მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206421.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– ძალიანაც კარგი, თორემ რა სულელური ახირება იყო: იდექი და ყვავილებს და რაღაცებს უგზავნიდი იმ გოგოებს, ჩირადაც რომ არ გიღირს, – საყვედურებს აგრძელებდა ჯო.
"I'm glad of it, that's one of your foolish extravagances, sending flowers and things to girls for whom you don't care two pins," continued Jo reprovingly.
206422.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– დალაგებული ჭკუის გოგოები, რომლებიც ჩირადაც მიღირს და მეტადაც, არც ყვავილებს მაგზავნინებენ და არც – „რაღაცებს“ და რა ვქნა, გრძნობები ხომ უნდა გადმოვაფრქვიო?
"Sensible girls for whom I do care whole papers of pins won't let me send them "flowers and things", so what can I do? My feelings need a "vent".
206423.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– დედას ხუმრობითაც კი არ მოსწონს არშიყობა, შენ კი, ტედი, თავზეხელაღებული არშიყი ხარ.
"Mother doesn't approve of flirting even in fun, and you do flirt desperately, Teddy."
206424.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– რას არ მივცემდი, რომ შემეძლოს გითხრა, შენსავით-მეთქი, მაგრამ რახან არ შემიძლია, მარტო იმას ვიტყვი, რომ ვერაფერს ვხედავ მავნეს პატარა თამაშში, თუკი ორივე მხარეს ესმის, რომ თამაშია და სხვა არაფერი.
"I'd give anything if I could answer, "So do you". As I can't, I'll merely say that I don't see any harm in that pleasant little game if all parties understand that it's only play".
206425.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– ჰო, ძალიან კოხტად გამოსდის და თავის დღეში ზომას არ გადავა.
Yes, she does it very prettily, and never seems to go too far.
206426.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ალბათ, ზოგიერთს თანდაყოლილი ნიჭი აქვს, რომ ძალდაუტანებლად მოაწონოს ყველას თავი, ზოგი კი მუდამ უადგილოდ ლაპარაკობს და იქცევა.
I suppose it's natural to some people to please without trying, and others to always say and do the wrong thing in the wrong place.
206427.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– მიხარია, კეკლუცობა რომ არ იცი.
I'm glad you can't flirt.
206428.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
სასიამოვნოა გონიერ, უეშმაკო გოგოსთან შეხვედრა, მხიარულიც რომ არის, კეთილიც და თან თავის მოსულელებაც არ იცის.
It's really refreshing to see a sensible, straightforward girl, who can be jolly and kind without making a fool of herself.
206429.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
იცი, ჯო, ჩემს ნაცნობებში ზოგიერთი გოგო ისე შორს მიდის ხოლმე, იმათ მაგივრად მე მრცხვენია.
Between ourselves, Jo, some of the girls I know really do go on at such a rate I'm ashamed of them.
206430.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
გულში, ალბათ, ცუდი არაფერი უდევთ, მაგრამ რომ იცოდნენ, რას ვამბობთ ხოლმე ბიჭები იმათზე, ასე მგონია, ცოტა დალაგებულად მოიქცეოდნენ.
They don't mean any harm, I'm sure, but if they knew how we fellows talked about them afterward, they'd mend their ways, I fancy.
206431.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– ბევრი კი იცით მაგ ამბებისა, მემ! – ქედმაღლურად უთხრა ლორიმ.
"Much you know about it, ma'am," said Laurie in a superior tone.
206432.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– ჩვენ სულაც არ გვიყვარს თამაშ-კეკლუცობები, თუმცა ხანდახან შეიძლება ისე დავიჭიროთ თავი, თითქოს მოგვწონს.
"We don't like romps and flirts, though we may act as if we did sometimes.
206433.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
კარგ, მორიდებულ გოგოებზე ჯენტლმენები მხოლოდ პატივისცემით ლაპარაკობენ.
The pretty, modest girls are never talked about, except respectfully, among gentleman.
206434.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ერთი თვე რომ ჩემს ადგილზე იყო, ისეთ რაღაცებს ნახავდი, გაგიკვირდებოდა.
If you could be in my place for a month you'd see things that would astonish you.
206435.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ჯომ იცოდა, რომ გამოსულ დედებს „ყმაწვილი ლორენსი“ უაღრესად სახარბიელო parti-დ მიაჩნდათ, მათი ასულები ბევრს უღიმოდნენ და, საზოგადოდ, ყველა ასაკის ქალი იმდენს ეპირფერებოდა, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, თვითკმაყოფილ ქარაფშუტად ქცეულიყო, ამიტომაც იყო, რომ ჯო ეჭვიანობდა, სულ მუდამ თვალი ეჭირა მასზე იმის შიშით, არ წაახდინონო და ახლა არ შეიმჩნია, თორემ ძალიანაც გაიხარა, როცა ლორი გამოტყდა, ჯერაც მომწონს მორიდებული გოგონებიო.
Jo knew that "young Laurence" was regarded as a most eligible parti by worldly mamas, was much smiled upon by their daughters, and flattered enough by ladies of all ages to make a coxcomb of him, so she watched him rather jealously, fearing he would be spoiled, and rejoiced more than she confessed to find that he still believed in modest girls.
206436.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– თუ გრძნობების გადმოფრქვევა გჭირდება, ტედი, ადექი და რომელიმე „კარგ, მორიდებულ გოგოს“ მიხედე, ვისაც პატივს სცემ; ჩერჩეტებზე ნუღარ დაკარგავ დროს.
"If you must have a "vent", Teddy, go and devote yourself to one of the "pretty, modest girls" whom you do respect, and not waste your time with the silly ones".
206437.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– მართლა მეუბნები? – უცნაური, სიხარულნარევი მღელვარებით შეხედა ლორიმ.
"You really advise it?" and Laurie looked at her with an odd mixture of anxiety and merriment in his face.
206438.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
„ღმერთო, გვიშველე! ასე არ ივარგებს!“, გაიფიქრა ჯომ და ხმამაღლა დაამატა: – მიდი და მიმღერე.
"Mercy on us, this will never do," thought Jo, adding aloud, "Go and sing to me".
206439.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
იმ ღამით ჯოს დიდხანს არ მიეკარა ძილი და ბოლოს, ის იყო, წათვლიმა, რომ შეკავებული ქვითინის გაგონებაზე ბეთის საწოლთან მიიჭრა და შეშფოთებულმა ჰკითხა: – რა მოხდა, ჩემო კარგო?
Jo lay long awake that night, and was just dropping off when the sound of a stifled sob made her fly to Beth's bedside, with the anxious inquiry, "What is it, dear?"
206440.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– მეგონა, გეძინა, – ამოისლუკუნა ბეთმა.
"I thought you were asleep," sobbed Beth.