მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206161.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ისიც გაიგო, რომ ემის თავისი ნამუშევრები დაებრუნებინა და გაიფიქრა, დიდსულოვნების განსახიერებააო.
She also discovered what Amy had done about the things in the morning, and considered her a model of magnanimity.
206162.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მხატვრულ ნაკეთობათა მაგიდას რომ ჩაუარა, დახედა, ემის ნამუშევრებს ეძებდა, მაგრამ ერთიც ვერ დაინახა.
As she passed the art table, she glanced over it for her sister's things, but saw no sign of them.
206163.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– საღამო მშვიდობისა, მის ჯო. ემი რას შვრება? – შემრიგებლურად ჰკითხა მეიმ, რადგან უნდოდა ეჩვენებინა, მეც შემიძლია კეთილშობილებაო.
"Good evening, Miss Jo. How does Amy get on?" asked May with a conciliatory air, for she wanted to show that she also could be generous.
206164.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ყველაფერი გაყიდა, რის გაყიდვაც ღირდა და ახლა ერთობა.
She has sold everything she had that was worth selling, and now she is enjoying herself.
206165.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ხომ იცი, ყვავილების მაგიდა მუდამ იზიდავს მყიდველებს, მეტადრე ჯენტლმენებს.
The flower table is always attractive, you know, "especially to gentlemen".
206166.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– თავი ვერ შეიკავა ჯომ და უკბინა, მაგრამ მეიმ ისე თვინიერად მიიღო ეს ნაკბენი, რომ ჯომ მაშინვე ინანა და ქება-დიდება შეასხა დიდ ვაზებს, რომლებიც გაუყიდავი დარჩენილიყო.
Jo couldn't resist giving that little slap, but May took it so meekly she regretted it a minute after, and fell to praising the great vases, which still remained unsold.
206167.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ემის მინიატურები არ დარჩენილა? მინდა, მამას ვუყიდო, – თქვა ჯომ, რადგან ერთი სული ჰქონდა გაეგო, რა ბედი ეწია მისი დის ნამუშევრებს.
"Is Amy's illumination anywhere about? I took a fancy to buy that for Father," said Jo, very anxious to learn the fate of her sister's work.
206168.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ემის ნამუშევრები რა ხანია, გაიყიდა.
"Everything of Amy's sold long ago.
206169.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
კმაყოფილი ჯო ამ ამბის სათქმელად ყვავილების მაგიდასთან მიქანდა, ემიც გრძნობამორეული და გაკვირვებული დარჩა, როცა მეის სიტყვებისა და ქცევის ანგარიში მოისმინა.
Much gratified, Jo rushed back to tell the good news, and Amy looked both touched and surprised by the report of May's word and manner.
206170.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ახლა კი, ბატონებო, მინდა წახვიდეთ და სხვა მაგიდებთანაც ისე გულუხვად შეასრულოთ თქვენი ვალი, როგორც აქ შეასრულეთ, მეტადრე – მხატვრულ ნაკეთობათა მაგიდასთან, – დავალება მისცა ჯომ „ტედის რაზმს“: ასე ეძახდნენ გოგონები მის უნივერსიტეტელ მეგობრებს.
"Now, gentlemen, I want you to go and do your duty by the other tables as generously as you have by mine, especially the art table," she said, ordering out "Teddy's own", as the girls called the college friends.
206171.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– „ეკვეთე, ჩესტერ, ეკვეთე-მეთქი!“ აი, იმ მაგიდის დევიზი. შეასრულეთ თქვენი კაცური ვალი და ფულის სანაცვლოდ ხელოვნების პატრონები გახდებით ამ სიტყვის ყოველნაირი გაგებით! – შესძახა დაუცხრომელმა ჯომ, როცა მისი ერთგული ფალანგა სალაშქროდ ემზადებოდა.
"'Charge, Chester, charge!' is the motto for that table, but do your duty like men, and you'll get your money's worth of art in every sense of the word," said the irrepressible Jo, as the devoted phalanx prepared to take the field.
206172.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ვაზები იყიდე, – წასჩუჩულა ემიმ ლორის.
"Buy the vases," whispered Amy to Laurie.
206173.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მეის გასახარად, ლორიმ არა მარტო იყიდა ვაზები, არამედ თითო-თითოდ ამოიჩარა იღლიებში და ასე გაიარ-გამოიარა დარბაზში.
To May's great delight, Mr. Laurence not only bought the vases, but pervaded the hall with one under each arm.
206174.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
დანარჩენმა ჯენტლმენებმაც ასეთივე ფათაფუთით დაიტაცეს ნაირნაირი მყიფე წვრილ-წვრილი ნივთი და მერე უილაჯოდ დაბორიალებდნენ ცვილის ყვავილებით, მოხატული მარაოებით, ჭვირნიშნიანი ქაღალდის საქაღალდეებითა და სხვა საჭირო და გამოსადეგი ნავაჭრით დატვირთულები.
The other gentlemen speculated with equal rashness in all sorts of frail trifles, and wandered helplessly about afterward, burdened with wax flowers, painted fans, filigree portfolios, and other useful and appropriate purchases.
206175.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ბიცოლა კეროლიც იქ იყო, მთელი ეს ისტორია მოისმინა, კმაყოფილი დარჩა და მისის მარჩს ჩუმად უთხრა რაღაც, რის გაგონებაზეც ამ უკანასკნელს სიხარულით სახე გაუბრწყინდა და მღელვარებანარევი სიამაყით მიაქცერდა ემის, თუმცა თავისი სიხარულის მიზეზი რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაუმხელია.
Aunt Carrol was there, heard the story, looked pleased, and said something to Mrs. March in a corner, which made the latter beam with satisfaction, and watch Amy with a face full of mingled pride and anxiety, though she did not betray the cause of her pleasure till several days later.
206176.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
გამოაცხადეს, ბაზრობამ წარმატებით ჩაიარაო და როცა მეი ემის ემშვიდობებოდა, ჩვეულებისამებრ გრძნობების ფრქვევას როდი მოჰყოლია: მხოლოდ ალერსიანად აკოცა და ისე შეხედა, თითქოს ეუბნებოდა, მაპატიე და დაივიწყეო.
The fair was pronounced a success, and when May bade Amy goodnight, she did not gush as usual, but gave her an affectionate kiss, and a look which said "forgive and forget".
206177.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ემი კმაყოფილი დარჩა, შინ მისულს კი ვაზები სასტუმრო ოთახის ბუხრის თავზე ჩამწკრივებული დაუხვდა, შიგ დიდრონი თაიგულები ელაგა.
That satisfied Amy, and when she got home she found the vases paraded on the parlor chimney piece with a great bouquet in each.
206178.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ჯილდო დიდსულოვან მარჩს! – დიდი ამბით გამოაცხადა ლორიმ.
"The reward of merit for a magnanimous March," as Laurie announced with a flourish.
206179.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– იმაზე პრინციპული, დიდსულოვანი და კეთილშობილი ყოფილხარ, ვიდრე წარმოვიდგენდი, ემი.
You've a deal more principle and generosity and nobleness of character than I ever gave you credit for, Amy.
206180.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მშვენივრად მოიქეცი და მთელი გულით გაფასებ, – თბილად უთხრა ჯომ, როცა გვიან საღამოს ორივენი ერთად ივარცხნიდნენ თმას.
"You've behaved sweetly, and I respect you with all my heart," said Jo warmly, as they brushed their hair together late that night.