მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206341.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ყველაზე უფრო დიდი ტერასა მომეწონა, რადგან იქიდან ღვთაებრივი ხედი იშლებოდა, ამიტომ სანამ დანარჩენები შიგნით იყვნენ და ოთახებს ათვალიერებდნენ, მე ვიჯექი და ვცდილობდი, კედელზე გამოქანდაკებული ლომის თავი ჩამეხატა აქეთ-იქიდან გადმოკიდებული ცხრატყავას ტოტებიანად.
I liked the great terrace best, for the view was divine, so while the rest went to see the rooms inside, I sat there trying to sketch the gray stone lion's head on the wall, with scarlet woodbine sprays hanging round it.
206342.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
თითქოს რომანტიკულ ისტორიაში მოვხვდიო; ვიჯექი, გავყურებდი, როგორ მიედინებოდა მდინარე მეკარი ხეობაში, ვუსმენდი ქვემოდან ამომავალ ავსტრიული ორკესტრის მუსიკას და რომანის გმირი ქალივით ველოდი სატრფოს.
I felt as if I'd got into a romance, sitting there, watching the Neckar rolling through the valley, listening to the music of the Austrian band below, and waiting for my lover, like a real storybook girl.
206343.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო და ამისთვის მზად ვიყავი.
I had a feeling that something was going to happen and I was ready for it.
206344.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
არც ვწითლდებოდი და არც ვთრთოდი, სრულიად მშვიდად ვიყავი, სულ ცოტათი ვღელავდი.
I didn't feel blushy or quakey, but quite cool and only a little excited.
206345.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ცოტა ხანში ფრედის ხმა მომესმა და თვითონაც გამოჩნდა, აჩქარებით გამოირბინა დიდი თაღი, მე მეძებდა.
By-and-by I heard Fred's voice, and then he came hurrying through the great arch to find me.
206346.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ისეთი შეწუხებული ჩანდა, ჩემი თავი სულ დამავიწყდა და ვკითხე, რა ამბავია-მეთქი.
He looked so troubled that I forgot all about myself, and asked what the matter was.
206347.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
მითხრა, ეს წუთია, წერილი მივიღე, ფრენკი მძიმე ავადმყოფი ყოფილა, ახლავე მივდივარ, საღამოს მატარებელს უნდა მივუსწრო და გამოსამშვიდობებლად მოვედიო.
He said he'd just got a letter begging him to come home, for Frank was very ill. So he was going at once on the night train and only had time to say good-by.
206348.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
მისმა ამბავმაც დამაღონა და ჩემმაც, რაკი იმედი გამიცრუვდა, მაგრამ მხოლოდ წამით: ხელს რომ მართმევდა, ისე მითხრა, არ შემეშლებოდა: „ცოტა ხანში ჩამოვბრუნდები. ხომ არ დაგავიწყდებით, ემი?“
I was very sorry for him, and disappointed for myself, but only for a minute because he said, as he shook hands, and said it in a way that I could not mistake, "I shall soon come back, you won't forget me, Amy?"
206349.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
არაფერს დავპირებივარ, მხოლოდ შევხედე და, მგონი, კმაყოფილი დარჩა, მერე კი მოკითხვების შეთვლისა და დამშვიდობების დროღა დაგვრჩა. ერთ საათში წავიდა და ყველას ძალიან მოგვაკლდა.
I didn't promise, but I looked at him, and he seemed satisfied, and there was no time for anything but messages and good-byes, for he was off in an hour, and we all miss him very much.
206350.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ვიცი, ჩემთან ლაპარაკი უნდოდა, მაგრამ ერთხელ გაკვრით ახსენა და მივხვდი, მამამისს სიტყვა ჩამოურთმევია, ჯერჯერობით ასეთი არაფერი ქნაო, იმიტომ რომ წინდაუხედავი ბიჭია, მოხუც ჯენტლმენს კი უცხოელი რძლის შიში აქვს.
I know he wanted to speak, but I think, from something he once hinted, that he had promised his father not to do anything of the sort yet a while, for he is a rash boy, and the old gentleman dreads a foreign daughter-in-law.
206351.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ცოტაც და, რომში შევხვდებით ერთმანეთს და თუ მანამდე არ გადავიფიქრე, როცა მეტყვის, თანახმა ხართო? მივუგებ, დიახ-მეთქი.
We shall soon meet in Rome, and then, if I don't change my mind, I'll say "Yes," when he says "Will you, please?"
206352.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ცხადია, ეს ყველაფერი ძალიან პირადია, მაგრამ მინდა იცოდე, რაც ხდება.
Of course this is all very private, but I wished you to know what was going on.
206353.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ჩემი დარდი ნუ გექნება, გახსოვდეს, შენი „წინდახედული ემი“ ვარ და დარწმუნებული იყავი, ნაჩქარევად არაფერს გავაკეთებ.
Don't be anxious about me, remember I am your "prudent Amy", and be sure I will do nothing rashly.
206354.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
რამდენიც გინდა, იმდენი დარიგება მომწერე და თუ მოვახერხე, შევასრულებ.
Send me as much advice as you like. I'll use it if I can.
206355.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
ნეტავი შეიძლებოდეს, რომ გნახო და კარგად ვილაპარაკოთ, დე.
I wish I could see you for a good talk, Marmee.
206356.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 8
გიყვარდე და გჯეროდეს ჩემი. მარად შენი ემი.
Love and trust me. Ever your AMY
206357.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ნაზი სირთულენი.
TENDER TROUBLES.
206358.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
–ჯო, ბეთის დარდი მაქვს.
"Jo, I'm anxious about Beth."
206359.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– რატომ, დე? რაც ბავშვები გაჩნდნენ, მშვენივრად გამოიყურება.
"Why, Mother, she has seemed unusually well since the babies came."
206360.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– ახლა მისი ჯანმრთელობა კი არა, გუნება მადარდებს.
It's not her health that troubles me now, it's her spirits.