მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206021.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ხეზე ძველი უნაგირი ჩამოაბა და იმით ისწავლა ასვლაც, სადავეების ჭერაცა და წონასწორობის შენარჩუნებაც.
She used to practice mounting, holding the reins, and sitting straight on an old saddle in a tree.
206022.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ახლა, რომელზეც გინდათ, იმ ცხენზე იჯირითებს, იმიტომ რომ შიში რა არის, არ იცის.
Now she rides anything, for she doesn't know what fear is.
206023.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
მაგრამ რა ექნა?
But what could she do?
206024.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
მოხუცი ლედი შუა ლაპარაკში იყო და სანამ სათქმელს მოამთავრებდა, ჯომ ისევ გაუტია, უფრო და უფრო სასაცილო ამბებს იხსენებდა და გზადაგზა უფრო და უფრო საშინელი შეცდომები მოსდიოდა.
For the old lady was in the middle of her story, and long before it was done, Jo was off again, making more droll revelations and committing still more fearful blunders.
206025.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– მერე, რომელი აირჩია? – სიცილით ჰკითხა ერთმა ჯენტლმენმა, რომელიც სიამოვნებით უსმენდა ჯოს. – არცერთი.
"Which did she choose?" asked one of the laughing gentlemen, who enjoyed the subject. "None of them".
206026.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
გაგონილი ჰქონდა, მდინარის აყოლებით, ერთ ფერმაში ახალგაზრდა ცხენი ჰყავთო და თუმცა ზედ ქალი არასოდეს მჯდარიყო, მან მაინც გადაწყვიტა, ბედი ეცადა, იმიტომ რომ ის ცხენი ლამაზი და ფიცხი გამოდგა.
She heard of a young horse at the farm house over the river, and though a lady had never ridden him, she resolved to try, because he was handsome and spirited.
206027.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ჯერ იყო და, უნაგირთან ცხენის მომყვანი არავინ გამოჩნდა, ჰოდა, ადგა და უნაგირი მიიტანა ცხენთან.
There was no one to bring the horse to the saddle, so she took the saddle to the horse.
206028.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– და იმ ცხენით იჯირითა?
"Did she ride the horse?"
206029.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
წუთიც და წინანდელზე მეტად გაწითლდა და შეცბუნდა, როცა ლაპარაკი, მოულოდნელად, ჩაცმა-დახურვაზე გადავიდა.
She was still redder and more uncomfortable a moment after, when a sudden turn in the conversation introduced the subject of dress.
206030.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ერთმა ყმაწვილმა ლედიმ ჰკითხა ჯოს, სად იყიდეთ ის ლამაზი ბაცი ყვითელი შლაპა, პიკნიკზე რომ გეხურათო და სულელმა ჯომ, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა, ამა და ამ მაღაზიაში ვიყიდე ორი წლის წინათო, ადგა და ყოვლად უსარგებლო ალალმართლობით მოჰყვა: – უჰ, ეგ ემიმ შეღება.
One of the young ladies asked Jo where she got the pretty drab hat she wore to the picnic and stupid Jo, instead of mentioning the place where it was bought two years ago, must needs answer with unnecessary frankness, "Oh, Amy painted it".
206031.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
მართლა რომ დიდი საშველია მხატვარი და!
It's a great comfort to have an artistic sister.
206032.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– რა ორიგინალურად მოუფიქრებია, არა? – წამოიძახა მის ლემმა, რომელსაც ჯო ძალზე თავშესაქცევ ვინმედ ეჩვენა.
"Isn't that an original idea?" cried Miss Lamb, who found Jo great fun.
206033.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– ამას წინათ თქვენი მოთხრობა წავიკითხეთ და ძალიან ვისიამოვნეთ, – შენიშნა უფროსმა მის ლემმა – უნდოდა ქათინაური ეთქვა ლიტერატორი ქალისთვის.
"We read a story of yours the other day, and enjoyed it very much," observed the elder Miss Lamb, wishing to compliment the literary lady.
206034.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
თავის „ნაწარმოებთა“ ყოველი ხსენება ცუდად მოქმედებდა ჯოზე: ან მოიქუშებოდა და შეურაცხყოფილ იერს დაიდებდა ან კი მკვახედ ააგდებდა სიტყვას ბანზე, როგორც ახლა ქნა:
Any mention of her "works" always had a bad effect upon Jo, who either grew rigid and looked offended, or changed the subject with a brusque remark, as now.
206035.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– აფსუს, რომ წასაკითხად უკეთესი ვერაფერი გიპოვიათ.
Sorry you could find nothing better to read.
206036.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
იმ სისულელეს იმიტომ ვწერ, რომ იოლად იყიდება და უბრალო ხალხს მოსწონს.
I write that rubbish because it sells, and ordinary people like it.
206037.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ამ ზამთარს ნიუ-იორკში ხომ არ მიბრძანდებით?
Are you going to New York this winter?
206038.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ჯო მაშინვე მიხვდა თავის შეცდომას, მაგრამ იმის შიშით, საქმე უფრო არ წავახდინოო, ერთბაშად გაახსენა თავის თავს, რომ სწორედ მას მართებდა ემისთვის თქმა, ვიზიტი დამთავრებულიაო და უთხრა კიდევაც, ოღონდ ისე მოულოდნელად, რომ იქ მყოფ სამ ადამიანს სიტყვა პირზე შეაშრა.
The minute it was made Jo saw her mistake, but fearing to make the matter worse, suddenly remembered that it was for her to make the first move toward departure, and did so with an abruptness that left three people with half-finished sentences in their mouths.
206039.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ნახვამდის ჩემო კარგო, აუცილებლად მოდი და გვნახე.
Good-by, dear, do come and see us.
206040.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
თქვენ დაპატიჟებას ვერ შემოგკადრებთ, მისტერ ლემ, მაგრამ თუ მობრძანდებით, რა გული მომცემს, რომ დაგითხოვოთ.
I don't dare to ask you, Mr. Lamb, but if you should come, I don't think I shall have the heart to send you away.