მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206221.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ნეტავი, ბეთიც წამოსულიყო, ძალიან არგებდა.
I wish Beth could have come, it would have done her so much good.
206222.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
აი, ჯო კი აძვრებოდა გროტანძის კლივერზე თუ რასაც ეძახიან იმ მაღალ რაღაცას, მექანიკოსებს დაუძმაკაცდებოდა, კაპიტნის რუპორში ჩასძახებდა ხოლმე და სრულ აღტაცებაში იქნებოდა.
As for Jo, she would have gone up and sat on the maintop jib, or whatever the high thing is called, made friends with the engineers, and tooted on the captain's speaking trumpet, she'd have been in such a state of rapture.
206223.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ყველაფერი ღვთაებრივი იყო, მაგრამ მაინც გამიხარდა, ირლანდიის ნაპირი რომ დავინახე – მწვანე, მზით გასხივოსნებული, აქა-იქ მიმოფანტული ყავისფერი ქოხმახები და გორაკებზე შემორჩენილი ნანგრევები, ხეობებში კი – ჯენტლმენთა კარ-მიდამოები, სადაც პარკებში ირმების ნაკრძალები აქვთ მოწყობილი.
It was all heavenly, but I was glad to see the Irish coast, and found it very lovely, so green and sunny, with brown cabins here and there, ruins on some of the hills, and gentlemen's countryseats in the valleys, with deer feeding in the parks.
206224.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ადრიანი დილა იყო, მაგრამ არ მინანია, რომ ავდექი და ვნახე ყოველივე ეს – პატარ-პატარა ნავებით სავსე ყურე, თვალწარმტაცი სანაპირო და მაღლა კი ვარდისფერი ცა – არასოდეს დამავიწყდება.
It was early in the morning, but I didn't regret getting up to see it, for the bay was full of little boats, the shore so picturesque, and a rosy sky overhead. I never shall forget it.
206225.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
რა სულელობრივია, არა?
Wasn't that nonsensical?
206226.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ლივერპულში რამდენიმე საათს დავრჩით.
We only stopped at Liverpool a few hours.
206227.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ბინძური, ხმაურიანი ადგილია და ძალიან გამიხარდა, იქაურობას რომ მოვშორდით.
It's a dirty, noisy place, and I was glad to leave it.
206228.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ბიძია გაექანა და სასწრაფოდ იყიდა ლაიკის ხელთათმანი, რაღაც უშნო, სქელძირა წაღები და ქოლგა.
Uncle rushed out and bought a pair of dogskin gloves, some ugly, thick shoes, and an umbrella.
206229.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
მერე სულ თავს იწონებდა, ნამდვილ ბრიტანელს ვგავარო, მაგრამ როგორც კი პირველად გააწმენდინა ტალახიანი წაღები, ფეხსაცმლის მწმენდავი მაშინვე მიხვდა, ჩემ წინ ამერიკელი დგასო და სიცილით უთხრა: „მზად გახლავთ, სერ.
Then he flattered himself that he looked like a true Briton, but the first time he had the mud cleaned off his shoes, the little bootblack knew that an American stood in them, and said, with a grin, "There yer har, sir.
206230.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
იანკების უახლესი ვაქსით გაგიპრიალეთ.
I've given 'em the latest Yankee shine.
206231.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
უი, ბარემ გეტყვით, რაც ჩაიდინა იმ ჩერჩეტმა ლენოქსმა!
Oh, I must tell you what that absurd Lennox did!
206232.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
თავის მეგობარს, უერდს, რომელიც ჩვენთან ერთად აგრძელებდა გზას, თაიგული შეაკვეთინა ჩემთვის და სასტუმროს ნომერში შესულს პირველი სწორედ მშვენიერი თაიგული მომხვდა თვალში.
He got his friend Ward, who came on with us, to order a bouquet for me, and the first thing I saw in my room was a lovely one.
206233.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
რა სასაცილოა, არა, გოგონებო?
Wasn't that fun, girls?
206234.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
მომწონს მოგზაურობა!
I like traveling.
206235.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
თუ არ ვიჩქარე, ლონდონამდე ვერ ჩავაღწევ.
I never shall get to London if I don't hurry.
206236.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ფერმერების სახლებმა მომხიბლა: ისლის სახურავები, სუროაყოლილი კედლები და ცხაურებიანი სარკმლები, ზღურბლზე – ჯანიანი ქალები და ლოყებღაჟღაჟა ბავშვები.
The farmhouses were my delight, with thatched roofs, ivy up to the eaves, latticed windows, and stout women with rosy children at the doors.
206237.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
არსად მინახავს ასეთი სრულყოფილი ფერები: ასეთი მწვანე ბალახი, ასეთი ლაჟვარდი ცა, ასეთი ყვითელი ყანები და ასეთი ბნელი ტყეები. მთელი გზა აღტაცებაში ვიყავი.
Such perfect color I never saw, the grass so green, sky so blue, grain so yellow, woods so dark, I was in a rapture all the way.
206238.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ბიცოლა დაღლილი იყო და დაეძინა, ბიძია კი გზამკვლევს კითხულობდა და არაფერი აკვირვებდა.
Aunt was tired and went to sleep, but Uncle read his guidebook, and wouldn't be astonished at anything.
206239.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
„ერთხელაც წავალთ, არა, მა?“, ბიძია კი მშვიდად ტკბებოდა თავისი წაღებით და: „არა, შვილო, თუკი მაინცდამაინც ლუდი არ მოგწყურდა. ეგ ლუდსახარშია“.
We must go there sometime, won't we Papa?" Uncle, calmly admiring his boots—"No, my dear, not unless you want beer, that's a brewery."
206240.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
პაუზა. მერე ფლო წამოიძახებდა: „ღმერთო! აგერ, სახრჩობელა და ზედ კაცი ადის“.
A pause—then Flo cried out, "Bless me, there's a gallows and a man going up."