მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206461.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
პატიოსანი შრომაა და არ მრცხვენია. – არც მე, მაგრამ შენი მწერლობა?
"It's honest work, and I'm not ashamed of it." "Nor I. But your writing?"
206462.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ახალ რამეს ვნახავ და გავიგონებ, ახალ იდეებს დავაგროვებ და იქ თუნდაც ვერ მოვიცალო საწერად, აუარება მასალას ჩამოვიტან ჩემი სისულელეებისთვის.
I shall see and hear new things, get new ideas, and even if I haven't much time there, I shall bring home quantities of material for my rubbish.
206463.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ მითხარი, მხოლოდ ეგ არის შენი მოულოდნელი მოწადინების მიზეზი? – არა, დე. – სხვა მიზეზებსაც მეტყვი?
"I have no doubt of it, but are these your only reasons for this sudden fancy?" "No, Mother." "May I know the others?"
206464.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ჯომ აიხედა და ისევ დაიხედა, მერე კი, ერთბაშად ლოყებაწითლებულმა, ნელა თქვა:
Jo looked up and looked down, then said slowly, with sudden color in her cheeks.
206465.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– შეიძლება პატივმოყვარეობაა და არც უნდა ვამბობდე, მაგრამ... მე მგონი... ლორი მეტისმეტად მევლება თავს.
"It may be vain and wrong to say it, but—I'm afraid—Laurie is getting too fond of me".
206466.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– მაშ, შენ იმ გრძნობითვე არ პასუხობ, რა გრძნობაც იმას, აშკარად უჩნდება შენდამი?
"Then you don't care for him in the way it is evident he begins to care for you?"
206467.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
წინანდებურად მიყვარს ჩვენი კარგი ბიჭი და საამაყოდ მყავს, დანარჩენი კი გამორიცხულია.
I love the dear boy, as I always have, and am immensely proud of him, but as for anything more, it's out of the question."
206468.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– მიხარია, ჯო.
"I'm glad of that, Jo".
206469.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ მე თუ მკითხავ, ერთმანეთს არ შეეფერებით.
"Because, dear, I don't think you suited to one another.
206470.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– მეც სწორედ ეგ შეგრძნება მქონდა, ოღონდ ვერ გამოვთქვამდი.
That's just the feeling I had, though I couldn't express it.
206471.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ძალიან დავღონდები, გული რომ ვატკინო, არადა, რა ვქნა, მადლობის ნიშნად ხომ ვერ შევიყვარებ ჩვენს ძვირფას ბიჭს?
It would trouble me sadly to make him unhappy, for I couldn't fall in love with the dear old fellow merely out of gratitude, could I?"
206472.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– დარწმუნებული ხარ, რომ შენდამი გრძნობა აქვს?
"You are sure of his feeling for you?"
206473.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ჯოს კიდევ უფრო მოედო ლოყებზე სიწითლე და როცა პასუხს ეუბნებოდა, მის სახეზე ერთმანეთს შეერია სიამე, სიამაყე და ტკივილი – ყველა ყმაწვილქალი ასეთი იერით ლაპარაკობს პირველ თაყვანისმცემელზე: – მე მგონი, ჰო, დე.
The color deepened in Jo's cheeks as she answered, with the look of mingled pleasure, pride, and pain which young girls wear when speaking of first lovers, "I'm afraid it is so, Mother.
206474.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
თქმით ჯერ არაფერი უთქვამს, მაგრამ ვატყობ.
He hasn't said anything, but he looks a great deal.
206475.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– გეთანხმები და თუ წასვლა მოხერხდება, წადი.
"I agree with you, and if it can be managed you shall go".
206476.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ჩემი მთავარი საზრუნავი ახლა ემია, მაგრამ ის გონიერია და ეგ უშველის.
Amy is my chief care now, but her good sense will help her.
206477.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ბეთს რაც შეეხება, ერთადერთი იმედი მაქვს: ნეტავი, ჯანმრთელად იყოს.
For Beth, I indulge no hopes except that she may be well.
206478.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
სხვათა შორის, ეს ერთი-ორი დღე ცოტა გახალისებული ჩანს. ელაპარაკე? – ჰო, გამომიტყდა, სადარდელი მაქვსო და დამპირდა, მერე გეტყვიო.
By the way, she seems brighter this last day or two. Have you spoken to her?' "Yes, she owned she had a trouble, and promised to tell me by-and-by.
206479.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
მე აღარაფერი მითქვამს, მგონი, ისედაც ვიცი, – და ჯომ თავისი ვერსია უთხრა.
I said no more, for I think I know it," and Jo told her little story.
206480.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
მისის მარჩმა თავი გადააქნია და ესოდენ რომანტიკული თვალსაზრისი არ გაიზიარა, პირიქით, დაღონდა და გაუმეორა, ლორის სიკეთისთვის, ჯო, დროებით უნდა წახვიდეო.
Mrs. March shook her head, and did not take so romantic a view of the case, but looked grave, and repeated that for Laurie's sake Jo should go away for a time.