მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206101.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მე თუ მკითხავ, აქაურობა სწორედ შენ შეგეფერება და მადლობელიც ვარ: ამდენი ეცადე და ასე გაალამაზე, მაგრამ ცხადია, კერძო სურვილები გვერდზე უნდა გადავდოთ, მე თვითონ მივაქცევ ყურადღებას, რომ სადმე კარგი ადგილი გერგოს.
I think it very appropriate to you, and feel very grateful for your efforts to make it so pretty, but we must give up our private wishes, of course, and I will see that you have a good place elsewhere.
206102.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– მეტადრე ჯენტლმენებს, – დაუმატა მეიმ.
"Especially to gentlemen," added May.
206103.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ბრაზი მოერია, აწითლდა, მაგრამ სხვაგვარად არ შეიმჩნია ეს ბავშვური სარკაზმი და მოულოდნელად გულთბილად უპასუხა:
She colored angrily, but took no other notice of that girlish sarcasm, and answered with unexpected amiability...
206104.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– როგორც გენებოთ, ისე იყოს, მისის ჩესტერ. ამწუთშივე ავდგები აქედან და ყვავილებს მივხედავ, თუ გინდათ.
"It shall be as you please, Mrs. Chester. I'll give up my place here at once, and attend to the flowers, if you like".
206105.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– შეგიძლია, შენი ნამუშევრები შენს მაგიდაზე გადაიტანო, თუ გირჩევნია, – დაიწყო მეიმ, რადგან ცოტა არ იყოს, სინდისმა შეაწუხა ლამაზი სადგარების, გაფერადებული ნიჟარებისა და მიმზიდველი ნახატების დანახვაზე, რომლებიც გულდაგულ დაემზადებინა ემის და კოხტად დაელაგებინა.
"You can put your own things on your own table, if you prefer," began May, feeling a little conscience-stricken, as she looked at the pretty racks, the painted shells, and quaint illuminations Amy had so carefully made and so gracefully arranged.
206106.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მეიმ ეს სიტყვები კეთილი გულით უთხრა, ემიმ კი მცდარად გაიგო და მაშინვე უპასუხა:
She meant it kindly, but Amy mistook her meaning, and said quickly...
206107.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– რა თქმა უნდა, თუკი გიშლის, – აჩქარებით მოხვეტა თავისი ავლადიდება, წინსაფარში ჩაიყარა და წავიდა იმ შეგრძნებით, რომ უპატიებელი შეურაცხყოფა მიაყენეს მას და მის ნამუშევრებს.
"Oh, certainly, if they are in your way," and sweeping her contributions into her apron, pell-mell, she walked off, feeling that herself and her works of art had been insulted past forgiveness.
206108.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ნეტავი რად გთხოვე, დაელაპარაკე-მეთქი, დედა, – თქვა მეიმ და უნუგეშოდ დააცქერდა თავის მაგიდაზე დარჩენილ ცარიელ ადგილებს.
I wish I hadn't asked you to speak, Mama," said May, looking disconsolately at the empty spaces on her table.
206109.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
გვიანი იყო და დაიღალა.
It was late, and she was tired.
206110.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ყველანი თავ-თავის საქმეებს აგვარებდნენ და მისახმარებლად არავის ეცალა, პატარა გოგონებიც მხოლოდ ხელს უშლიდნენ, ფაციფუცობდნენ და ქოთქოთებდნენ, როგორც კაჭკაჭების გუნდი, უგერგილოდ ცდილობდნენ, სანიმუშო წესრიგი დაემყარებინათ და სინამდვილეში უფრო აურ-დაურიეს იქაურობა.
Everyone was too busy with their own affairs to help her, and the little girls were only hindrances, for the dears fussed and chattered like so many magpies, making a great deal of confusion in their artless efforts to preserve the most perfect order.
206111.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ემიმ ნაძვის ტოტებით მორთული თაღი აღმართა და როცა ზედ კალათები ჩამოკიდა და ყვავილებით აავსო, თაღი აყანყალდა და ლამის იყო, თავზე დაემხო.
The evergreen arch wouldn't stay firm after she got it up, but wiggled and threatened to tumble down on her head when the hanging baskets were filled.
206112.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
საღამოს, შინ რომ მივიდა და მოჰყვა, რაც გადახდა, ყველანი ერთიანად აღშფოთდნენ.
There was great indignation at home when she told her story that evening.
206113.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
დედამ თქვა, სამარცხვინო ამბავია, მაგრამ სწორად მოქცეულხარო.
Her mother said it was a shame, but told her she had done right.
206114.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ბეთმა გამოაცხადა, ემის ადგილზე ფეხსაც არ მივადგამდი ბაზრობაზეო, ჯომ კი მიახალა, წამოგეღო შენი ლამაზი ნამუშევრებიო.
Beth declared she wouldn't go to the fair at all, and Jo demanded why she didn't take all her pretty things.
206115.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მეჯავრება ეს და მართალია, სრული უფლება მაქვს, მწყინდეს, მაინც არ ვაპირებ, რამე შევიმჩნიო.
I hate such things, and though I think I've a right to be hurt, I don't intend to show it.
206116.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ამით უფრო ვაგრძნობინებ, რომ ნაწყენი ვარ, ვიდრე ბრაზიანი სიტყვითა და გაღიზიანებული საქციელით, არა, დე?
They will feel that more than angry speeches or huffy actions, won't they, Marmee?
206117.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მეორე დღის განმავლობაში ემიმ ბევრჯერ შეიკავა თავი, ბუნებრივ ცდუნებას არ აჰყვა და ერთგული დარჩა თავისი გადაწყვეტილებისა – სიკეთით ეჯობნა მტრისთვის.
In spite of various very natural temptations to resent and retaliate, Amy adhered to her resolution all the next day, bent on conquering her enemy by kindness.
206118.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
კარგად დაიწყო იმ მდუმარე შეხსენების წყალობით, რომელიც მოულოდნელად, თუმცა კი ძალზე დროულად მიიღო.
She began well, thanks to a silent reminder that came to her unexpectedly, but most opportunely.
206119.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
სანამ პატარა გოგონები ვესტიბიულში კალათებში ყვავილებს აწყობდნენ, იგი მაგიდაზე თავის ნაკეთობათა დალაგებას შეუდგა, აიღო ყველაზე საყვარელი ნამუშევარი – მომცრო წიგნი, რომლის ძველებურ ყდას მამა წააწყდა თავის საგანძურში და რომლის პერგამენტის ფურცლებიც მან ლამაზად შეამკო სხვადასხვა ტექსტით.
As she arranged her table that morning, while the little girls were in the anteroom filling the baskets, she took up her pet production, a little book, the antique cover of which her father had found among his treasures, and in which on leaves of vellum she had beautifully illuminated different texts.
206120.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
როცა სრულიად მისატევებელი სიამაყით ფურცლავდა მოხდენილი ემბლემებით შემკულ გვერდებს, ერთი ტაეპი მოხვდა თვალში, რომელმაც შეაყოვნა და დააფიქრა.
As she turned the pages rich in dainty devices with very pardonable pride, her eye fell upon one verse that made her stop and think.