მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206081.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
მირჩევნია, ჩემს თავს მე თვითონ მივხედო და სულმთლად დამოუკიდებელი ვიყო.
I'd rather do everything for myself, and be perfectly independent.
206082.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– ქჰ! – ჩუმად ჩაახველა ბიცოლა კეროლმა და პაპიდა მარჩს გახედა.
"Ahem!" coughed Aunt Carrol softly, with a look at Aunt March.
206083.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– აკი გეუბნებოდი, – წაილაპარაკა პაპიდა მარჩმა და მრავალმნიშვნელოვნად დაუქნია თავი ბიცოლა კეროლს.
"I told you so," said Aunt March, with a decided nod to Aunt Carrol.
206084.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– ფრანგულად თუ ლაპარაკობ, ჩემო კარგო? – ჰკითხა ემის მისის კეროლმა და ხელზე ხელი დაადო.
"Do you speak French, dear?" asked Mrs. Carrol, laying a hand on Amy's.
206085.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– საკმაოდ კარგად. პაპიდა მარჩის მადლობელი ვარ: ესთერს ნება დართო, როცა მომინდება, მელაპარაკოს, – მიუგო ემიმ და ისეთი მადლიერი მზერა ესროლა პაპიდა მარჩს, რომ მოხუცებულ ქალბატონს გაეღიმა.
"Pretty well, thanks to Aunt March, who lets Esther talk to me as often as I like," replied Amy, with a grateful look, which caused the old lady to smile affably.
206086.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– შენ როგორღა გაქვს ენების საქმე? – ახლა ჯოს მიუბრუნდა მისის კეროლი.
"How are you about languages?" asked Mrs. Carrol of Jo.
206087.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– ერთი სიტყვაც არ ვიცი. გონებაჩლუნგი ვარ, ვერაფერს ვსწავლობ, ფრანგული კი მეჯავრება, ორაზროვანი, სულელური ენაა, – გაისმა მკვახე პასუხი.
"Don't know a word. I'm very stupid about studying anything, can't bear French, it's such a slippery, silly sort of language," was the brusque reply.
206088.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
მანდილოსნებმა კიდევ ერთხელ გადახედეს ერთმანეთს და პაპიდა მარჩმა ემის ჰკითხა: – ხომ გამოკეთდი და მოღონიერდი, საყვარელო? თვალები ხომ აღარ გაწუხებს?
Another look passed between the ladies, and Aunt March said to Amy, "You are quite strong and well now, dear, I believe? Eyes don't trouble you any more, do they?"
206089.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ძალიან კარგად ვარ და ამ ზამთარს ბევრი უნდა ვხატო, რომ მზად ვიყო რომისთვის, როცა ეგ ბედნიერი დრო დამიდგება.
I'm very well, and mean to do great things next winter, so that I may be ready for Rome, whenever that joyful time arrives.
206090.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
ღირსი ხარ იქ წასვლისა და დარწმუნებული ვარ, ოდესმე წახვალ კიდევაც, – და პაპიდა მარჩმა მოწონებით გადაუსვა თავზე ხელი, როცა ემიმ იატაკზე გაგორებული გორგალი მიაწოდა.
You deserve to go, and I'm sure you will some day," said Aunt March, with an approving pat on the head, as Amy picked up her ball for her.
206091.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 6
– ერთობ დაკვირვებული ფრინველია, – თქვა მოხუცებულმა მანდილოსანმა.
"Most observing bird," said the old lady.
206092.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ყველაფერი შეუფერხებლად მიდიოდა ბაზრობის გახსნის წინა დღემდე, მერე კი ერთი უსიამოვნება მოხდა, რის არიდებაც თითქმის შეუძლებელია, როცა ოცდახუთი ქალი, ბერი თუ ახალგაზრდა, თავ-თავისი ახირებითა და ურთიერთმტრობით, ერთად მუშაობას ცდილობს.
Everything went on smoothly till the day before the fair opened, then there occurred one of the little skirmishes which it is almost impossible to avoid, when some five-and-twenty women, old and young, with all their private piques and prejudices, try to work together.
206093.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მეი ჩესტერს ემის შურდა, რადგან ეს უკანასკნელი მასზე მეტი მოწონებით სარგებლობდა, თანაც სწორედ ამ დროს რამდენიმე უმნიშვნელო შემთხვევაც მოხდა, რამაც ეს გრძნობა კიდევ უფრო გაუმძაფრა.
May Chester was rather jealous of Amy because the latter was a greater favorite than herself, and just at this time several trifling circumstances occurred to increase the feeling.
206094.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ემის კალმითა და ტუშით შესრულებულმა ნახატებმა სრულიად დაჩრდილა მეის მოხატული ლარნაკები:
Amy's pen-and-ink work entirely eclipsed May's painted vases.
206095.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მერე, გულთამპყრობელი ტიუდორი ბოლოდროინდელ წვეულებაზე ემის ოთხჯერ ეცეკვა, მეის კი – მხოლოდ ერთხელ.
Then the all conquering Tudor had danced four times with Amy at a late party and only once with May.
206096.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ჩემო კარგო, გავარკვიე, რომ ბაზრობის მონაწილეები წინააღმდეგნი არიან, ეს მაგიდა ვინმე სხვას დავუთმო ჩემი ქალიშვილების გარდა.
I find, dear, that there is some feeling among the young ladies about my giving this table to anyone but my girls.
206097.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ყველაზე თვალშისაცემი მაგიდაა, როგორც ზოგიერთები ამბობენ, ყველაზე მიმზიდველიც, რაკი ისინი ამ ბაზრობის მთავარი მომწყობები არიან, აჯობებს, სწორედ მათ დაიკავონ ეს ადგილი.
As this is the most prominent, and some say the most attractive table of all, and they are the chief getters-up of the fair, it is thought best for them to take this place.
206098.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ვწუხვარ, თან ვიცი, ისე ხარ მოწადინებული ამ საქმის წარმატებაში, რომ საკუთარ მცირეოდენ იმედგაცრუებას არაფრად ჩააგდებ.
I'm sorry, but I know you are too sincerely interested in the cause to mind a little personal disappointment.
206099.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
გოგომ იგრძნო, ამ ამბის უკან რაღაც უნდა იმალებოდესო, მაგრამ რა – ვერ მიხვდა. ნაწყენმა, ისე რომ წყენა არც დაუმალავს, წყნარად ჰკითხა: – იქნებ გირჩევნიათ, რომ არცერთ მაგიდასთან არ ვიყო?
Amy felt that there was something behind this, but could not guess what, and said quietly, feeling hurt, and showing that she did, "Perhaps you had rather I took no table at all?"
206100.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ჩემო კარგო, გემუდარები, გულში წყენა არ ჩაიდო.
My dear, don't have any ill feeling, I beg.