მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206041.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
და ჯომ ამ ლაპარაკში ისე სასაცილოდ მიბაძა მერი ჩესტერის გრძნობამორეულ სტილს, რომ ემი ფაცხაფუცხით გავარდა ოთახიდან, რადგან სიცილ-ტირილი მოერია და თავს ძლივძლივობით იკავებდა.
Jo said this with such a droll imitation of May Chester's gushing style that Amy got out of the room as rapidly as possible, feeling a strong desire to laugh and cry at the same time.
206042.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– აბა, ხომ კარგად გამომივიდა? – კმაყოფილი იერით ჰკითხა ჯომ, როცა ლემების სახლს მოშორდნენ.
"Didn't I do well?" asked Jo, with a satisfied air as they walked away.
206043.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– უარესს ვერაფერს იზამდი, – მთლად გააცამტვერა ემიმ.
"Nothing could have been worse," was Amy's crushing reply.
206044.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– რა გეტაკა, რამ მოგაყოლა ჩემი უნაგირის, შლაპებისა და ფეხსაცმელების ამბები და კიდევ რა აღარ?!
"What possessed you to tell those stories about my saddle, and the hats and boots, and all the rest of it?"
206045.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
სასაცილოა და ხალხი ხალისობს.
It's funny, and amuses people.
206046.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ისედაც იციან, ღარიბები რომ ვართ, ჰოდა, რა საჭიროა, თვალში მტვერი ვაყაროთ, ვითომ გრუმები გვყავდეს ან სეზონზე სამ-ოთხ შლაპას ვყიდულობდეთ და ისე იოლად გვეძლეოდეს რამე, როგორც თვითონ ეძლევათ.
They know we are poor, so it's no use pretending that we have grooms, buy three or four hats a season, and have things as easy and fine as they do.
206047.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ნამდვილი სიამაყის ნატამალი არ მოგეძევება, შენს დღეში ვერ ისწავლი, როდის დააჭირო ენას კბილი და როდის ილაპარაკო, – სასოწარკვეთით თქვა ემიმ.
"You haven't a bit of proper pride, and never will learn when to hold your tongue and when to speak," said Amy despairingly.
206048.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
საწყალი ჯო სახტად დარჩა და ხეშეში ცხვირსახოცი უჩუმრად გაიხახუნ-გამოიხახუნა ცხვირის წვერზე, თითქოს ცუდი საქციელისთვის თავს ისჯისო.
Poor Jo looked abashed, and silently chafed the end of her nose with the stiff handkerchief, as if performing a penance for her misdemeanors.
206049.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– აქ როგორღა მოვიქცე? – იკითხა, როცა მესამე სახლს მიადგნენ.
"How shall I behave here?" she asked, as they approached the third mansion.
206050.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– როგორც გაგიხარდება. მე ხელები დამიბანია.
"Just as you please. I wash my hands of you".
206051.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– მაშ, თავს გავირთობ. ბიჭები შინ არიან და მშვენივრად გავატარებთ დროს.
Then I'll enjoy myself. The boys are at home, and we'll have a comfortable time.
206052.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ემიმ ნებას მიუშვა ჯო, თვითონ კი ისეთ დროსტარებას მიჰყო ხელი, მის სულსა და გულს რომ ეამებოდა.
Leaving her sister to her own devices, Amy proceeded to enjoy herself to her heart's content.
206053.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
თუმცა, რაგინდ დიდი კმაყოფილება მიენიჭებინა ემისთვის ბრიტანელ არისტოკრატთა შორეულ ნათესავებთან საუბარს, დრო მაინც არ დავიწყნია და როცა ვიზიტისთვის აუცილებელი წუთების რაოდენობა გავიდა, უწადინოდ დატოვა ეს დახვეწილი საზოგადოება და ჯოს მოსაძებნად წავიდა, თან მხურვალედ ფიქრობდა, რა იქნება, ჩემი გამოუსწორებელი და ისეთ მდგომარეობაში არ დამხვდეს, რომ მარჩების ოჯახს თავი მოეჭრასო.
But even the satisfaction of talking with a distant connection of the British nobility did not render Amy forgetful of time, and when the proper number of minutes had passed, she reluctantly tore herself from this aristocratic society, and looked about for Jo, fervently hoping that her incorrigible sister would not be found in any position which should bring disgrace upon the name of March.
206054.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
რა თქმა უნდა, უარესიც შეიძლება დახვედროდა, მაგრამ ემიმ რაც ნახა, ისიც საკმარისად ურიგო ეჩვენა: ჯო ბალახზე იჯდა ბიჭებით გარშემორტყმული და აღფრთოვანებულ მსმენელებს ლორის რომელიღაც ოინს უამბობდა.
It might have been worse, but Amy considered it bad. For Jo sat on the grass, with an encampment of boys about her, as she related one of Laurie's pranks to her admiring audience.
206055.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ახლა თავი ისევ ახალგაზრდა და მხნე მგონია, – ამბობდა ჯო და მიალაჯებდა; ხელები ზურგს უკან წაეღო – ჯერ ერთი, რომ ჩვევად ჰქონდა და მეორეც – ტალახით გაწუწულ ქოლგას მალავდა.
"I feel quite young and brisk again after that," said Jo, strolling along with her hands behind her, partly from habit, partly to conceal the bespattered parasol.
206056.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– მისტერ ტიუდორს თავს რატომ არიდებ ხოლმე? – ჰკითხა ემიმ და ბრძნულად შეიკავა თავი: ჯოს შელახული იერი არ უხსნებია.
"Why do you always avoid Mr. Tudor?" asked Amy, wisely refraining from any comment upon Jo's dilapidated appearance.
206057.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– არ მომწონს: თავი მოაქვს, დებს ამცირებს, მამას ანერვიულებს და დედაზეც უპატივცემულოდ ლაპარაკობს.
Don't like him, he puts on airs, snubs his sisters, worries his father, and doesn't speak respectfully of his mother.
206058.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ჯერ ხომ ცივად დაუქნიე თავი, არადა ერთი წუთის წინ, მეტი რომ არ იქნებოდა, ისე თავაზიანად დაუკარი თავი და გაუღიმე ტომი ჩემბერლენს, რომლის მამასაც საბაყლო მაღაზია აქვს.
You gave him a cool nod, and just now you bowed and smiled in the politest way to Tommy Chamberlain, whose father keeps a grocery store.
206059.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
თავის დაქნევისა და თავის დაკვრისთვის ადგილები უნდა შეგენაცვლებინა და ყველაფერი კარგად იქნებოდა, – უსაყვედურა ემიმ.
"If you had just reversed the nod and the bow, it would have been right," said Amy reprovingly.
206060.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ტომი ღარიბია, მორიდებული, კეთილი და ძალიან ჭკვიანი.
Tommy is poor and bashful and good and very clever.