მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206201.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ძალიანაც მინდა, რომ შენ მიდიოდე, მაგრამ ამჯერად არანაირი იმედი არ არის, ჰოდა, ეცადე, მხიარულად გადაიტანო და ემის საყვედურით ან წუწუნით არ წაუხდინო სიამოვნება.
"I wish you could have gone, but there is no hope of it this time, so try to bear it cheerfully, and don't sadden Amy's pleasure by reproaches or regrets".
206202.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ვეცდები, – წაილაპარაკა ჯომ, გამალებით აახამხამა თვალები და ჩაიჩოქა, რომ წეღანდელი წამოხტომისას კალთიდან ჩამოვარდნილი და არეულ-დარეული ხელსაქმის კალათა ჩაელაგებინა.
"I'll try," said Jo, winking hard as she knelt down to pick up the basket she had joyfully upset.
206203.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ჯო, ჩემო კარგო, ძალიან ეგოისტი ვარ, მაგრამ უშენოდ ვერ გავძლებ და მიხარია, რომ ჯერ არ მიდიხარ, – წასჩურჩულა ბეთმა და კალათიანად ჩაიკრა გულში ისე ღონივრად და ისეთი ალერსიანი გამომეტყველებით, რომ ჯომ ცოტა მხნედ იგრძნო თავი იმის მიუხედავად, რომ მწარედ ნანობდა თავის საქციელს, უნდოდა, თავისი თავისთვის კარგა გემრიელად აეწია ყურები და მორჩილად ეთხოვა ბიცოლა კეროლისთვის, დამტვირთეთ თქვენი სიკეთით და ნახავთ, რა მადლიერად ვატარებ ამ ტვირთსაო.
"Jo, dear, I'm very selfish, but I couldn't spare you, and I'm glad you are not going quite yet," whispered Beth, embracing her, basket and all, with such a clinging touch and loving face that Jo felt comforted in spite of the sharp regret that made her want to box her own ears, and humbly beg Aunt Carrol to burden her with this favor, and see how gratefully she would bear it.
206204.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ემი რომ შემოვიდა, ჯომ იმდენი ქნა, რომ მოახერხა, ოჯახის ზეიმს შეერთებოდა, იქნებ ისე გულით ვერა, როგორც სჩვეოდა, მაგრამ ემის იღბალზე დრტვინვა მაინც არ დაუწყია.
By the time Amy came in, Jo was able to take her part in the family jubilation, not quite as heartily as usual, perhaps, but without repinings at Amy's good fortune.
206205.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ჩემთვის ეს მხოლოდ გასართობი მოგზაურობა არ არის, გოგოებო, – შთამბეჭდავად თქვა მან.
"It isn't a mere pleasure trip to me, girls," she said impressively.
206206.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– მაშინ ჩამოვალ და ხატვის მასწავლებლობით ვირჩენ თავს, – ფილოსოფოსის სიმშვიდით მიუგო დიდების მაძიებელმა.
"Then I shall come home and teach drawing for my living," replied the aspirant for fame, with philosophic composure.
206207.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
შენ მძიმე შრომას ვერ იტან. ვინმე მდიდარ კაცს გაჰყვები და მთელ სიცოცხლეს ფუფუნებაში გაატარებ, – მიუგო ჯომ.
"You hate hard work, and you'll marry some rich man, and come home to sit in the lap of luxury all your days," said Jo.
206208.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ჰმ! – თქვა ჯომ და ამოიხვნეშა, – თუ გინდა, ეგრეც მოხდება, იმიტომ რომ შენ მუდამ გისრულდება სურვილი, მე კი – არასოდეს.
"Hum!" said Jo, with a sigh. "If you wish it you'll have it, for your wishes are always granted—mine never."
206209.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– გინდოდა წასვლა? – ჰკითხა ემიმ და ფიქრიანად დაისვა ცხვირზე დანა.
"Would you like to go?" asked Amy, thoughtfully patting her nose with her knife.
206210.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– ჰოდა, ერთ-ორ წელიწადში დაგპატიჟებ: ერთად გავთხაროთ ფორუმი, სიძველეები ვეძებოთ და რა გეგმებიც კი ამდენჯერ დაგვიწყვია, ყველას შევასხათ ხორცი.
"Well, in a year or two I'll send for you, and we'll dig in the Forum for relics, and carry out all the plans we've made so many times".
206211.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
გაგახსენებ მაგ დაპირებას, როცა ბედნიერი დღე გაგითენდება, თუკი გაგითენდა, – გაეპასუხა ჯო და, რაც შეეძლო, მადლიერებით მიიღო დის ბუნდოვანი, თუმცა კი დიდებული წინადადება.
"I'll remind you of your promise when that joyful day comes, if it ever does," returned Jo, accepting the vague but magnificent offer as gratefully as she could.
206212.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
მოსამზადებლად ცოტა ხანიღა რჩებოდა და ემის წასვლამდე სახლში დიდი მღელვარება სუფევდა.
There was not much time for preparation, and the house was in a ferment till Amy was off.
206213.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
გემის გასვლამდე ემისაც ვაჟკაცურად ეჭირა თავი, მაგრამ ტრაპის აღება რომ დააპირეს, ერთბაშად გაიაზრა, რომ ცოტა ხანში მასა და მის უსაყვარლეს ადამიანებს შორის მთელი ოკეანე გადაიჭიმებოდა, მკლავში ჩააფრინდა ლორის, რომელიც ბოლო წამამდე შემორჩა გემზე, და სლუკუნით უთხრა:
Amy likewise bore up stoutly till the steamer sailed. Then just as the gangway was about to be withdrawn, it suddenly came over her that a whole ocean was soon to roll between her and those who loved her best, and she clung to Laurie, the last lingerer, saying with a sob...
206214.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
– გთხოვ, ყველას მიმიხედე და თუ რამე მოხდა... – ჰო, საყვარელო, მივხედავ და თუ რამე მოხდა, ჩამოვალ და განუგეშებ, – წასჩურჩულა ლორიმ და აზრადაც არ მოსვლია, რომ სიტყვა მართლაც შესასრულებელი გაუხდებოდა.
"Oh, take care of them for me, and if anything should happen..." "I will, dear, I will, and if anything happens, I'll come and comfort you," whispered Laurie, little dreaming that he would be called upon to keep his word.
206215.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 7
ამრიგად, ემიმ გაცურა, რათა დაეპყრო ძველი მსოფლიო, რომელიც მუდამ ახალი და ლამაზია ახალგაზრდა თვალისთვის, ხოლო მამა და მეგობარი ნაპირიდან გაჰყურებდნენ და მხურვალედ იმედოვნებდნენ, რომ მხოლოდ კეთილი სვე ხვდებოდა წილად გოგონას, რომელიც მანამ უქნევდა ხელს, სანამ ვეღარაფერი გაარჩიეს ზღვის ზედაპირზე ზაფხულის მზის დამაბრმავებელი ელვარების გარდა.
So Amy sailed away to find the Old World, which is always new and beautiful to young eyes, while her father and friend watched her from the shore, fervently hoping that none but gentle fortunes would befall the happyhearted girl, who waved her hand to them till they could see nothing but the summer sunshine dazzling on the sea.
206216.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ჩვენი უცხოელი კორესპონდენტი.
OUR FOREIGN CORRESPONDENT.
206217.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
აი, პიკადილიზე, სასტუმრო „ბათში“, მოედანზე გამავალ ფანჯარას ვუზივარ.
Here I really sit at a front window of the Bath Hotel, Piccadilly.
206218.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
მოდური სასტუმრო არ არის, მაგრამ ბიძიას რამდენიმე წლის წინ აქ უცხოვრია და სხვაგან არ უნდა წასვლა.
It's not a fashionable place, but Uncle stopped here years ago, and won't go anywhere else.
206219.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ბიცოლა და ფლო მთელი გზა უქეიფოდ იყვნენ და მარტო უნდოდათ ყოფნა, ჰოდა, როცა ვერაფრით ვეხმარებოდი, წავიდოდი ხოლმე და ვერთობოდი.
Aunt and Flo were poorly all the way, and liked to be let alone, so when I had done what I could for them, I went and enjoyed myself.
206220.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
როცა ელვის სისწრაფით გავქროლდებოდით ხოლმე, ლამის ისეთი ამაღელვებელი იყო, როგორც ცხენის ჭენება.
It was almost as exciting as riding a fast horse, when we went rushing on so grandly.