მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206401.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
თუმცა, დადგა დრო, როცა ლორიმ თავი ანება სხვადასხვა სალოცავის თაყვანისცემას და ბუნდოვანი ქარაგმებით იწყო ლაპარაკი ერთ ყოვლისმომცველ ვნებაზე, დროდადრო კი ბაირონისეული პირქუშობაც იპყრობდა.
But there came a time when Laurie ceased to worship at many shrines, hinted darkly at one all-absorbing passion, and indulged occasionally in Byronic fits of gloom.
206402.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ასეთ დროს ფაქიზ თემებს გადაჭრით გაურბოდა, ფილოსოფიურ წერილებს სწერდა ჯოს, ბეჯითდებოდა და აცხადებდა, უნდა „ვიზუთხო“ და სწავლა ბრწყინვალედ დავამთავროო.
Then he avoided the tender subject altogether, wrote philosophical notes to Jo, turned studious, and gave out that he was going to "dig", intending to graduate in a blaze of glory.
206403.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ასე იყო საქმე, როცა ჯომ ის მნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთა და იმ საღამოს ისე გაფაციცებით ადევნებდა თვალს ლორის, როგორც არასოდეს.
Things were in this state when the grand discovery was made, and Jo watched Laurie that night as she had never done before.
206404.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
გონებაში ეს ახალი იდეა რომ არ ჩასჭედვოდა, ოდნავაც არ მოეჩვენებოდა უჩვეულოდ, რომ ბეთი ძალიან მიჩუმებული იყო, ლორი კი უაღრესად ალერსიანად ექცეოდა.
If she had not got the new idea into her head, she would have seen nothing unusual in the fact that Beth was very quiet, and Laurie very kind to her.
206405.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
მაგრამ რაკი ერთი მიუშვა აღვირი წარმოსახვას, ისიც დიდი სისწრაფით გაჭენდა, ხოლო რომანტიკული მოთხრობების გამუდმებული წერით დასუსტებული საღი აზრი მშველელად ვერ გამოადგა.
But having given the rein to her lively fancy, it galloped away with her at a great pace, and common sense, being rather weakened by a long course of romance writing, did not come to the rescue.
206406.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ბეთი ჩვეულებისამებრ იწვა დივანზე, ლორი კი იქვე ეჯდა, დაბალ სავარძელზე, და ნაირნაირი ამბებით ართობდა.
As usual, Beth lay on the sofa and Laurie sat in a low chair close by, amusing her with all sorts of gossip.
206407.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ისიც წარმოიდგინა (რადგან გულით უნდოდა დაენახა), რომ ლორის მანერებს სილბო მოემატა, რომ შიგადაშიგ ხმას დაბლა უწევდა, ჩვეულებრივზე ნაკლებს იცინოდა, ცოტა დაბნეული იყო და მონდომებით კი არა, ლამის ნაზად უსწორებდა ბეთს ფეხებზე გადაფარებულ შალს.
She also fancied, having set her heart upon seeing it, that she saw a certain increase of gentleness in Laurie's manner, that he dropped his voice now and then, laughed less than usual, was a little absent-minded, and settled the afghan over Beth's feet with an assiduity that was really almost tender.
206408.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
„ვინ იცის?! ამაზე უცნაური ამბებიც ხდება“, ფიქრობდა ჯო და ოთახში დაფაციფუცობდა.
"Who knows? Stranger things have happened," thought Jo, as she fussed about the room.
206409.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
„ბეთი ანგელოზად გადააქცევს, ის კი წარმტაცად იოლი და საამური ცხოვრებით აცხოვრებს ჩვენს პატარას, ოღონდაც შეუყვარდეთ ერთმანეთი.
"She will make quite an angel of him, and he will make life delightfully easy and pleasant for the dear, if they only love each other.
206410.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
არც კი ვიცი, როგორ უნდა მოახერხოს და არ შეუყვარდეს! და მართლა მჯერა: შეუყვარდებოდა კიდეც, დანარჩენები რომ არ ვეღობებოდეთ.
I don't see how he can help it, and I do believe he would if the rest of us were out of the way.
206411.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
რაკი მის გარდა არც არავინ ეღობებოდა, იგრძნო, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოშორებოდა იქაურობას, მაგრამ სად წასულიყო?
As everyone was out of the way but herself, Jo began to feel that she ought to dispose of herself with all speed. But where should she go?
206412.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
დური ერთგულების საკურთხეველზე თავის მსხვერპლად მიტანის სურვილით ანთებული, დივანზე დაჯდა, რომ ეს საკითხი გადაეწყვიტა.
And burning to lay herself upon the shrine of sisterly devotion, she sat down to settle that point.
206413.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
დივნის შემამკობელ უამრავ ყურთბალიშს შორის იყო ერთი მაგარი, მრგვალი მუთაქა, უხეში, კბენია ქსოვილგადაკრული და თავ-ბოლოში ბურთა ღილით შეკრული.
Among the many pillows that adorned the venerable couch was one, hard, round, covered with prickly horsehair, and furnished with a knobby button at each end.
206414.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ეს უამური მუთაქა მისი პირადი საკუთრება გახლდათ და ხან თავდაცვის იარაღად, ბარიკადად ხმარობდა, ხან კი ძილქუშის საწინააღმდეგო საშუალებად.
This repulsive pillow was her especial property, being used as a weapon of defense, a barricade, or a stern preventive of too much slumber.
206415.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ლორი კარგად იცნობდა ამ მუთაქას და მისი ღრმა სიძულვილის მიზეზიც ჰქონდა, რადგან ამ მუთაქას შეუბრალებლად ურტყამდნენ წინათ, როცა მათთვის ჯერაც დასაშვები იყო ხმაურიანი თამაშები, ახლა კი ამავე მუთაქით ხშირად უსპობდნენ საშუალებას, რომ ჯოს გვერდით, დივნის კუთხეში დაეკავებინა სასურველი ადგილი.
Laurie knew this pillow well, and had cause to regard it with deep aversion, having been unmercifully pummeled with it in former days when romping was allowed, and now frequently debarred by it from the seat he most coveted next to Jo in the sofa corner.
206416.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
თუ „ძეხვი“ – ასე ეძახდნენ – ვერტიკალურად იდგა, იმის ნიშანი იყო, რომ ლორის შეეძლო მისულიყო და მოკალათებულიყო, ხოლო თუ დივნის გარდიგარდმო იდო, ვაი იმ კაცს, ქალსა თუ ბავშვს, ვინც გაბედავდა და ხელს ახლებდა!
If "the sausage" as they called it, stood on end, it was a sign that he might approach and repose, but if it lay flat across the sofa, woe to man, woman, or child who dared disturb it!
206417.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
იმ საღამოს ჯოს დაავიწყდა თავის კუთხეში ბარიკადის აღმართვა და ხუთი წუთის დამჯდარი არ იყო, რომ მის გვერდით წარმოსადეგი ფიგურა გაჩნდა, ორივე ხელი დივნის საზურგეზე გადაშალა, გრძელი ფეხები გაშოტა და ლორიმ კმაყოფილების ოხვრით წამოიძახა:
That evening Jo forgot to barricade her corner, and had not been in her seat five minutes, before a massive form appeared beside her, and with both arms spread over the sofa back, both long legs stretched out before him, Laurie exclaimed, with a sigh of satisfaction...
206418.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– ბეთი გადაგისვამს. მე არ მცალია.
"Beth will pet you. I'm busy."
206419.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ნუთუ გეჯავრება შენი ბიჭი და ბალიშების დაშენას აპირებ?
Do you hate your boy, and want to fire pillows at him?
206420.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ამ გულისამაჩუყებელ მუდარაზე უფრო შემპარავი სიტყვა იშვიათად სმენოდა ჯოს, მაგრამ მკაცრი შეკითხვით მიუბრუნდა „თავის ბიჭს“ და იქვე დააცხრო: – ამ კვირაში რამდენი თაიგული გაუგზავნე მის რენდალს?
Anything more wheedlesome than that touching appeal was seldom heard, but Jo quenched "her boy" by turning on him with a stern query, "How many bouquets have you sent Miss Randal this week?"