მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206301.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
კობლენცში კარგი დრო გავატარეთ: ბონელმა სტუდენტებმა, რომლებიც ფრედმა გემზე გაგვაცნო, სერენადა გვიმღერეს.
At Coblentz we had a lovely time, for some students from Bonn, with whom Fred got acquainted on the boat, gave us a serenade.
206302.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
მთვარიანი ღამე იყო და ასე, პირველ საათზე, მე და ფლო ჩვენი ფანჯრების ქვემოდან ამომავალმა უტკბესმა მუსიკამ გაგვაღვიძა.
It was a moonlight night, and about one o'clock Flo and I were waked by the most delicious music under our windows.
206303.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
წამოვხტით, ფარდებს ამოვეფარეთ და ჩუმად გავიჭყიტეთ, დაბლა ფრედი და ის სტუდენტები მღეროდნენ.
We flew up, and hid behind the curtains, but sly peeps showed us Fred and the students singing away down below.
206304.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ამაზე რომანტიკული არაფერი მინახავს: მდინარე, ნავების ხიდი, დიდი ციხესიმაგრე გაღმა ნაპირზე, ყველგან მთვარის შუქი და მუსიკა, რომელიც ქვის გულსაც კი გაალღობდა.
It was the most romantic thing I ever saw—the river, the bridge of boats, the great fortress opposite, moonlight everywhere, and music fit to melt a heart of stone.
206305.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
სიმღერა რომ დაასრულეს, ყვავილები გადავუყარეთ და დავინახე, რა ტაციობა გამართეს იმათ დასაპატრონებლად, მერე ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნეს უხილავ ქალბატონებს და სიცილ-სიცილით წავიდნენ – ალბათ, მოსაწევად და ლუდის დასალევად.
When they were done we threw down some flowers, and saw them scramble for them, kiss their hands to the invisible ladies, and go laughing away, to smoke and drink beer, I suppose.
206306.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
მეორე დილით ფრედმა ჟილეტის კიბეში ერთი მისრესილი ყვავილი მაჩვენა და ძალიან სენტიმენტალურად შემომხედა.
Next morning Fred showed me one of the crumpled flowers in his vest pocket, and looked very sentimental.
206307.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
მე სიცილად არ მეყო და ვუთხარი, ჩემი კი არა, ფლოს გადმოგდებულია-მეთქი, რამაც, მგონი, ზიზღი აღუძრა: ყვავილი ფანჯრიდან მოისროლა და კვლავ გონს მოეგო.
I laughed at him, and said I didn't throw it, but Flo, which seemed to disgust him, for he tossed it out of the window, and turned sensible again.
206308.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
როგორც ვატყობ, ამ ბიჭთან ხათაბალას ვერ ავცდები.
I'm afraid I'm going to have trouble with that boy, it begins to look like it.
206309.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ნასოს წყლებზე მშვენივრად გავერთეთ, ბადენ-ბადენშიც. იქ ფრედმა ფული წააგო და დავტუქსე.
The baths at Nassau were very gay, so was Baden-Baden, where Fred lost some money, and I scolded him.
206310.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
როცა ფრენკი გვერდით არ ჰყავს, ვინმემ მაინც უნდა უპატრონოს.
He needs someone to look after him when Frank is not with him.
206311.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ერთხელ კეიტმა მითხრა, იმედია, მალე დაოჯახდებაო და მეც იმ აზრისა ვარ, რომ ცოლის შერთვა სიკეთეს მოუტანს.
Kate said once she hoped he'd marry soon, and I quite agree with her that it would be well for him.
206312.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ფრანკფურტი არაჩვეულებრივი იყო.
Frankfurt was delightful.
206313.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
გოეთეს სახლიც ვნახე, შილერის ქანდაკებაც და დანეკერის განთქმული „არიადნეც“.
I saw Goethe's house, Schiller's statue, and Dannecker's famous "Ariadne".
206314.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ძალიან ლამაზია, მაგრამ მისი ნახვით მაშინ უფრო ვისიამოვნებდი, მისი ამბავი უკეთესად რომ მცოდნოდა.
It was very lovely, but I should have enjoyed it more if I had known the story better.
206315.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
არ მომინდა, ვინმესთვის მეკითხა, რაკი ყველამ იცოდა ან ისე ეჭირათ თავი, ვითომ იცოდნენ.
I didn't like to ask, as everyone knew it or pretended they did.
206316.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ნეტავი, ჯოს დაწვრილებით მოეყოლა!
I wish Jo would tell me all about it.
206317.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
წიგნები უნდა მეკითხა, იმიტომ რომ როგორც გაირკვა, არაფერი ვიცი, რაც ძალიან დამამცირებელია.
I ought to have read more, for I find I don't know anything, and it mortifies me.
206318.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ახლა კი სერიოზული ამბავი – იმიტომ რომ აქ მოხდა და ფრედიც, ეს წუთია, წავიდა.
Now comes the serious part, for it happened here, and Fred has just gone.
206319.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ისეთი კეთილი და მხიარულია, ყველას შეგვაყვარა თავი.
He has been so kind and jolly that we all got quite fond of him.
206320.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
იმ სერენადის ღამემდე მეც არაფერი მქონდა ფიქრად გარდა საგზაო მეგობრობისა.
I never thought of anything but a traveling friendship till the serenade night.