მოიძებნა 669199 ჩანაწერი
205981.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
იმჟამად თავს ვერ დაიძვრენდა, ამიტომაც ბრაზით გააღრჭიალა მაკრატელი, თან კი გამოაცხადა, ჰაერში ჭექა-ქუხილს ვგრძნობო, გადადო საკერავი, მორჩილად წამოკრიფა შლაპა და ხელთათმანი და ემის უთხრა, მსხვერპლი მზად გახლავსო.
In the present instance there was no escape, and having clashed her scissors rebelliously, while protesting that she smelled thunder, she gave in, put away her work, and taking up her hat and gloves with an air of resignation, told Amy the victim was ready.
205982.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– ჯო მარჩ, ისეთი ურჯუკი ხარ, წმინდანსაც კი გააცეცხლებ!
Jo March, you are perverse enough to provoke a saint!
205983.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
იმედია, ვიზიტებზე ამ ტანსაცმლით არ აპირებ წამოსვლას! – შეჰკივლა ემიმ და გაოგნებულმა აათვალიერ-ჩაათვალიერა.
You don't intend to make calls in that state, I hope," cried Amy, surveying her with amazement.
205984.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
თუ ხალხს ჩემი ტანსაცმელი უფრო აინტერესებს, ვიდრე მე თვითონ, რად მინდა მაგათი ნახვა.
If people care more for my clothes than they do for me, I don't wish to see them.
205985.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
მეშინია მარტო წასვლის. მოდი, წამომყევი და მომხედე.
I'm afraid to go alone, do come and take care of me.
205986.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
მაშ, მე არისტოკრატიულიც ვარ და თავის დაჭერაც ვიცი და შენ კი მარტო წასვლისა გეშინია არა?
The idea of my being aristocratic and well-bred, and your being afraid to go anywhere alone!
205987.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
კარგი, წამოვალ, თუ სავალდებულოა და რაც შემეძლება, კარგად მოვიქცევი.
Well, I'll go if I must, and do my best.
205988.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ლაშქრობას შენ უმეთაურებ, მე კი ბრმად დაგემორჩილები. დაგაკმაყოფილებს? – თქვა და ერთბაშად მიატოვა ჯიუტობა ჯომ და კრავივით მორჩილი გახდა.
You shall be commander of the expedition, and I'll obey blindly, will that satisfy you?" said Jo, with a sudden change from perversity to lamblike submission.
205989.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
აბა, ჩაიცვი, რაც საუკეთესო გაქვს, მე კი გეტყვი, სად როგორ მოიქცე, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინო მასპინძლებზე.
Now put on all your best things, and I'll tell you how to behave at each place, so that you will make a good impression.
205990.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
თმა ლამაზად დაიყენე და კაპორზე ვარდისფერი ვარდი მიიმაგრე, გიხდება და უმაგისოდ მაგ შენს სადა კოსტიუმში ძალიან მკაცრი შესახედაობა გაქვს.
Do your hair the pretty way, and put the pink rose in your bonnet. It's becoming, and you look too sober in your plain suit.
205991.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
თხელი ხელთათმანი აიღე და დაქარგული ცხვირსახოცი.
Take your light gloves and the embroidered handkerchief.
205992.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
მეგსაც შევუვლით და თეთრ ქოლგას ვენათხოვრებით.
We'll stop at Meg's, and borrow her white sunshade.
205993.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ნელა დატრიალდი, რომ გულდასმით დაგათვალიერო.
Turn slowly round, and let me get a careful view.
205994.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ჯო დატრიალდა. ემიმ რაღაც-რაღაცები შეუსწორ-შემოუსწორა, მერე კი უკან დაიხია, თავი გვერდზე გადახარა და მოწყალედ შენიშნა: – ჰო, არა გიშავს.
Jo revolved, and Amy gave a touch here and there, then fell back, with her head on one side, observing graciously, "Yes, you'll do".
205995.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
თავი ისეთი გაქვს, უკეთესს ვერც ვინატრებ: ეგ თეთრი კაპორი თავისი ვარდით მართლაც რომ მომაჯადოებელია.
Your head is all I could ask, for that white bonnet with the rose is quite ravishing.
205996.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
მხრები გაასწორე, ხელებიც მსუბუქად გეჭიროს, მერე რა, რომ ხელთათმანი გიჭერს!
Hold back your shoulders, and carry your hands easily, no matter if your gloves do pinch.
205997.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ერთი რამე კი მართლაც კარგად გამოგდის, ჯო, ეს შალის ტარებაა.
There's one thing you can do well, Jo, that is, wear a shawl.
205998.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
მინდა ფეხსაცმელი გამომიჩნდეს, იმიტომ რომ, ცხვირისგან განსხვავებით, ფეხები კოხტა მაქვს.
I like to show my boots, for my feet are pretty, though my nose isn't.
205999.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– მშვენიერება ხარ და მარადიული სიხარული, – თქვა ჯომ, ხელის მტევნები მოამრგვალა, მცოდნის იერით გახედა ოქროსფერ თმაზე მოელვარე ცისფერ ბუმბულს.
"You are a thing of beauty and a joy forever," said Jo, looking through her hand with the air of a connoisseur at the blue feather against the golden hair.
206000.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ცალი მანჟეტი ბოლომდე არ შეგიკრავს.
You haven't half buttoned one cuff.