მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206441.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– წინანდელი ტკივილია, საყვარელო? – არა, ახალი, მაგრამ ვერ ვუძლებ, – და ბეთი ცრემლის შეკავებას შეეცადა.
"Is it the old pain, my precious?" "No, it's a new one, but I can bear it," and Beth tried to check her tears.
206442.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– მითხარი, რა გაწუხებს და ვეცდები დაგიამო, როგორც იმ ტკივილს გიამებდი ხოლმე.
"Tell me all about it, and let me cure it as I often did the other."
206443.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– ვერ დამიამებ, ამის საშველი არ არის, – ხმამ უმტყუნა ბეთს, ჩაეხუტა დას და ისე გულამოსკვნით ატირდა, რომ ჯო შეშინდა.
"You can't, there is no cure." There Beth's voice gave way, and clinging to her sister, she cried so despairingly that Jo was frightened.
206444.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
დედას დავუძახო? – არა, არა, არ დაუძახო, არ უთხრა.
"Shall I call Mother?" "No, no, don't call her, don't tell her".
206445.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
მომიწექი და ჩემი საწყალი თავი „შეიცოდე“.
Lie down here and "poor" my head.
206446.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
დავწყნარდები და დამეძინება, მართლა დამეძინება.
I'll be quiet and go to sleep, indeed I will.
206447.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ჯოც დაემორჩილა, მაგრამ სანამ ბეთს ნაზად უსვამდა ხელს ცხელ შუბლსა და სველ ქუთუთოებზე, გული საგულეში ვეღარ ეტეოდა, ერთი სული ჰქონდა, რამე ეთქვა.
Jo obeyed, but as her hand went softly to and fro across Beth's hot forehead and wet eyelids, her heart was very full and she longed to speak.
206448.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
მაგრამ რაგინდ ახალგაზრდა ყოფილიყო ჯო, მაინც იცოდა, რომ გული ყვავილსა ჰგავს, ძალით ვერ გაშლი, თვითონვე უნდა გადაიშალოს, ამიტომაც მართალია, თავისი ვარაუდით იცოდა ბეთის ახალი ტკივილის მიზეზი, მაგრამ თქმით მხოლოდ ეს უთხრა, რაც შეეძლო ალერსიანად: – რამე გაწუხებს, ჩემო კარგო?
But young as she was, Jo had learned that hearts, like flowers, cannot be rudely handled, but must open naturally, so though she believed she knew the cause of Beth's new pain, she only said, in her tenderest tone, "Does anything trouble you, deary?"
206449.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– თუ მეტყვი, რა ამბავია, ცოტათი არ მოგეშვება? – ახლა არა, ჯერ არა.
"Wouldn't it comfort you to tell me what it is?" "Not now, not yet."
206450.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– მაშ, არ გკითხავ, მაგრამ იცოდე, ბეთ, დედა და ჯო მუდამ სიხარულით მოგისმენენ და გიშველიან, თუკი მოახერხებენ.
"Then I won't ask, but remember, Bethy, that Mother and Jo are always glad to hear and help you, if they can".
206451.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– ვიცი. მერე გეტყვით.
"I know it. I'll tell you by-and-by".
206452.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– დაიძინე, საყვარელო. მეც შენთან დავრჩები.
"Go to sleep, dear. I'll stay with you".
206453.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ლოყა-ლოყაზე მიდებულებს ჩაეძინათ, დილით კი ბეთი თითქოს ჩვეულებრივად იყო, რადგან თვრამეტი წლის ასაკში არც თავის ტკივილი გასტანს დიდხანს და არც – გულისა, ალერსიანი სიტყვა კი მეტი წილი ვაების წამალია.
So cheek to cheek they fell asleep, and on the morrow Beth seemed quite herself again, for at eighteen neither heads nor hearts ache long, and a loving word can medicine most ills.
206454.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
თუმცა, ჯომ უკვე გადაწყვიტა გადასაწყვეტი, რამდენიმე დღე თავისი გეგმის აწონ-დაწონას მოანდომა და მერეღა გაანდო დედას.
But Jo had made up her mind, and after pondering over a project for some days, she confided it to her mother.
206455.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ვერ ვისვენებ და მინდა, იმაზე მეტი ვნახო, ვაკეთო და გავიგო, ვიდრე ახლა მიხერხდება.
I feel restless and anxious to be seeing, doing, and learning more than I am.
206456.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– მაინც სად გადასკუპდებოდი? – ნიუ-იორკში.
"Where will you hop?" "To New York".
206457.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
გუშინ ერთი კარგი აზრი მომივიდა; გახსოვს, მისის კირკემ მოგწერა, ხომ არ გეგულება ვინმე ახალგაზრდა, წესიერი ადამიანი, რომ ბავშვები მიმეცადინოს და კერვაც ეხერხებოდესო.
I had a bright idea yesterday, and this is it. You know Mrs. Kirke wrote to you for some respectable young person to teach her children and sew.
206458.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ასეთის პოვნა იოლი საქმე არ არის, მაგრამ მე, რომ ვცადო, ალბათ, გამოვდგები.
It's rather hard to find just the thing, but I think I should suit if I tried.
206459.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– შვილო, იმისთვის უნდა წახვიდე, რომ იმ უშველებელ პანსიონში მოსამსახურედ დადგე? – გაკვირვებით, თუმცა არცთუ უკმაყოფილოდ შეხედა მისის მარჩმა.
"My dear, go out to service in that great boarding house!" and Mrs. March looked surprised, but not displeased.
206460.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– მთლად მოსამსახურეობაც არ იქნება: მისის კირკე შენი მეგობარია და ისეთი კეთილი ადამიანი, რომ ვიცი, ყოველნაირად შემიწყობს ხელს.
"It's not exactly going out to service, for Mrs. Kirke is your friend—the kindest soul that ever lived—and would make things pleasant for me, I know.