მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205961.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ეხლა შენ სასტუმროში შედი და მე კი იმათ ჩამოგიგზავნი, – ამ, ცოტა არ იყოს, არეულ-დარეული პასუხით გაუჩინარდა ჰანა და თანაც აღტაცებით ჩაიხითხითა.
"Now you go into the parlor, and I'll send 'em down to you," with which somewhat involved reply Hannah vanished, chuckling ecstatically.
205962.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
სახე სერიოზული ჰქონდა, მაგრამ თვალები უციმციმებდა და ხმაში რაღაც უცნაური ბგერები გამოუკრთოდა – თითქოსდა ძლივძლივობით შეკავებული გრძნობა.
Jo's face was very sober, but her eyes twinkled, and there was an odd sound in her voice of repressed emotion of some sort.
205963.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– თვალები დახუჭე და ხელები გამომიწოდე, – მაცდურად უთხრა ლორის.
"Shut your eyes and hold out your arms," she said invitingly.
205964.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ბიჭი საჩქაროდ წავიდა უკან-უკან, კუთხეში მიიკუნჭა და ხელები მუდარით წაიღო ზურგს უკან:
Laurie backed precipitately into a corner, and put his hands behind him with an imploring gesture.
205965.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
მეორე წამს ჯოს, ემის, მისის მარჩის, ჰანასა და ჯონის ერთობლივმა ხარხარმა თვალები გაახელინა და დაინახა, რომ ერთის ნაცვლად ორი ჩვილი ეჭირა.
A peal of laughter from Jo, Amy, Mrs. March, Hannah, and John caused him to open them the next minute, to find himself invested with two babies instead of one.
205966.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ჯონმა იხსნა თავისი პაწიები, ორივენი თითო ხელში დაიჭირა და ისე დასცა ოთახში ბოლთა, თითქოს უკვე ზიარებოდა ბავშვის მოვლის საიდუმლოებებს, ლორიმ კი იმდენი იცინა, სანამ ლოყებზე ღვარად არ დაედინა ცრემლები.
John rescued his babies, and marched up and down, with one on each arm, as if already initiated into the mysteries of babytending, while Laurie laughed till the tears ran down his cheeks.
205967.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– ეს სეზონის ყველაზე კარგი ხუმრობაა, არა?
It's the best joke of the season, isn't it?
205968.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– რაც თავი მახსოვს, ასე არ დავრეტიანებულვარ. რა სასაცილოა, არა?
"I never was more staggered in my life. Isn't it fun?
205969.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ბიჭები არიან? რას არქმევთ? აბა, ერთიც შემახედეთ.
Are they boys? What are you going to name them? Let's have another look.
205970.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ხელი შემაშველე, ჯო, თორემ, მე და ჩემმა ღმერთმა, ამდენს ვეღარ ვუძლებ, – მიუგო ლორიმ და ისე დააკვირდა ბავშვებს, როგორც დიდი, გულკეთილი ნიუფაუნდლენდი – ორ ციცქნა კნუტს.
"Hold me up, Jo, for upon my life it's one too many for me," returned Laurie, regarding the infants with the air of a big, benevolent Newfoundland looking at a pair of infantile kittens.
205971.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– გოგო და ბიჭი. რა ლამაზები არიან, არა? – ამაყად თქვა მამამ და ისეთი გაცისკროვნებული ღიმილით დააცქერდა პატარა, წითელ, სახედამანჭულ არსებებს, თითქოს შეუბუმბლავი ანგელოზები არიანო.
"Boy and girl. Aren't they beauties?" said the proud papa, beaming upon the little red squirmers as if they were unfledged angels.
205972.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– ემიმ ბიჭს ცისფერი ლენტი შემოახვია, გოგოს – ვარდისფერი, ფრანგული მოდაა, ჰოდა, მუდამ გაარჩევ. თანაც, ერთს ცისფერი თვალები აქვს, მეორეს – თაფლისფერი. აკოცე, ბიძია ტედი, – უთხრა ონავარმა ჯომ.
"Amy put a blue ribbon on the boy and a pink on the girl, French fashion, so you can always tell. Besides, one has blue eyes and one brown. Kiss them, Uncle Teddy," said wicked Jo.
205973.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
ყური მიგდე, პატარა ბრუკ, გირჩევნია, შენი ზომის კაცს შეერკინო, კარგი? – აღტაცებაში მოვიდა ლორი, როცა უმიზნოდ ასავსავებული პაწია მუშტი მოხვდა სახეში.
Now then, young Brooke, pitch into a man of your own size, will you?" cried Laurie, delighted with a poke in the face from a tiny fist, flapping aimlessly about.
205974.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
– მაგას ჯონ ლორენსს ვარქმევთ, გოგოს კი – მარგარეტს, დედისა და დიდედის პატივსაცემად.
"He's to be named John Laurence, and the girl Margaret, after mother and grandmother.
205975.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 5
შინ დეიზის დავუძახებთ, რომ ორი მეგი არ გვყავდეს, ბიჭუკელას კი – ჯეკს, თუ რამე უკეთესი ვერ მოვუფიქრეთ, – დეიდისეული ინტერესით თქვა ემიმ.
"We shall call her Daisey, so as not to have two Megs, and I suppose the mannie will be Jack, unless we find a better name," said Amy, with aunt-like interest.
205976.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
–წამო, ჯო, დროა.
"Come, Jo, it's time".
205977.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– არ მითხრა, რომ დაგავიწყდა, რასაც დამპირდი: დღეს ვიზიტად ექვს ადგილას წამოგყვებიო!
"You don't mean to say you have forgotten that you promised to make half a dozen calls with me today?"
205978.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– ცხოვრებაში ათასი წინდაუხედაობა და სისულელე მიქნია, მაგრამ არა მგონია, ისე დამეკარგა ჭკუა, რომ მეთქვა, ერთ დღეში ექვსგან მივალ ვიზიტად-მეთქი, როცა ერთი ვიზიტიც კი მთელი კვირით მაგდებს კალაპოტიდან.
"I've done a good many rash and foolish things in my life, but I don't think I ever was mad enough to say I'd make six calls in one day, when a single one upsets me for a week".
205979.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– თუ დარი იქნებაო, ასე ეწერა თამასუქში, ჰოდა, გადავიხდი, რაც თამასუქით მაკისრია, შაილოკ, მაგრამ აი, აღმოსავლეთით ღრუბლები შეყრილა, დარი არ არის და არსადაც არ წამოვალ.
"If it was fair, that was in the bond, and I stand to the letter of my bond, Shylock. There is a pile of clouds in the east, it's not fair, and I don't go".
205980.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
იმ წუთს ჯო ხელსაქმეში იყო ჩაფლული, რადგან მთელ ოჯახს ის უკერავდა მანტოებს და თავის მოსაწონად ჰქონდა, რომ ნემსსაც ისე მარჯვედ ხმარობდა, როგორც კალამს.
At that minute Jo was particularly absorbed in dressmaking, for she was mantua-maker general to the family, and took especial credit to herself because she could use a needle as well as a pen.