მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206381.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ეჩვენა, რომ საიდუმლოს გასაღები ერთმა პაწია შემთხვევამ მისცა ხელში, დანარჩენი კი ცოცხალმა ფანტაზიამ და მოყვარულმა გულმა ქნა.
A slight incident gave Jo the clue to the mystery, she thought, and lively fancy, loving heart did the rest.
206382.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ერთ შაბათს, საღამოს პირას, როცა ის და ბეთი მარტონი იყვნენ ოთახში, ისე დაიჭირა თავი, თითქოს გაცხარებით წერდა, სინამდვილეში კი თან ჩხაპნიდა და თან თვალყურს ადევნებდა დას, რომელიც უჩვეულოდ მიჩუმებული ეჩვენებოდა.
She was affecting to write busily one Saturday afternoon, when she and Beth were alone together, yet as she scribbled, she kept her eye on her sister, who seemed unusually quiet.
206383.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ფანჯარასთან მჯდარი ბეთი ხშირ-ხშირად გაუშვებდა ხოლმე ხელს სამუშაოს და კალთაში ჩაიგდებდა, თვითონ კი ნიკაპს ხელზე ჩამოაყრდნობდა და დარდიანად გააცქერდებოდა შემოდგომის უღიმღამო პეიზაჟს.
Sitting at the window, Beth's work often dropped into her lap, and she leaned her head upon her hand, in a dejected attitude, while her eyes rested on the dull, autumnal landscape.
206384.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
უეცრად დაბლა შაშვივით სტვენა-სტვენით ჩაიარა ვიღაცამ და დაიძახა, მშვიდობაა, საღამოს შემოვივლიო.
Suddenly someone passed below, whistling like an operatic blackbird, and a voice called out, "All serene! Coming in tonight".
206385.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ბეთი შეკრთა, წინ გადაიხარა, გაიღიმა, თავი დააქნია და მანამ გაჰყურებდა გამვლელს, სანამ მისი სწრაფი ნაბიჯების ხმა არ მიწყდა, მერე კი ნაზად, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა: – რა ღონიერი, ჯანმრთელი და მხიარული ჩანს ეს საყვარელი ბიჭი!
Beth started, leaned forward, smiled and nodded, watched the passer-by till his quick tramp died away, then said softly as if to herself, "How strong and well and happy that dear boy looks".
206386.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– ჰმ! – თქვა ჯომ და თვალს არ აშორებდა დის სახეს: ფერი ისევე სწრაფად წაუვიდა, როგორც მოუვიდა, ღიმილი ჩაუქრა და ცოტა ხანში ფანჯრის გარე რაფაზე ცრემლი აბრჭყვიალდა.
"Hum!" said Jo, still intent upon her sister's face, for the bright color faded as quickly as it came, the smile vanished, and presently a tear lay shining on the window ledge.
206387.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
შეშინდა, არაფერს მიმიხვდესო, წაიდუდუნა, ფურცლები მჭირდებაო და ოთახიდან გასხლტა.
Fearing to betray herself, she slipped away, murmuring something about needing more paper.
206388.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– ღმერთო, მიშველე! ბეთს ლორი უყვარს! – თქვა და თავის ოთახში დაჯდა, გაფითრებული იმით, რაც, ეგონა, ეს-ეს არის, აღმოვაჩინეო, – ამას რა მაფიქრებინებდა!
"Mercy on me, Beth loves Laurie!" she said, sitting down in her own room, pale with the shock of the discovery which she believed she had just made. "I never dreamed of such a thing".
206389.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
დედა რას იტყვის?
What will Mother say?
206390.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ნეტავი თუ... – აქ ჯო შეჩერდა და უცაბედმა აზრმა ააწითლა, – რა საშინელება იქნება, თუ იმასაც არ შეუყვარდა. უნდა შეუყვარდეს.
"I wonder if her..." there Jo stopped and turned scarlet with a sudden thought. "If he shouldn't love back again, how dreadful it would be. He must".
206391.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
დავაძალებ! – და მუქარით დაუქნია თავი კედლიდან მომზირალი ანცი, მოცინარი ბიჭის პორტრეტს.
"I'll make him!" and she shook her head threateningly at the picture of the mischievous-looking boy laughing at her from the wall.
206392.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
აი, მეგი გათხოვდა დ თვითონაც დედაა, ემი პარიზში პრანჭიაობს, ბეთი კი შეყვარებულია.
Here's Meg married and a mamma, Amy flourishing away at Paris, and Beth in love.
206393.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
მეღა მყოფნის იმდენი ჭკუა, რომ არაფერში გავეხვიო.
I'm the only one that has sense enough to keep out of mischief.
206394.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– არა, მადლობელი ვარ, სერ, მომხიბლავი კი ბრძანდებით, მაგრამ ფლუგერზე მეტი სიმტკიცე არ გაგაჩნიათ.
No thank you, sir, you're very charming, but you've no more stability than a weathercock.
206395.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ჰოდა, ნუღარ მომწერთ გულისამაჩუყებელ წერილებს და ნუღარც შემპარავად გამიღიმებთ, არაფერი გამოგივათ და აღარც ავიტან.
So you needn't write touching notes and smile in that insinuating way, for it won't do a bit of good, and I won't have it.
206396.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
მერე ამოიხვნეშა, ფიქრებში წავიდა და მანამ არ გამორკვეულა, სანამ არ მოსაღამოვდა და ქვემოთ ჩასასვლელი არ გახდა, რათა დაკვირვება გაეგრძელებინა, რამაც კიდევ უფრო განუმტკიცა ეჭვი.
Then she sighed, and fell into a reverie from which she did not wake till the early twilight sent her down to take new observations, which only confirmed her suspicion.
206397.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
მართალია, ლორი ემის ეარშიყებოდა ხოლმე და ჯოს ეხუმრებოდა, მაგრამ ბეთთან მუდამ განსაკუთრებულ სიკეთესა და სინაზეს იჩენდა, თუმცა მას ყველანი ასე ექცეოდნენ,
Though Laurie flirted with Amy and joked with Jo, his manner to Beth had always been peculiarly kind and gentle, but so was everybody's.
206398.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ამიტომაც აზრად არავის მოსდიოდა, სხვებზე მეტად უყვარსო.
Therefore, no one thought of imagining that he cared more for her than for the others.
206399.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
პირიქით, ბოლო დროს ოჯახში საყოველთაო აზრი გაბატონდა: „ჩვენს ბიჭს“ უფრო და უფრო ნაზი გრძნობები უჩნდება ჯოსადმიო; ჯოს კი, თავის მხრივ, ერთი სიტყვის გაგონებაც არ უნდოდა ამ საკითხზე და ყველას გაცხარებით უჯავრდებოდა, ვინც კი გაბედავდა და ხმას ამოიღებდა.
Indeed, a general impression had prevailed in the family of late that "our boy" was getting fonder than ever of Jo, who, however, wouldn't hear a word upon the subject and scolded violently if anyone dared to suggest it.
206400.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ლორიმ უნივერსიტეტში რომ დაიწყო სწავლა, პირველ ხანებში ასე, თვეში ერთხელ უყვარდებოდა ვინმე, მაგრამ ეს პატარპატარა ვნებები რამდენადაც მხურვალე იყო, იმდენად ხანმოკლე, არაფრის დამშავებელი და დიდად ართობდა ჯოს, რომელიც ინტერესით აკვირდებოდა, როგორ ენაცვლებოდა ერთმანეთს იმედი, სასოწარკვეთილება და ბედის მორჩილება, რასაც ყოველკვირეული შეხვედრებისას გაანდობდა ხოლმე.
When Laurie first went to college, he fell in love about once a month, but these small flames were as brief as ardent, did no damage, and much amused Jo, who took great interest in the alternations of hope, despair, and resignation, which were confided to her in their weekly conferences.