მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206361.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
დარწმუნებული ვარ, რაღაცას წუხს და მინდა შენ გაარკვიო, რა ამბავია.
I'm sure there is something on her mind, and I want you to discover what it is.
206362.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– რატომ გგონია, დე?
"What makes you think so, Mother?"
206363.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– დიდიხნობით ზის მარტო; მამასაც, რომ იცოდა, იმდენს აღარ ელაპარაკება.
She sits alone a good deal, and doesn't talk to her father as much as she used.
206364.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ამას წინათ ბავშვებთან შევუსწარი, ტიროდა.
I found her crying over the babies the other day.
206365.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
თუ მღერის – მუდამ სევდიან სიმღერებს, ხანდახან კი ისეთ გამომეტყველებას ვამჩნევ, რომელსაც ვერ ვიგებ.
When she sings, the songs are always sad ones, and now and then I see a look in her face that I don't understand.
206366.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– ჰკითხე? – ერთი-ორჯერ ვცადე, მაგრამ ან სიტყვა ბანზე ამიგდო ან კი ისე დარდიანად შემომხედა, თავი დავანებე.
"Have you asked her about it?" "I have tried once or twice, but she either evaded my questions or looked so distressed that I stopped".
206367.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ამ ლაპარაკში მისის მარჩმა ჯოს გახედა, მაგრამ ამ უკანასკნელს სახეზე შეეტყო, რომ ბეთის საიდუმლო საწუხარის გარდა სხვა არაფერი დარდი ჰქონდა.
Mrs. March glanced at Jo as she spoke, but the face opposite seemed quite unconscious of any secret disquietude but Beth's.
206368.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ერთ წუთს მშვიდად კერავდა, მერე კი ჯომ თქვა: – მე მგონი, უბრალოდ, იზრდება და ოცნება დაიწყო; ერთად მოეძალა იმედი, შიში და შფოთვა, თან არ იცის – რატომ და ვერ აუხსნია.
After sewing thoughtfully for a minute, Jo said, "I think she is growing up, and so begins to dream dreams, and have hopes and fears and fidgets, without knowing why or being able to explain them.
206369.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
დე, ბეთი ხომ თვრამეტისაა, ჩვენ კი ჯერაც ვერ შეგვიგნია ეს ამბავი და ბავშვივით ვექცევით, გვავიწყდება, რომ უკვე ქალია.
Why, Mother, Beth's eighteen, but we don't realize it, and treat her like a child, forgetting she's a woman."
206370.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– რას იზამ, დე! უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ ათასნაირ მღელვარებას ვერ აცდები და შენს ბარტყებს ნება უნდა დართო, სათითაოდ ისკუპონ ბუდიდან.
"Can't be helped, Marmee, so you must resign yourself to all sorts of worries, and let your birds hop out of the nest, one by one.
206371.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
მე გპირდები, რომ შორს არ გადავსკუპდები, თუ ეგ ცოტათი მაინც განუგეშებს.
I promise never to hop very far, if that is any comfort to you.
206372.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
რაც მეგი წავიდა, მუდამ ყოჩაღად ვარ, თუკი შენ შინ მყავხარ.
I always feel strong when you are at home, now Meg is gone.
206373.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ბეთი სუსტია, ემი კი პატარა და ვერც ერთის იმედად ვერ ვიქნები, სამაგიეროდ, შენ მუდამ მზად ხარ, როცა შველა მჭირდება.
Beth is too feeble and Amy too young to depend upon, but when the tug comes, you are always ready.
206374.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– ხომ იცი, მძიმე საქმეს არ გავურბივარ, თანაც, ოჯახში ერთი შავი მუშა ხომ მაინც უნდა იყოს!
"Why, you know I don't mind hard jobs much, and there must always be one scrub in a family.
206375.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ემის ფაქიზი საქმები ეხერხება, მე კი – არა; სამაგიეროდ, მაშინ მაინც ვარ ჩემს სტიქიაში, როცა ხალიჩები გვაქვს ასახვევი ან როცა ნახევარი ოჯახი ერთად ხდება ავად.
Amy is splendid in fine works and I'm not, but I feel in my element when all the carpets are to be taken up, or half the family fall sick at once.
206376.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– მაშ, ბეთს შენ მოგანდობ: თავის ჯოს უფრო გაუხსნის პაწია, ნაზ გულს, ვიდრე სხვა ვინმეს.
"I leave Beth to your hands, then, for she will open her tender little heart to her Jo than to anyone else.
206377.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ალერსიანად მოექეცი და არ აფიქრებინო, რომ ვინმე უთვალთვალებს ან სალაპარაკოდ ჰყავს გახდილი.
Be very kind, and don't let her think anyone watches or talks about her.
206378.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ოღონდაც, ისევ ჯანზე მოვიდოდეს და გახალისდებოდეს და დედამიწის ზურგზე სანატრელი აღარაფერი მექნება.
If she only would get quite strong and cheerful again, I shouldn't have a wish in the world.
206379.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– ჯერ ბეთის საწუხარს მივხედო და ჩემი მერე იყოს.
"I'll settle Bethy's troubles, and then I'll tell you mine.
206380.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
მაინცდამაინც არ მამძიმებს, ჯერჯერობით მოიცდის, – და კერვა განაგრძო, თან კი ისე დინჯად დააქნია თავი, რომ დედის გულმა იგრძნო, მასზე ჯერჯერობით მაინც არაფერი ჰქონდა სადარდელი.
"They are not very wearing, so they'll keep," and Jo stitched away, with a wise nod which set her mother's heart at rest about her for the present at least.