ პირველად იყო, რომ ქმრისა შეეშინდა.
When John got out his books that night, Meg's heart sank, and for the first time in her married life, she was afraid of her husband.
205934.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
კეთილი, თაფლისფერი თვალები სასტიკი ეჩვენებოდა და თუმცა ჯონი უჩვეულოდ მხიარული იყო, წარმოიდგინა, შეტყობილი აქვს, რაც ჩავიდინე, მაგრამ ჯერ არ უნდა დამანახვოსო.
The kind, brown eyes looked as if they could be stern, and though he was unusually merry, she fancied he had found her out, but didn't mean to let her know it.
205935.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
საოჯახო ხარჯები გადახდილი იყო, წიგნები – სრულ წესრიგში.
The house bills were all paid, the books all in order.
205936.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ჯონმა შეაქო და უკვე ძველ საფულეს ხსნიდა, რომელსაც ხუმრობით „ბანკს“ ეძახდნენ, რომ მეგმა, რაკი იცოდა, სულმთლად გამოფხეკილიაო, ხელი დაუჭირა და ნერვულად უთხრა:
John had praised her, and was undoing the old pocketbook which they called the "bank", when Meg, knowing that it was quite empty, stopped his hand, saying nervously...
205937.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– ჯერ ჩემი პირადი ხარჯების წიგნი არ გინახავს.
"You haven't seen my private expense book yet".
205938.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
იმისთვის ხომ არ უნდა გაგიწყრე, რომ მომხიბლავი ჩექმები გიყიდია?
I won't beat you if you have got a pair of killing boots.
205939.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ძალიანაც მეამაყება ჩემი ცოლის ფეხები და წინააღმდეგი არ ვიქნები, რვა თუ ცხრა დოლარი გადაიხადოს ჩექმებში, თუკი კარგებია.
I'm rather proud of my wife's feet, and don't mind if she does pay eight or nine dollars for her boots, if they are good ones.
205940.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ეს ბოლო დროს ნაყიდი ერთ-ერთი „წვრილმანი“ იყო და ჯონს ლაპარაკისას სწორედ ეს სტრიქონი მოხვდა თვალში.
That had been one of her last "trifles", and John's eye had fallen on it as he spoke.