მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206001.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– ჯო, საყვარელო: ჩესტერები, თავიანთი აზრით, ძალიან დახვეწილი ხალხია, ჰოდა მინდა, რაც შეგიძლია კარგად მოიქცე.
Jo dear, the Chesters consider themselves very elegant people, so I want you to put on your best deportment.
206002.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
არც მკვახე შენიშვნები გამოთქვა, არც უცნაური ჩაიდინო რამე, კარგი?
Don't make any of your abrupt remarks, or do anything odd, will you?
206003.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– დამაცა, ვიფიქრო: „აუღელვებლად, თავშეკავებულად და წყნარად“... ჰო, მაგის პირობას, მგონი, მოგცემ.
"Let me see. "Calm, cool, and quiet", yes, I think I can promise that.
206004.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
სცენაზე მითამაშია თავდაჭერილი ყმაწვილი ლედი და ახლაც მოვირგებ მაგ როლს.
I've played the part of a prim young lady on the stage, and I'll try it off.
206005.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ამაოდ ჩამოაგდო ლაპარაკი მისის ჩესტერმა მის „მშვენიერ რომანზე“, ამაოდ ახსენეს მის ჩესტერებმა წვეულებები, პიკნიკები, ოპერა თუ მოდა.
In vain Mrs. Chester alluded to her "charming novel", and the Misses Chester introduced parties, picnics, the opera, and the fashions.
206006.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
პასუხად მხოლოდ ღიმილი, თავის დაკვრა და თავშეკავებული „დიახ“ ან „არა“ მიიღეს.
Each and all were answered by a smile, a bow, and a demure "Yes" or "No" with the chill on.
206007.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– რა ქედმაღალი და უინტერესო ვინმეა ეს უფროსი მის მარჩი! – საუბედუროდ, ხმამაღლა გაისმა რომელიღაც ლედის შენიშვნა, როცა სტუმრებმა კარი გაიხურეს.
"What a haughty, uninteresting creature that oldest Miss March is!" was the unfortunately audible remark of one of the ladies, as the door closed upon their guests.
206008.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
მე მხოლოდ ის მინდოდა, ღირსეულად და თავდაჭერილად მოქცეულიყავი, შენ კი გახევდი და გაქვავდი!
I merely meant you to be properly dignified and composed, and you made yourself a perfect stock and stone.
206009.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ეცადე, ლემებთან გულღიად მოიქცე:
Try to be sociable at the Lambs'.
206010.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
სხვა გოგოებივით ილაპარაკე, ვითომ კაბებიც გაინტერესებს, ფლირტიც და ყველაფერიც, რა სისულელეზეც გინდა ჩამოვარდეს ლაპარაკი.
Gossip as other girls do, and be interested in dress and flirtations and whatever nonsense comes up.
206011.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
საუკეთესო საზოგადოებაში ტრიალებენ და ჩვენთვის ძალიან ფასეულია მაგათთან ნაცნობობა და არასდიდებით არ მინდა, ცუდი შთაბეჭდილება მოვახდინოთ.
They move in the best society, are valuable persons for us to know, and I wouldn't fail to make a good impression there for anything.
206012.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ვილაქლაქებ, ვიხითხითებ და რაზეც გინდა, ყველაფერზე შევძრწუნდები ან აღტაცებაში მოვალ.
I'll gossip and giggle, and have horrors and raptures over any trifle you like.
206013.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
გამომივა, იმიტომ რომ ნიმუშად მეი ჩესტერს ავიღებ და კიდევაც გადავაჭარბებ.
I can do it, for I have May Chester as a model, and I'll improve upon her.
206014.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
აი, ნახავ, ლემებმა თუ არ თქვეს, რა ცოცხალი, საყვარელი არსება ყოფილა ეს ჯო მარჩიო!
See if the Lambs don't say, "What a lively, nice creature that Jo March is!"
206015.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ემი აფორიაქდა და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან თუ ჯო პამპულაობას დაიწყებდა, არავინ იცოდა, სადამდე გაუტევდა.
Amy felt anxious, as well she might, for when Jo turned freakish there was no knowing where she would stop.
206016.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ერთ რამედ ღირდა ემის სახის დანახვა, როცა თვალი გააყოლა, როგორ შექროლდა მისი და კიდევ ერთ სასტუმრო ოთახში, აღტაცებით დაკოცნა ყმაწვილი ქალბატონები, თავაზიანი ღიმილი მიაფრქვია ყმაწვილ ჯენტლმენებს და ისე ცოცხლად ჩაერთო საუბარში, რომ მაყურებლები გაოგნებულები დატოვა.
Amy's face was a study when she saw her sister skim into the next drawing room, kiss all the young ladies with effusion, beam graciously upon the young gentlemen, and join in the chat with a spirit which amazed the beholder.
206017.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ემის მისის ლემი დაეპატრონა, რომელსაც ძალიან მოსწონდა და ემი იძულებული გახდა, მის ლუკრეციას ბოლოდროინდელი ავადმყოფობის გრძელი ანგარიში ესმინა, სანამ სამი მომხიბლავი ყმაწვილი ჯენტლმენი იქვე ტრიალებდა პაუზის მოლოდინში, რომ მიქანებულიყვნენ და გამოეხსნათ.
Amy was taken possession of by Mrs. Lamb, with whom she was a favorite, and forced to hear a long account of Lucretia's last attack, while three delightful young gentlemen hovered near, waiting for a pause when they might rush in and rescue her.
206018.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
გარშემო უკვე ბევრი ხალხი შემოხვეოდა და ემიმ ყურები ცქვიტა, გავიგონო, რა ხდებაო, რადგან ფრაზების ნაწყვეტებმა ცნობისმოყვარეობით აავსო, ხოლო წარამარა წამსკდარმა სიცილმა – დანარჩენებთან ერთად გართობის წადილით.
A knot of heads gathered about her, and Amy strained her ears to hear what was going on, for broken sentences filled her with curiosity, and frequent peals of laughter made her wild to share the fun.
206019.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
იოლად მიხვდებით, რა სატანჯველში ჩავარდა აი, ასეთი საუბრის ნაწყვეტის გაგონებაზე:
One may imagine her suffering on overhearing fragments of this sort of conversation.
206020.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– ბრწყინვალედ ჯირითობს. ვინ ასწავლა? – არავინ.
"She rides splendidly. Who taught her?" "No one".