მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206121.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
უნებლიე მოძღვრები ყოველდღიურად გვიკითხავენ ბრძნულ და ჭეშმარიტ ქადაგებებს ქუჩაში, სკოლაში, სამსახურსა თუ სახლში.
Many wise and true sermons are preached us every day by unconscious ministers in street, school, office, or home.
206122.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
იმ ტაეპზე დაყრდნობით, ემის სინდისმაც იქვე წაუკითხა ემის მოკლე ქადაგება და მანაც ისა ქნა, რასაც ბევრი ჩვენგანი მუდამ ვერ ახერხებს – ქადაგება გულთან მიიტანა და მაშინვე ხორცი შეასხა.
Amy's conscience preached her a little sermon from that text, then and there, and she did what many of us do not always do, took the sermon to heart, and straightway put it in practice.
206123.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მეის მაგიდასთან გოგონები შეჯგუფულიყვნენ, ლამაზ ნივთებს ათვალიერებდნენ და გამყიდველების გადაადგილებაზე მასლაათობდნენ.
A group of girls were standing about May's table, admiring the pretty things, and talking over the change of saleswomen.
206124.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ხმას დაუწიეს, მაგრამ ემიმ იცოდა, რომ მასზე ლაპარაკობდნენ მას მერე, რაც ერთ მხარეს მოუსმინეს და მოსმენილის შესატყვისი დასკვნა გამოჰქონდათ.
They dropped their voices, but Amy knew they were speaking of her, hearing one side of the story and judging accordingly.
206125.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
არ ესიამოვნა, მაგრამ კეთილი განზრახვით იყო აღსავსე და ცოტა ხანში ამის დამტკიცების შემთხვევაც მიეცა.
It was not pleasant, but a better spirit had come over her, and presently a chance offered for proving it.
206126.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მოესმა, რომ მეიმ დაღონებით თქვა:
She heard May say sorrowfully...
206127.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– რა ცუდია, რომ სხვა ნივთების დამზადების დრო არ არის და არც ის მინდა, ცარიელი ადგილები ხარახურით შევავსო.
It's too bad, for there is no time to make other things, and I don't want to fill up with odds and ends.
206128.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მაგიდას დასრულებული იერი ჰქონდა, ახლა კი რაღად ვარგა!
The table was just complete then. Now it's spoiled.
206129.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– მე მგონი, რომ სთხოვო, დაგიბრუნებს, – ურჩია ვიღაცამ.
"I dare say she'd put them back if you asked her," suggested someone.
206130.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– იმ ამბის მერე როგორღა ვთხოვო? – დაიწყო მეიმ, მაგრამ დამთავრება ვერ მოასწრო, რომ დარბაზის მეორე კუთხიდან ემის თავაზიანი სიტყვები გაისმა:
"How could I after all the fuss?" began May, but she did not finish, for Amy's voice came across the hall, saying pleasantly...
206131.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– შეგიძლია, წაიღო, თუკი გინდა, ნებართვასაც კი ნუ მთხოვ.
You may have them, and welcome, without asking, if you want them.
206132.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ისედაც ვფიქრობდი, დავუბრუნო-მეთქი: შენს მაგიდას უფრო უხდება, ვიდრე ჩემსას.
I was just thinking I'd offer to put them back, for they belong to your table rather than mine.
206133.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ჰოდა, აიღე და მაპატიე, თუკი გუშინ საღამოს ვიჩქარე და წავიღე.
Here they are, please take them, and forgive me if I was hasty in carrying them away last night.
206134.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ამ სიტყვებით ემიმ დააბრუნა თავისი ნამუშევრები, თავი დაუქნია მეის, გაუღიმა და აჩქარებით წავიდა თავისი ადგილისკენ, რადგან იგრძნო, რომ მეგობრული ჟესტის გაკეთება უფრო ეადვილა, ვიდრე ის, რომ დარჩენილიყო და მადლობა მოესმინა.
As she spoke, Amy returned her contribution, with a nod and a smile, and hurried away again, feeling that it was easier to do a friendly thing than it was to stay and be thanked for it.
206135.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– რა კარგი ქნა, არა? თქვენ რას იტყვით? – წამოიძახა ერთმა გოგომ.
"Now, I call that lovely of her, don't you?" cried one girl.
206136.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
იცოდა, რომ თავისი მაგიდიდან მაინც ვერ გაეყიდებოდა.
She knew she wouldn't sell them at her own table.
206137.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
როცა მცირე მსხვერპლს გავიღებთ ხოლმე, გვინდა, სხვა თუ არაფერი, დაგვიფასონ მაინც და წამით ემიმ ინანა, ეს რა ვქენიო და იგრძნო, რომ სიკეთის ჯილდო მუდამ როდია თავად სიკეთე!
When we make little sacrifices we like to have them appreciated, at least, and for a minute Amy was sorry she had done it, feeling that virtue was not always its own reward.
206138.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
გუნება გამოუკეთდა, მარჯვე ხელების წყალობით მისი მაგიდა თვალდათვალ გამშვენიერდა, გოგონებიც კეთილად ექცეოდნენ და იმ პატარა ნაბიჯმა, თითქოს, საკვირველად დაწმინდა ატმოსფერო.
Her spirits began to rise, and her table to blossom under her skillful hands, the girls were very kind, and that one little act seemed to have cleared the atmosphere amazingly.
206139.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ის დღე ემისთვის ძალიან გაჭიანურდა და მძიმეც გამოდგა. უჯდა თავის მაგიდას, ხშირად მთლად მარტო, რადგან პატარა გოგონებმა მალევე მიატოვეს.
It was a very long day and a hard one for Amy, as she sat behind her table, often quite alone, for the little girls deserted very soon.
206140.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
დარბაზში ყველაზე მიმზიდველი ხელოვნების ნიმუშთა მაგიდა იყო.
The art table was the most attractive in the room.