მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206061.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
კარგი თვალით ვუყურებ და მინდა დავანახვო, რომ ეგრეა, იმიტომ რომ ჯენტლმენია იმ საბაყლო ქაღალდის პაკეტების მიუხედავად.
I think well of him, and like to show that I do, for he is a gentleman in spite of the brown paper parcels.
206062.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– რა აზრი აქვს შენთან კამათს, – დაიწყო ემიმ.
"It's no use trying to argue with you," began Amy.
206063.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– არანაირი, საყვარელო, – შეაწყვეტინა ჯომ, – ჰოდა, მოდი, აქ ისე შევიდეთ, ვითომ შეხმატკბილებულები ვართ და ბარათი დავტოვოთ: კინგები, აშკარად შინ არ არიან და ეგ ამბავი გულით მახარებს.
"Not the least, my dear," interrupted Jo, "so let us look amiable, and drop a card here, as the Kings are evidently out, for which I'm deeply grateful".
206064.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– ახლა კი შინ წავიდეთ. რა უშავს, თუ პაპიდა მარჩს დღეს არ შევუვლით?!
Now let us go home, and never mind Aunt March today.
206065.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
როცა მოგვინდება, მაშინ შევირბენთ და მართლა საცოდაობაა, ამ მტვერში ვიწანწალოთ მორთულმოკაზმულებმა, მით უმეტეს, რომ დავიქანცეთ და გაღიზიანებულები ვართ.
We can run down there any time, and it's really a pity to trail through the dust in our best bibs and tuckers, when we are tired and cross.
206066.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
დაიხარე, კაპორიდან ნამცეცებს გადმოგიბერტყავ.
Stoop down, and let me take the crumbs off of your bonnet.
206067.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– რა კარგი გოგო ხარ, ემი! – თქვა ჯომ და თავისი დაჭმუჭნილი კაბიდან სინანულით სავსე მზერა დის კაბაზე გადაიტანა, რომელიც წინანდებურად სუფთა იყო და ერთი ლაქაც კი არ აჩნდა.
"What a good girl you are, Amy!" said Jo, with a repentant glance from her own damaged costume to that of her sister, which was fresh and spotless still.
206068.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– მე ერთი ხუშტურიანი დედაბერი ვარ და მუდამაც ვიქნები, მაგრამ იმას კი ვაღიარებ, რომ მართალი ხარ, ოღონდ მე ის უფრო მეადვილება, ადამიანისთვის თავი გავწირო, ვიდრე თავაზიანად მოვექცე, როცა გუნებაზე არა ვარ.
I'm a crotchety old thing, and always shall be, but I'm willing to own that you are right, only it's easier for me to risk my life for a person than to be pleasant to him when I don't feel like it.
206069.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
რა უბედურებაა, როცა კაცს ასე გამძაფრებული გაქვს სიმპათია-ანტიპათიები, არა?
It's a great misfortune to have such strong likes and dislikes, isn't it?
206070.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– მაგრამ მე მგონი, გოგომ სწორედაც რომ უნდა გამოამჟღავნოს, თუკი ახალგაზრდა კაცი არ მოსწონს, ამას კი სხვა რით იზამს, თუ არა ყოფაქცევით?
But I think girls ought to show when they disapprove of young men, and how can they do it except by their manners?
206071.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– მზეთუნახავები რომ ვიყოთ ან მდიდარი და გამოსული ქალები, იქნებ რამეც გამოგვსვლოდა, მაგრამ ახლა რომ ავდგეთ და იმ ახალგაზრდა ჯენტლმენებს ვუბღვიროთ, რომლებიც არ მოგვწონს, ხოლო იმათ ვუღიმოთ, რომლებიც მოგვწონს, ვერანაირ ზეგავლენასაც ვერ მოვახდენთ, მხოლოდ იმას იფიქრებენ ჩვენზე, უცნაურები და პურიტანები ყოფილანო და ეგ იქნება.
"If we were belles, or women of wealth and position, we might do something, perhaps, but for us to frown at one set of young gentlemen because we don't approve of them, and smile upon another set because we do, wouldn't have a particle of effect, and we should only be considered odd and puritanical".
206072.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– მაშ, მარტო იმიტომ უნდა მოვიწონოთ ის, რაც გვეჯავრება და იმიტომ ვუგოროთ კოჭი იმ ხალხს, რომლებსაც ვერ ვიტანთ, რომ მზეთუნახავები და მილიონერები არა ვართ?
So we are to countenance things and people which we detest, merely because we are not belles and millionaires, are we?
206073.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– კარგი, ახლა კი დაწყნარდი და ახალი იდეებით ნუ ააფორიაქებ პაპიდას.
"Well, compose yourself now, and don't worry Aunt with your new ideas".
206074.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– ვეცდები, მაგრამ მის გვერდით მუდამ გამორჩეულად კადნიერი სიტყვების ან რევოლუციური გრძნობების ფრქვევის სურვილი ამიტანს ხოლმე.
I'll try, but I'm always possessed to burst out with some particularly blunt speech or revolutionary sentiment before her.
206075.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ეგრე მიწერია და თავს ვერაფერს ვუხერხებ.
It's my doom, and I can't help it.
206076.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– მე კი – არა, – კატეგორიულად ჩაურთო ჯომ, – მეჯავრება, როცა ვინმე მმფარველობს, ჩესტერებს კი ჰგონიათ, დიდი პატივი დაგვდეს, თუკი იმ თავიანთ გაპრანჭულ ბაზრობაზე სამუშაოდ გაგვრიეს.
"I'm not," put in Jo decidedly. "I hate to be patronized, and the Chesters think it's a great favor to allow us to help with their highly connected fair".
206077.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
გამიკვირდა, რომ დათანხმდი, ემი. შენგან ხომ მარტო ის უნდათ, რომ იმუშაო.
I wonder you consented, Amy, they only want you to work.
206078.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– ძალიან სწორია და გონივრული.
Quite right and proper.
206079.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
მომდევნო შენიშვნით ჯომ რამდენიმე წლის სიამოვნება მოისპო და, ამასთან, ეს ამბავი გაკვეთილად გამოადგა ენაზე კბილის დაჭერის ხელოვნებაში.
By her next speech, Jo deprived herself of several years of pleasure, and received a timely lesson in the art of holding her tongue.
206080.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– მე კი არ მსიამოვნებს შემწეობა. ვითრგუნები და თავი მონა მგონია.
I don't like favors, they oppress and make me feel like a slave.