მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206141.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მთელი დღე ხალხი ეხვია და ასისტენტები გაუჩერებლად მიქროდ-მოქროდნენ, მედიდური იერი ედოთ და ყულაბებში მონეტებს აჩხრიალებდნენ.
There was a crowd about it all day long, and the tenders were constantly flying to and fro with important faces and rattling money boxes.
206142.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
შინ საღამომდე არ წასულა და როცა მივიდა, ისეთი ფერწასული და მდუმარე იყო, რომ ყველანი მიხვდნენ, რა მძიმე დღეც გამოევლო, თუმცა თვითონ არ დაუჩივლია და ისიც კი არ უთქვამს, რაც გააკეთა.
She did not go home till night, and then she looked so pale and quiet that they knew the day had been a hard one, though she made no complaint, and did not even tell what she had done.
206143.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ბეთი ჩაცმაში მიეხმარა და თავზე დასადგმელად მომხიბლავი გვირგვინიც დაუწნა, ჯო კი, მთელი ოჯახის გასაოცრად, დიდი მონდომებით გამოეწყო და ბუნდოვნად დაიბარა, ვიღაცები მაგიდებს ისევ გაცვლიანო.
Beth helped her dress, and made a charming little wreath for her hair, while Jo astonished her family by getting herself up with unusual care, and hinting darkly that the tables were about to be turned.
206144.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– მე მხოლოდ იმას ვაპირებ, რომ ვისაც კი ვიცნობ, ყველას მომაჯადოებელი თავაზიანობით მოვექცე და, რაც შეიძლება, დიდხანს გავაჩერო შენს კუთხეში.
I merely intend to make myself entrancingly agreeable to every one I know, and to keep them in your corner as long as possible.
206145.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ტედი და მისი ბიჭებიც ხელს შემიწყობენ და კარგ დროს გავატარებთ, – მიუგო ჯომ და ლორის მოლოდინში ჭიშკარს გადაეყუდა.
"Teddy and his boys will lend a hand, and we'll have a good time yet." returned Jo, leaning over the gate to watch for Laurie.
206146.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ჩემი ბიჭია?
"Is that my boy?"
206147.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– მაშ! ეს კი ჩემი გოგო! – და ლორიმ ისეთი კმაყოფილებით გამოიდო მკლავში მისი ხელი, თითქოს ყველა ნატვრა აუსრულდაო.
"As sure as this is my girl!" and Laurie tucked her hand under his arm with the air of a man whose every wish was gratified.
206148.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ემი ამბობს, ყვავილები არაფრად ვარგა და ახლები, ვაითუ, დროზე არ მოიტანონო.
"The flowers are not at all nice, Amy says, and the fresh ones may not arrive in time.
206149.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
არ მინდა უსამართლო ან ეჭვიანი გამოვჩნდე, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ საერთოდაც არ მოიტანენ.
I don't wish to be unjust or suspicious, but I shouldn't wonder if they never came at all.
206150.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
როცა ადამინები ერთ სისაძაგლეს კადრულობენ, არც მეორეზე დაიხევენ უკან, – ზიზღით შენიშნა ჯომ.
When people do one mean thing they are very likely to do another," observed Jo in a disgusted tone.
206151.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ჰეისს არ მოუცია ჩვენი ორანჟერეის საუკეთესო ყვავილები? ნათქვამი მქონდა.
"Didn't Hayes give you the best flowers out of our gardens? I told him to".
206152.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– არ ვიცოდი. ალბათ, დაავიწყდა და რახან პაპაშენი შეუძლოდ იყო, აღარ ვთხოვე, არ შევაწუხო-მეთქი, არადა მინდოდა.
"I didn't know that, he forgot, I suppose, and, as your grandpa was poorly, I didn't like to worry him by asking, though I did want some."
206153.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– რას ამბობ, ჯო! მაგას რა თხოვნა უნდოდა?
Now, Jo, how could you think there was any need of asking?
206154.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ისისინი შენიც ისეა, როგორც ჩემი.
They are just as much yours as mine.
206155.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ჩვენ ხომ ყველაფერს შუაზე ვიყოფთ, ეგრე არ არის? – ისეთი ტონით დაიწყო ლორიმ, რომლის გაგონებაზე ჯო მუდამ ეკლებს გამოისხამდა ხოლმე.
"Don't we always go halves in everything?" began Laurie, in the tone that always made Jo turn thorny.
206156.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
შენი ზოგი ნივთის ნახევარი არაფერში გამომადგებოდა, მაგრამ რა დროს აქ დგომა და არშიყობაა!
Half of some of your things wouldn't suit me at all. But we mustn't stand philandering here.
206157.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– წადი, ტედი, არა მცალია.
Go away, Teddy, I'm busy.
206158.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მერე სრული შემადგენლობით გამოჩნდა მარჩების ოჯახი და ჯომ მოწადინებით იწყო თავისი მიზნის აღსრულება, რის წყალობით ხალხი არა მხოლოდ მიდიოდა მაგიდასთან, არამედ რჩებოდა კიდეც: იცინოდნენ მის ოხუნჯობაზე, აღტაცებაში მოდიოდნენ ემის გემოვნებით და, აშკარად, მშვენიერ დროს ატარებდნენ.
Then the March family turned out en masse, and Jo exerted herself to some purpose, for people not only came, but stayed, laughing at her nonsense, admiring Amy's taste, and apparently enjoying themselves very much.
206159.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ჯო სანიმუშოდ იქცეოდა და როცა ემის წარმატებით შემოარტყა გარს საპატიო ყარაული, დარბაზი მიიარ-მოიარა, აქა-იქ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკს მოჰკრა ყური და მიხვდა, რამაც შეუცვალა გუნება ჩესტერებს.
Jo behaved herself with exemplary propriety, and when Amy was happily surrounded by her guard of honor, Jo circulated about the Hall, picking up various bits of gossip, which enlightened her upon the subject of the Chester change of base.
206160.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
თავის თავს უსაყვედურა, ეს მტრობა ჩემი ბრალიც არისო და გადაწყვიტა, რაც შეიძლება მალე გაემართლებინა ემი.
She reproached herself for her share of the ill feeling and resolved to exonerate Amy as soon as possible.