მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206241.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
„სად, სად?“, დაიწივლებდა ემი და მიაშტერდებოდა ორ მაღალ, ღერძგადებულ და ჯაჭვებჩამოკონწიალებულ ბოძს.
"Where, where?" shrieks Amy, staring out at two tall posts with a crossbeam and some dangling chains.
206242.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
„შახტია“, შენიშნავდა ბიძია და თვალებში მხიარული ნაპერწკალი გაუკრთებოდა.
"A colliery," remarks Uncle, with a twinkle of the eye.
206243.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
„ნახე, რა საყვარელი ბატკნების ფარაა, ყველანი წვანან“, იტყოდა ემი.
"Here's a lovely flock of lambs all lying down," says Amy.
206244.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
„უყურე, მა, ხომ ლამაზები არიან?“, აჰყვებოდა გულაჩუყებული ფლო.
"See, Papa, aren't they pretty?" added Flo sentimentally.
206245.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
„ბატები, პატარა ქალბატონებო“, ისეთი ტონით მოგვიგებდა ბიძია, რომ ერთ ხანს გავჩუმდებოდით, ფლო „კაპიტან კავენდიშის ფათერაკებს“ ჩაუჯდებოდა და პეიზაჟი მთლიანად მე მრჩებოდა.
"Geese, young ladies," returns Uncle, in a tone that keeps us quiet till Flo settles down to enjoy the Flirtations of Captain Cavendish, and I have the scenery all to myself.
206246.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ლონდონში რომ ჩავედით, ცხადია, წვიმდა და ნისლისა და ქოლგების გარდა არაფერი ჩანდა.
Of course it rained when we got to London, and there was nothing to be seen but fog and umbrellas.
206247.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
დავისვენეთ, ამოვალაგეთ ბარგი და წვიმამ რომ გადაიღო, სანამ ხელახლა დაიწყებოდა, საყიდლებზე გავიარეთ.
We rested, unpacked, and shopped a little between the showers.
206248.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ბიცოლა მერიმ რაღაც-რაღაცები მიყიდა, იმიტომ რომ ისე ნაჩქარევად წამოვედი, ნახევარი არ წამომიღია იმისა, რაც მჭირდებოდა.
Aunt Mary got me some new things, for I came off in such a hurry I wasn't half ready.
206249.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ცისფერბუმბულიანი თეთრი შლაპა, მისი შესაფერისი მუსლინის კაბა და ისეთი მშვენიერი პელერინა, რომ არ გენახოთ.
A white hat and blue feather, a muslin dress to match, and the loveliest mantle you ever saw.
206250.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
თითქოს ყველაფერი იაფია. ლამაზი ლენტები იარდი ექვსი პენსი ღირდა და წინასწარ მოვიმარაგე, ხელთათმანებს კი პარიზში ვიყიდი.
Things seem so cheap, nice ribbons only sixpence a yard. I laid in a stock, but shall get my gloves in Paris.
206251.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
რა დახვეწილად და მდიდრულად ჟღერს, არა?
Doesn't that sound sort of elegant and rich?
206252.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
სანამ ბიცოლა და ბიძია გასულები იყვნენ, მე და ფლომ გასართობად ეკიპაჟი ვიქირავეთ და სასეირნოდ წავედით, თუმცა მერე გავიგეთ, რომ წესი არ არის, ქალიშვილებმა ასეთი ეკიპაჟებით უთანამგზავროდ იარონ.
Flo and I, for the fun of it, ordered a hansom cab, while Aunt and Uncle were out, and went for a drive, though we learned afterward that it wasn't the thing for young ladies to ride in them alone.
206253.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
როცა ჩავსხედით, მეეტლემ წინ ხის საფარი ჩამოგვიფარა და ისე გააჭენა ცხენი, რომ ფლო დაფრთხა და მითხრა, გააჩერეო.
For when we were shut in by the wooden apron, the man drove so fast that Flo was frightened, and told me to stop him.
206254.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ბოლოს, როცა უკვე მთლად წარგვეკვეთა სასო, ჭერში პატარა კარი დავინახე, ხელი ავკარი, გაიღო, გამოჩნდა ჩაწითლებული თვალი.
At last, in my despair, I saw a little door in the roof, and on poking it open, a red eye appeared.
206255.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
რაც შემეძლო, წყნარად ვუთხარი სათქმელი, კაცმა კარი მოაჯახუნა, წაილაპარაკა, დიახ, მემო, და ცხენი შეანელა, თითქოს დაკრძალვააო.
I gave my order as soberly as I could, and slamming down the door, with an "Aye, mum," the man made his horse walk, as if going to a funeral.
206256.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
დევონშირის ჰერცოგი ახლოს ცხოვრობს და ხშირად ვხედავ მის ლაქიებს, უსაქმოდ დგანან ხოლმე უკანა ჭიშკართან. არც ველინგტონის ჰერცოგის სახლია შორს.
The Duke of Devonshire lives near. I often see his footmen lounging at the back gate, and the Duke of Wellington's house is not far off.
206257.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
როტენ-როუ Route de Roi-ს ანუ „მეფის გზას“ ნიშნავს, მაგრამ ახლა საცხენოსნო სკოლის სარბენ ბილიკს უფრო წააგავს.
Rotten Row means 'Route de Roi', or the king's way, but now it's more like a riding school than anything else.
206258.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ცხენები სანაქებოა და მამაკაცები, მეტადრე გრუმები, კარგად ატარებენ, სამაგიეროდ ქალები გახევებულები სხედან და ბუქნავენ, რაც ჩვენს წესებს არ შეესაბამება.
The horses are splendid, and the men, especially the grooms, ride well, but the women are stiff, and bounce, which isn't according to our rules.
206259.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ნაშუადღევს უესტმინსტერის სააბატოში ვიყავით, ოღონდ იმის მოლოდინი ნუ გექნებათ, რომ აღწერას მოვყვე – შეუძლებელია, ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გამაოგნებელია!
In the P.M. to Westminster Abbey, but don't expect me to describe it, that's impossible, so I'll only say it was sublime!
206260.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ამ საღამოს თეატრში მივდივართ, ფეხტერი უნდა ვნახოთ და ამით ჯეროვნად დასრულდება ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღე.
This evening we are going to see Fechter, which will be an appropriate end to the happiest day of my life.