მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206281.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
დილიდან საღამომდე ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებთ, მხიარულ კაფეებში შევდივართ და ნაირნაირი სახალისო თავგადასავლებიც გადაგვხდება ხოლმე.
Sight-seeing from morning till night, stopping for nice lunches in the gay cafes, and meeting with all sorts of droll adventures.
206282.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ჯო ზოგიერთ უნატიფეს სურათს ცხვირს აუბზუებდა, იმიტომ რომ ხელოვნებას ვერ შეიგრძნობს, მე კი შევიგრძნობ და ვცდილობ, რაც შეიძლება მალე გავიწაფო თვალი და დავიხვეწო გემოვნება.
Jo would turn up her naughty nose at some of the finest, because she has no soul for art, but I have, and I'm cultivating eye and taste as fast as I can.
206283.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
სამაგიეროდ, დიდ ადამიანთა რელიკვიები მოეწონებოდა; აი, მაგალითად, ვნახე ნაპოლეონის სამკუთხა შლაპა და რუხი სერთუკი, მისივე ბავშვობის აკვანი და ძველი კბილის ჯაგრისი, კიდევ – მარი ანტუანეტის პაწია ფეხსაცმელი, სენ-დენის ბეჭედი, შარლემანის ხმალი და ბევრი სხვა საინტერესო რამ.
She would like the relics of great people better, for I've seen her Napoleon's cocked hat and gray coat, his baby's cradle and his old toothbrush, also Marie Antoinette's little shoe, the ring of Saint Denis, Charlemagne's sword, and many other interesting things.
206284.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
როცა ჩამოვალ, საათობით ვილაპარაკებ მათზე, ახლა კი საწერად არ მცალია.
I'll talk for hours about them when I come, but haven't time to write.
206285.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ფრედს უნდოდა, ჩემთვის რაღაც-რაღაცები ეყიდა, მაგრამ, ცხადია, ამის ნება არ დავრთე.
Fred wanted to get me some, but of course I didn't allow it.
206286.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
რამდენჯერმე დავინახე იმპერატორის ოჯახი. იმპერატორი უშნო კაცია, მძიმე გამოხედვა აქვს, იმპერატრიცა ფერმკრთალია და ლამაზი, ოღონდ, მე თუ მკითხავთ, უგემოვნოდ აცვია: მეწამული კაბა, მწვანე შლაპა და ყვითელი ხელთათმანი.
I've seen the imperial family several times, the emperor an ugly, hard-looking man, the empress pale and pretty, but dressed in bad taste, I thought—purple dress, green hat, and yellow gloves.
206287.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
პაწია ნაპი სანდომიანი ბიჭია, სულ თავის გუვერნიორს ექაქანება და ხალხს ჰაეროვან კოცნას უგზავნის, როცა ოთხცხენიანი ლანდოთი ჩაივლის ხოლმე – ატლასის წითელკამზოლიანი ფორეიტორებითა და ლანდოს წინ და უკან მიმავალი ცხენოსანი დაცვით.
Little Nap is a handsome boy, who sits chatting to his tutor, and kisses his hand to the people as he passes in his four-horse barouche, with postilions in red satin jackets and a mounted guard before and behind.
206288.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ხშირად ვსეირნობთ ტიუილრის ბაღებში, იმიტომ რომ ლამაზია, თუმცა მე ლუქსემბურგის ძველი ბაღები მირჩევნია.
We often walk in the Tuileries Gardens, for they are lovely, though the antique Luxembourg Gardens suit me better.
206289.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
პერ-ლაშეზიც საინტერესოა, ბევრი სამარხი ისეთია, პატარა ოთახი გეგონება და შიგ თუ შეიხედავ, მაგიდას დაინახავ, ზედ მიცვალებულის ქანდაკება ან სურათი დევს და სკამები, რომ ჭირისუფლები დასხდნენ, როცა მიცვალებულის დასატირებლად მოვლენ.
Pere la Chaise is very curious, for many of the tombs are like small rooms, and looking in, one sees a table, with images or pictures of the dead, and chairs for the mourners to sit in when they come to lament.
206290.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
რა უაღრესად ფრანგულია.
That is so Frenchy.
206291.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ფრედი ძალიან გვართობს და, საერთოდ, ასეთი საამური ყმაწვილი არ მინახავს – ლორის გარდა: იმას უფრო მომხიბლავი ყოფაქცევა აქვს.
Fred is very entertaining, and is altogether the most agreeable young man I ever knew—except Laurie, whose manners are more charming.
206292.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ნეტავი ფრედი შავგვრემანი იყოს, არ მიყვარს ქერა მამაკაცები, თუმცა ვონები ძალიან მდიდრები არიან და ბრწყინვალე ოჯახიშვილები, ამიტომ ქერა თმით არ ვიწუნებ, თანაც, მე უფრო ქერა ვარ.
I wish Fred was dark, for I don't fancy light men, however, the Vaughns are very rich and come of an excellent family, so I won't find fault with their yellow hair, as my own is yellower.
206293.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
იმ კვირაში გერმანიასა და შვეიცარიაში წავალთ და რაკი გზადაგზა არსად გავჩერდებით, ამიტომ მხოლოდ ნაჩქარევ წერილებს მოგწერთ.
Next week we are off to Germany and Switzerland, and as we shall travel fast, I shall only be able to give you hasty letters.
206294.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
დღიურს ვწერ და ვცდილობ, მამას რჩევას მივდიო: „სწორად დავიხსომო და ნათლად აღვწერო, რასაც ვხედავ და რაც აღტაცებას მგვრის“.
I keep my diary, and try to 'remember correctly and describe clearly all that I see and admire', as Father advised.
206295.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ეს ჩემთვის კარგი ვარჯიშია და, ესკიზების ალბომთან ერთად, იმაზე უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით ჩემს მოგზაურობაზე, ვიდრე ეს ნაჯღაბნი.
It is good practice for me, and with my sketchbook will give you a better idea of my tour than these scribbles.
206296.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
Adieu, ნაზად გეხვევით Votre Amie.
Adieu, I embrace you tenderly. "Votre Amie."
206297.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ჩემო კარგო დე! ერთი საათი მაქვს, სანამ ბერნისკენ დავიძვრებოდეთ და შევეცდები გიამბო, რა მოხდა, იმიტომ რომ შენ თვითონაც ნახავ: რაც მოხდა, იქიდან ზოგი რამ მნიშვნელოვანია.
My dear Mamma, Having a quiet hour before we leave for Berne, I'll try to tell you what has happened, for some of it is very important, as you will see.
206298.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
რაინზე გემით მოგზაურობა დიდებული იყო, ვიჯექი და მთელი ძალ-ღონით ვტკბებოდი.
The sail up the Rhine was perfect, and I just sat and enjoyed it with all my might.
206299.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
აიღე მამას ძველი გზამკვლევები და წაიკითხე ამაზე.
Get Father's old guidebooks and read about it.
206300.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
მე არ მეგულება იმდენი ლამაზი სიტყვა, რომ ეს აღვწერო!
I haven't words beautiful enough to describe it.