მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206181.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ალბათ, რა ძნელი იქნებოდა, ემი: შენ ხომ ბევრი იშრომე და გინდოდა შენ თვითონვე გაგეყიდა შენი ლამაზი ნაკეთობები.
It must have been dreadfully hard, after working so long and setting your heart on selling your own pretty things.
206182.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მე, ალბათ, შენნაირ სიკეთეს ვერ გამოვიჩენდი, – დაამატა ბეთმა თავისი ბალიშიდან.
"I don't believe I could have done it as kindly as you did," added Beth from her pillow.
206183.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
როცა ვამბობ, მინდა ნამდვილი ლედი ვიყო-მეთქი, დამცინით, მაგრამ მე სინამდვილეში კეთილშობილ სულსა და ყოფაქცევას ვგულისხმობ და რაც შემიძლია, ვისწრაფვი მაგ მიზნისკენ.
You laugh at me when I say I want to be a lady, but I mean a true gentlewoman in mind and manners, and I try to do it as far as I know how.
206184.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ზუსტად ვერ აგიხსნით, მაგრამ მინდა იმ პატარ-პატარა სიმდაბლეებზე, სისულელეებსა და შეცდომებზე მაღლა ვიდგე, რაც ამდენ ქალს წაახდენს ხოლმე.
I can't explain exactly, but I want to be above the little meannesses and follies and faults that spoil so many women.
206185.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ჯერჯერობით შორს ვარ ამ მიზნისგან, მაგრამ ცდას არ ვაკლებ და იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ისეთი გავხდები, როგორიც დედაა.
I'm far from it now, but I do my best, and hope in time to be what Mother is.
206186.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ემი დამაჯერებლად ლაპარაკობდა, ჯომ გულში ჩაიკრა და გულიანად უთხრა: – ახლა კი მივხვდი, რასაც გულისხმობ და ჩემს დღეში აღარ დაგცინებ.
Amy spoke earnestly, and Jo said, with a cordial hug, "I understand now what you mean, and I'll never laugh at you again".
206187.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
იმაზე სწრაფად მიდიხარ წინ, ვიდრე გგონია და მეც შენგან ვისწავლი ნამდვილ თავაზიანობას, იმიტომ რომ ვატყობ, შენ უკვე ჩასწვდომიხარ მის მთავარ საიდუმლოს.
You are getting on faster than you think, and I'll take lessons of you in true politeness, for you've learned the secret, I believe.
206188.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ასე გააგრძელე, საყვარელო; ერთ დღესაც გერგება ჯილდო და ჩემზე მეტად არავის გაუხარდება.
Try away, deary, you'll get your reward some day, and no one will be more delighted than I shall.
206189.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ერთ კვირაში ემის მართლაც ერგო ჯილდო და საბრალო ჯოს ძალზე გაუჭირდა, გახარებოდა.
A week later Amy did get her reward, and poor Jo found it hard to be delighted.
206190.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ბიცოლა კეროლი იმ თვეში უცხოეთში მიდის და... – მეც მივყავარ! – შეაწყვეტინა ჯომ და თავშეუკავებელი აღტაცებით წამოხტა ზეზე.
"Aunt Carrol is going abroad next month, and wants..." "Me to go with her!" burst in Jo, flying out of her chair in an uncontrollable rapture.
206191.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– არა, ჩემო კარგო, შენ კი არა, ემი.
"No, dear, not you. It's Amy."
206192.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– დე! ის პატარაა, ჯერ ჩემი ჯერია.
Mother! She's too young, it's my turn first.
206193.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
რა ხანია, მინდა... იქ წასვლა ბევრ სიკეთეს მომიტანს და საერთოდაც მშვენიერი იქნება... მე უნდა წავიდე!
I've wanted it so long. It would do me so much good, and be so altogether splendid. I must go!
206194.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ბიცოლამ გადაჭრით თქვა, ემიო და ჩვენ ხომ ვერ ვუკარნახებთ, როცა ასეთ სიკეთეს გვთავაზობს.
Aunt says Amy, decidedly, and it is not for us to dictate when she offers such a favor.
206195.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
უსამართლობაა! ოჰ, რა უსამართლობაა! – ბრაზით წამოიყვირა ჯომ.
"It isn't fair, oh, it isn't fair!" cried Jo passionately.
206196.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– მე მგონი, ნაწილობრივ შენი ბრალია, ჩემო კარგო.
I'm afraid it's partly your own fault, dear.
206197.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ბიცოლამ იმ დღეს შემომჩივლა შენზე, ცოტა უკმეხი და თავნებააო; აი, წერილშიც, ამბობს – და მგონი, შენს სიტყვებს იმეორებს – „ თავიდან ჯო მყავდა გუნებაში, მაგრამ რახან „სიკეთე ტვირთად აწვება“ და „ფრანგულს ვერ იტანს“, ალბათ ვერ გავბედავ, რომ მივიპატიჟო, დაგვემგზავრე-მეთქი.
When Aunt spoke to me the other day, she regretted your blunt manners and too independent spirit, and here she writes, as if quoting something you had said—"I planned at first to ask Jo, but as 'favors burden her", and she "hates French", I think I won't venture to invite her.
206198.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ემი უფრო დამჯერია, ფლოს კარგ ამხანაგობას გაუწევს და მადლობელი იქნება იმ სიკეთისა, რასაც ეს მოგზაურობა მოუტანს.
Amy is more docile, will make a good companion for Flo, and receive gratefully any help the trip may give her.
206199.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ოჰ, ჩემო ენავ, ჩემო საზიზღარო ენავ! რატომ ვერ ვისწავლე, რომ კბილი დაგაჭირო? – ამოიგმინა ჯომ და გაახსენდა ის სიტყვები, რამაც დაღუპა.
"Oh, my tongue, my abominable tongue! Why can't I learn to keep it quiet?" groaned Jo, remembering words which had been her undoing.
206200.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
როცა მისის მარჩმა მოისმინა მისი განმარტება, თუ რა მიზეზით ითქვა წერილში მოყვანილი ციტატები, დაღონებით თქვა:
When she had heard the explanation of the quoted phrases, Mrs. March said sorrowfully...