მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206261.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
უკვე გვიანია, მაგრამ ხვალ დილით ამ წერილს ისე ვერ გამოგიგზავნით, თუ არ გიამბეთ, ამ საღამოს რა მოხდა.
It's very late, but I can't let my letter go in the morning without telling you what happened last evening.
206262.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
რა გგონიათ, ვინ შემოვიდა, ჩაის რომ ვსვამდით?
Who do you think came in, as we were at tea?
206263.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ლორის ინგლისელი მეგობრები, ფრედ და ფრენკ ვონები!
Laurie's English friends, Fred and Frank Vaughn!
206264.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ლორისგან გაუგიათ, სადაც ვაპირებდით ჩამოხდომას და მოვიდნენ, რომ მივეპატიჟებინეთ, ჩვენთან დაბინავდითო, მაგრამ ბიძიამ გადასვლა არ მოინდომა, ასე რომ ახლა საპასუხო ვიზიტით უნდა ვეწვიოთ, როცა მოგვიხერხდება.
They had heard from Laurie where we were to be, and came to ask us to their house, but Uncle won't go, so we shall return the call, and see them as we can.
206265.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
თეატრში წამოგვყვნენ და მშვენიერი დრო გავატარეთ: ფრენკმა ფლოს მიუძღვნა თავი, მე და ფრედი კი წარსულ, ახლანდელ და მომავალ გართობაზე ვლაპარაკობდით ისე ლაღად, თითქოს მთელი სიცოცხლეა, ერთმანეთს ვიცნობთო.
They went to the theater with us, and we did have such a good time, for Frank devoted himself to Flo, and Fred and I talked over past, present, and future fun as if we had known each other all our days.
206266.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ბეთს უთხარით, ფრედმა მოგიკითხა და შენი ჯანმრთელობის მდგომარეობით ძალიან შეწუხდა-თქო.
Tell Beth Frank asked for her, and was sorry to hear of her ill health.
206267.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
გაეცინა, როცა ჯოზე დავიწყე ლაპარაკი და „დიდშლაპიანთან დიდი მოკითხვა დამაბარა“.
Fred laughed when I spoke of Jo, and sent his 'respectful compliments to the big hat'.
206268.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
არცერთს დავიწყებია გენერალ ლორენსის ბანაკი და არც ის, რა მხიარულად გავატარეთ იქ დრო.
Neither of them had forgotten Camp Laurence, or the fun we had there.
206269.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ბიცოლამ მესამედ მომიკაკუნა კედელზე, ამიტომ უნდა მოვრჩე.
Aunt is tapping on the wall for the third time, so I must stop.
206270.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
თავი უსაქმური ლონდონელი ლედი მგონია, როცა ასე გვიან ვზივარ აქ, ლამაზი ნივთებით სავსე ოთახში, ვწერ და გონებაში ერთად მიტრიალებს პარკები, თეატრები, ახალი კაბები და გალანტური ყმაწვილები, რომლებიც ამბობენ, „აჰ!“ და ნამდვილი ინგლისელი ლორდებივით იგრეხენ ქერა ულვაშს.
I really feel like a dissipated London lady, writing here so late, with my room full of pretty things, and my head a jumble of parks, theaters, new gowns, and gallant creatures who say "Ah!" and twirl their blond mustaches with the true English lordliness.
206271.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ძალიან მინდა თქვენი ნახვა და, მიუხედავად ჩემი სისულელისა, მაინც სამუდამოდ ვრჩები თქვენი მოყვარული ემი.
I long to see you all, and in spite of my nonsense am, as ever, your loving... AMY
206272.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ჩემო გოგონებო, ბოლო წერილში ლონდონის ამბები მოგწერეთ – რა თავაზიანად მოგვექცნენ ვონები და რა საამური წვეულებები გაგვიმართეს.
Dear girls, In my last I told you about our London visit, how kind the Vaughns were, and what pleasant parties they made for us.
206273.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
თუმცა, ყველაზე მეტად ჰემპტონ-კორტისა და კენსინგტონის მუზეუმის დათვალიერებით ვისიამოვნე, რადგან ჰემპტონში რაფაელის კარტონები ვნახე, მუზეუმში კი – ტერნერის, ლორენსის, რეინოლდსის, ჰოგარტისა და სხვა დიდი მხატვრების სურათებით სავსე დარბაზები.
I enjoyed the trips to Hampton Court and the Kensington Museum more than anything else, for at Hampton I saw Raphael's cartoons, and at the Museum, rooms full of pictures by Turner, Lawrence, Reynolds, Hogarth, and the other great creatures.
206274.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
რიჩმონდ-პარკში გატარებული დღე მომხიბლავი იყო, ნამდვილი ინგლისური პიკნიკი მოვაწყვეთ დ იმაზე მეტი დიდებული მუხა და ჯგუფ-ჯგუფად მოსიარულე ირემი ვნახე, ვიდრე ჩავიხატავდი.
The day in Richmond Park was charming, for we had a regular English picnic, and I had more splendid oaks and groups of deer than I could copy.
206275.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ვონები იმედოვნებენ, ამ ზამთარს რომში გვნახონ და ძალიან დამწყდება გული, თუ ეს ამბავი არ მოხდა, იმიტომ რომ მე და გრეისი მშვენივრად დავმეგობრდით და ბიჭებიც კარგები არიან, მეტადრე – ფრედი.
The Vaughns hope to meet us in Rome next winter, and I shall be dreadfully disappointed if they don't, for Grace and I are great friends, and the boys very nice fellows, especially Fred.
206276.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
დაბინავება ვერ მოვასწარით, რომ ის ისევ გამოგვეცხადა, არდადეგებზე ჩამოვედი და შვეიცარიაში მივდივარო.
Well, we were hardly settled here, when he turned up again, saying he had come for a holiday, and was going to Switzerland.
206277.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ჰოდა, ახლა მშვენივრად ვატარებთ დროს ერთად და გვიხარია, კიდევ კარგი ჩამოვიდაო, იმიტომ რომ ფრანგულად ნამდვილი ფრანგივით ლაპარაკობს და არც კი ვიცი, უიმისოდ რა გვეშველებოდა.
And now we get on nicely, and are very glad he came, for he speaks French like a native, and I don't know what we should do without him.
206278.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ბიძიამ ათი სიტყვაც კი არ იცის და დაჟინებით ლაპარაკობს ინგლისურად, თანაც ომახიანად, თითქოს ასე უფრო გააგებინებს ხალხს.
Uncle doesn't know ten words, and insists on talking English very loud, as if it would make people understand him.
206279.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ბიცოლას ძველმოდური გამოთქმა აქვს, მე და ფლოს კი, თუმცა თავებს ვიწონებდით, ბევრი ვიცითო, არაფერიც არ გვცოდნია და მადლობლები ვართ, რომ ფრედი გვყავს და, ბიძიას თქმისა არ იყოს, შეგვიძლია „ვეპარლევუოთ“.
Aunt's pronunciation is old-fashioned, and Flo and I, though we flattered ourselves that we knew a good deal, find we don't, and are very grateful to have Fred do the "parley vooing", as Uncle calls it.
206280.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ისეთ კარგ დროს ვატარებთ, უკეთესი რომ არ იქნება!
Such delightful times as we are having!