მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205941.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
„მაშინ რაღას იტყვის, როცა იმ საშინელ ორმოცდაათ დოლარს მივადგებით?!“ კანკალით გაიფიქრა მეგმა.
"Oh, what will he say when he comes to that awful fifty dollars!" thought Meg, with a shiver.
205942.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– ჩექმაზე უარესია: აბრეშუმის კაბა, – თქვა მეგმა განწირული კაცის სიმშვიდით, რადგან უნდოდა, ეს ამბავი მალე დასრულებულიყო.
"It's worse than boots, it's a silk dress," she said, with the calmness of desperation, for she wanted the worst over.
205943.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– აბა, საყვარელო, რამდენია „ტიალი ჯამი“, როგორც მისტერ მანტალინი იტყოდა?
"Well, dear, what is the "dem'd total", as Mr. Mantalini says?"
205944.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– ოცდახუთი იარდი აბრეშუმი კარგა ბევრია, რომ შიგ ერთი პატარა ქალი გაახვიო, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, ჩემი ცოლი იმ კაბას რომ ჩაიცვამს, ნედ მოფატის ცოლივით მოხდენილი გამოჩნდება, – მშრალად თქვა ჯონმა.
"Twenty-five yards of silk seems a good deal to cover one small woman, but I've no doubt my wife will look as fine as Ned Moffat's when she gets it on," said John dryly.
205945.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– ვიცი, რომ გაბრაზდი, ჯონ, მაგრამ რა ვქნა!
"I know you are angry, John, but I can't help it.
205946.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
არ მინდა, ფული გიფლანგო და არც მეგონა, ის წვრილმანები ერთად ამდენი თუ ეღირებოდა.
I don't mean to waste your money, and I didn't think those little things would count up so.
205947.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ვერ ვითმენ, როცა ვხედავ, რომ სალი ყველაფერს ყიდულობს, რაც მოუნდება და ვეცოდები, რაკი მე ვერ ვახერხებ.
I can't resist them when I see Sallie buying all she wants, and pitying me because I don't.
205948.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ვცდილობ, იმითაც კმაყოფილი ვიყო, რაც გვაქვს, მაგრამ ძნელია, თან სიღარიბეც მომბეზრდა.
I try to be contented, but it is hard, and I'm tired of being poor.
205949.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ბოლო სიტყვები ისე ჩუმად თქვა, ეგონა, ჯონი ვერ გაიგონებსო, მაგრამ იმან გაიგონა და ძალიან ეწყინა, რადგან მეგის გულისთვის ბევრ სიამოვნებაზე ამბობდა უარს.
The last words were spoken so low she thought he did not hear them, but he did, and they wounded him deeply, for he had denied himself many pleasures for Meg's sake.
205950.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ამ სიტყვების თქმა იყო და მეგმა იქვე ენა მოიკვნიტა, რადგან ჯონმა ხელის კვრით გასწია წიგნები და ხმის ოდნავ შესამჩნევი კანკალით თქვა: – სწორედ მაგის მეშინოდა.
She could have bitten her tongue out the minute she had said it, for John pushed the books away and got up, saying with a little quiver in his voice, "I was afraid of this".
205951.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
რომ გაელანძღა ან შეეჯანჯღარებინა, ისე არ ეტკინებოდა გული, როგორც ამ ძუნწმა სიტყვებმა ატკინა.
If he had scolded her, or even shaken her, it would not have broken her heart like those few words.
205952.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
მიირბინა ჯონთან, ჩაიხუტა და მონანიების ცრემლებით შესძახა: – ოჰ, ჯონ, ჩემო საყვარელო, კეთილო, შრომისმოყვარე ბიჭო!
She ran to him and held him close, crying, with repentant tears, "Oh, John, my dear, kind, hard-working boy.
205953.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
რამ მათქმევინა ეს უსინდისო, უპატიოსნო და უმადური სიტყვები! რამ მათქმევინა!
It was so wicked, so untrue and ungrateful, how could I say it! how could I say it!
205954.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
მეორე დღეს მეგმა გვერდზე გადადო სიამაყე, მივიდა სალისთან, უამბო სიმართლე და სთხოვა, პატივი მეცი და ჩემი აბრეშუმი იყიდეო.
Next day she put her pride in her pocket, went to Sallie, told the truth, and asked her to buy the silk as a favor.
205955.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
გულკეთილმა მისის მოფატმაც ხალისით გაუმართა ხელი, თანაც ტაქტი ეყო და ის ნაყიდი აბრეშუმი იქვე საჩუქრად არ შეუთავაზებია.
The good-natured Mrs. Moffat willingly did so, and had the delicacy not to make her a present of it immediately afterward.
205956.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
იოლი წარმოსადგენია, რა პასუხიც გასცა ჯონმა, როგორ მიიღო საჩუქარი და რა კეთილისმყოფელი შედეგები მოჰყვა ამას.
One can imagine what answer he made, how he received his present, and what a blissful state of things ensued.
205957.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ჯონი შინ ადრიანად მოდიოდა, მეგი სტუმრად აღარ დარბოდა, პალტოს დილაობით ბედნიერი ქმარი იცვამდა, ხოლო საღამოობით ერთგული ცოლი ხდიდა.
John came home early, Meg gadded no more, and that greatcoat was put on in the morning by a very happy husband, and taken off at night by a most devoted wife.
205958.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ასე გავიდა ერთი წელი და ზაფხულმა მეგს ახალი განცდა მოუტანა – ქალის ცხოვრებაში ყველაზე ღრმა და ნაზი.
So the year rolled round, and at midsummer there came to Meg a new experience, the deepest and tenderest of a woman's life.
205959.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ერთ შაბათს „სამტრედის“ სამზარეულოში ფრთხილად შესულ აღელვებულ ლორის ლიტავრების ჟღარუნით შეხვდნენ, რადგან ჰანას ცალ ხელში ქვაბი ეჭირა, მეორეში – ქვაბის თავსახური და ქვაბ-თავსახურიანადვე შემოჰკრა ტაში.
Laurie came sneaking into the kitchen of the Dovecote one Saturday, with an excited face, and was received with the clash of cymbals, for Hannah clapped her hands with a saucepan in one and the cover in the other.
205960.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– რას შვრება პატარა დედა? სად არიან ყველანი? ჩამოსვლამდე რატომ არ გამაგებინეთ? – ხმამაღალი ჩურჩულით დაიწყო ლორიმ.
"How's the little mamma? Where is everybody? Why didn't you tell me before I came home?" began Laurie in a loud whisper.