მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206321.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
მას მერე კი ვიგრძენი, რომ მთვარის შუქზე სეირნობა, აივანზე გამართული საუბრები და ყოველდღიური თავგადასავლები მისთვის გართობაზე მეტს ნიშნავდა.
Since then I've begun to feel that the moonlight walks, balcony talks, and daily adventures were something more to him than fun.
206322.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
მე არ გავკეკლუცებივარ, დე, მართლა! მახსოვდა, რაც დამარიგე და, რაც შემეძლო, ვასრულებდი, მაგრამ რა ჩემი ბრალია, თუ ხალხს მოვწონვარ?
I haven't flirted, Mother, truly, but remembered what you said to me, and have done my very best. I can't help it if people like me.
206323.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ვიცი, ახლა დედა თავს გადააქნევს, გოგოები კი იტყვიან, ოჰ, ეს პატარა, უსინდისო ანგარებიანი გოგოო, მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე, რომ თუ ფრედი მთხოვს, დავთანხმდე, თუმცა გაგიჟებით არ მიყვარს.
Now I know Mother will shake her head, and the girls say, "Oh, the mercenary little wretch!", but I've made up my mind, and if Fred asks me, I shall accept him, though I'm not madly in love.
206324.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
თვალტანადია, ახალგაზრდა, საკმაოდ ჭკვიანი და ძალიან მდიდარი – ლორენსებზე ბევრად მდიდარიც კი.
He is handsome, young, clever enough, and very rich—ever so much richer than the Laurences.
206325.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
არა მგონია, მისიანები უარზე დადგნენ და ძალიანაც ბედნიერი ვიქნები, იმიტომ რომ კეთილი, ზრდილი, კარგი გულის ხალხია და ყველას მოვწონვარ.
I don't think his family would object, and I should be very happy, for they are all kind, well-bred, generous people, and they like me.
206326.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ქონება, ალბათ, ფრედს ერგება, როგორც უფროს ტყუპისცალს, თანაც, რა ქონება!
Fred, as the eldest twin, will have the estate, I suppose, and such a splendid one it is!
206327.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ქალაქის სახლი მდიდრულ ქუჩაზე, არა ისეთი თვალშისაცემი, როგორიც ჩვენთან იციან, მაგრამ ორჯერ უფრო მყუდრო და იმ საიმედო ფუფუნებით სავსე, რაც ინგლისელებისთვის ბევრს ნიშნავს.
A city house in a fashionable street, not so showy as our big houses, but twice as comfortable and full of solid luxury, such as English people believe in.
206328.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ეს მეც მომწონს, იმიტომ რომ ნამდვილია.
I like it, for it's genuine.
206329.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ნანახი მაქვს მათი სუფრის ვერცხლეული, საგვარეულო სამკაულები, ხნიერი მსახურები და სოფლის მამულის სურათები – ვეებერთელა სახლი, ლამაზი შემოგარენი და მშვენიერი ცხენები.
I've seen the plate, the family jewels, the old servants, and pictures of the country place, with its park, great house, lovely grounds, and fine horses.
206330.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
იქნებ კიდევაც ვარ ფულის ხარბი, მაგრამ მძულს სიღარიბე და როგორც კი საშუალება გამომიჩნდება, მაშინვე დავიხსნი თავს, ერთი წუთითაც კი არ მოვითმენ.
I may be mercenary, but I hate poverty, and don't mean to bear it a minute longer than I can help.
206331.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ჩვენგან რომელიმე მაინც უნდა გათხოვდეს კარგად.
One of us must marry well.
206332.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
მეგმა ეს არ ქნა, ჯოს არ უნდა, ბეთს ჯერ არ შეუძლია, ჰოდა, მე ვიზამ და ჩემ გარშემო ყველაფერს მშვენივრად მოვაგვარებ.
Meg didn't, Jo won't, Beth can't yet, so I shall, and make everything okay all round.
206333.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ისეთ კაცს არ გავყვები, რომელიც მძულს ან მეზიზღება.
I wouldn't marry a man I hated or despised.
206334.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
მართალია, ფრედი ჩემი იდეალური გმირი არ არის, მაგრამ მაინც გამოდგება და თუ ძალიან ვეყვარები და ჩემს ჭკუაზე მატარებს, დროთა განმავლობაში მეც შემიყვარდება.
Though Fred is not my model hero, he does very well, and in time I should get fond enough of him if he was very fond of me, and let me do just as I liked.
206335.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ბოლო ერთი კვირაა, სულ ამაზე ვფიქრობ, რადგან შეუძლებელი იყო ვერ დამენახა, რომ მოვწონვარ.
So I've been turning the matter over in my mind the last week, for it was impossible to help seeing that Fred liked me.
206336.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ წვრილმანებში გამოჩნდა.
He said nothing, but little things showed it.
206337.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
თავის დღეში არ დადის ფლოსთან ერთად, ცხენით მუდამ ჩემს მხარეს მოჰყვება ეკიპაჟს, სუფრასთანაც გვერდით მყავს და სეირნობისასაც, გრძნობამორეულს ჰგავს, როცა მარტონი ვრჩებით და იღუშება, თუკი ვინმემ დალაპარაკება გამიბედა.
He never goes with Flo, always gets on my side of the carriage, table, or promenade, looks sentimental when we are alone, and frowns at anyone else who ventures to speak to me.
206338.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
გუშინ, სადილად, ერთი ავსტრიელი ოფიცერი შემოგვაშტერდა, მერე კი რაღაც უთხრა თავის ძმაკაცს, ვიღაც ყოჩაღ ბარონს, Ein wünderschones Blondchen-ზე. ფრედი ლომივით გაცეცხლდა და ისე მძვინვარედ დაუწყო ჭრა ხორცს, კინაღამ თეფშიდან გადაუფრინდა.
Yesterday at dinner, when an Austrian officer stared at us and then said something to his friend, a rakish-looking baron, about "ein wonderschones Blondchen", Fred looked as fierce as a lion, and cut his meat so savagely it nearly flew off his plate.
206339.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ისეთი უშფოთველი და წარბშეუხრელი არ არის, ინგლისელები რომ არიან; პირიქით, ფიცხია: შოტლანდიური სისხლი უდუღს, რასაც მისი ლამაზი ლაჟვარდისფერი თვალები მიგახვედრებთ.
He isn't one of the cool, stiff Englishmen, but is rather peppery, for he has Scotch blood in him, as one might guess from his bonnie blue eyes.
206340.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
მშვენიერი დრო გავატარეთ – დავათვალიერეთ ნანგრევები, სარდაფები, სადაც უშველებელი კასრი დგას და ლამაზი ბაღები, რომლებიც კურფიურსტმა გაუშენა თავის ინგლისელ ცოლს.
We had a charming time poking about the ruins, the vaults where the monster tun is, and the beautiful gardens made by the elector long ago for his English wife.