მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206481.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ბეთს უნდა ეგონოს, რომ თავის შესაქცევად მივდივარ, იმიტომ რომ ლორიზე ვერ დაველაპარაკები.
Beth must think I'm going to please myself, for I can't talk about Laurie to her.
206482.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
სამაგიეროდ, ჩემი წასვლის შემდეგ შეეძლება ეფეროს, ნუგეში სცეს და ამ რომანტიკული იდეისგან განკურნოს.
But she can pet and comfort him after I'm gone, and so cure him of this romantic notion.
206483.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
მას ათასი მსგავსი პატარ-პატარა განსაცდელი აქვს გამოვლილი და მიჩვეულია, ჰოდა, ამ სამიჯნურო ვაებასაც მალე გადაიტანს.
He's been through so many little trials of the sort, he's used to it, and will soon get over his lovelornity.
206484.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ჯო იმედიანად ლაპარაკობდა, მაგრამ ვერ იშორებდა ავ წინათგრძნობას: ეს „პატარა განსაცდელი“ სხვებზე მძიმე გამოდგებოდა და ლორი წინანდელივით იოლად ვერ გადაიტანდა ამ „სამიჯნურო ვაებას“.
Jo spoke hopefully, but could not rid herself of the foreboding fear that this "little trial" would be harder than the others, and that Laurie would not get over his "lovelornity" as easily as heretofore.
206485.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
გეგმა ოჯახურ საბჭოზე განიხილეს და მოიწონეს. მისის კირკემ მოიწერა, სიამოვნებით მივიღებ ჯოს და ვეცდები კარგად დავაბინავო.
The plan was talked over in a family council and agreed upon, for Mrs. Kirke gladly accepted Jo, and promised to make a pleasant home for her.
206486.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ჯოს ჭკუაში დაუჯდა ეს გეგმა და ერთი სული ჰქონდა, წასულიყო, რადგან მის დაუდეგარ ბუნებასა და თავგადასავლების მოყვარულ სულს უფრო და უფრო ევიწროებოდა მშობლიური ბუდე.
Jo liked the prospect and was eager to be gone, for the home nest was growing too narrow for her restless nature and adventurous spirit.
206487.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
როცა ყველაფერი გადაწყდა, შიშის კანკალით გააგებინა ლორის, მაგრამ მისდა გასაკვირად, იმას წარბიც არ შეხრია.
When all was settled, with fear and trembling she told Laurie, but to her surprise he took it very quietly.
206488.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ბოლო ხანებში ჩვეულებრივზე ფიქრიანი იყო, თუმცა საამურად იქცეოდა და როცა ხუმრობით ეტყოდნენ, ალბათ, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებო, დინჯად მიუგებდა: – ეგრეა და მინდა, ეს ფურცელი ასევე დარჩეს გადაშლილი.
He had been graver than usual of late, but very pleasant, and when jokingly accused of turning over a new leaf, he answered soberly, "So I am, and I mean this one shall stay turned".
206489.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
ჯოს გულზე ეფონებოდა, რომ ლორის მაინცდამაინც ახლა შემოუტია სათნოებამ და გულარხეინად ემზადებოდა, რადგან ბეთს ცოტა გახალისებას ატყობდა და იმედოვნებდა, რასაც ვაკეთებ, ყველასთვის სასიკეთო იქნებაო.
Jo was very much relieved that one of his virtuous fits should come on just then, and made her preparations with a lightened heart, for Beth seemed more cheerful, and hoped she was doing the best for all.
206490.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– მინდა, ერთ რამეს განსაკუთრებით მიხედო, – უთხრა დას წასვლის წინა საღამოს.
"One thing I leave in your especial care," she said, the night before she left.
206491.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– შენს ქაღალდებზე მეუბნები? – ჰკითხა ბეთმა. – არა, ჩემს ბიჭზე. კეთილად მოექეცი, კარგი?
"You mean your papers?" asked Beth. "No, my boy. Be very good to him, won't you?"
206492.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– მაშ, რას ვიზამ, მაგრამ შენს მაგივრობას ვერ გავუწევ, ძალიან მოაკლდები.
"Of course I will, but I can't fill your place, and he'll miss you sadly."
206493.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– ეგ არაფერს დაუშავებს; გახსოვდეს, შენს იმედად ვტოვებ: აწვალე, ეფერე და ლაგამამოდებული იყოლიე.
"It won't hurt him, so remember, I leave him in your charge, to plague, pet, and keep in order".
206494.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
– რახან მთხოვ, თავს არ დავზოგავ, – დაჰპირდა ბეთი და გაიფიქრა, ნეტავი ჯომ ასე უცნაურად რატომ შემომხედაო.
"I'll do my best, for your sake," promised Beth, wondering why Jo looked at her so queerly.
206495.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 9
დამშვიდობებისას ლორიმ მრავალმნიშვნელოვნად წასჩურჩულა.
When Laurie said good-by, he whispered significantly.
206496.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ჯოს დღიური.
JO'S JOURNAL.
206497.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მალე მზეც გამოვიდა, კარგ ნიშნად მეჩვენა, მეც გამოვიდარე და გულით ვისიამოვნე მგზავრობით.
Soon the sun came out, and taking it as a good omen, I cleared up likewise and enjoyed my journey with all my heart.
206498.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მისის კირკე ისე თბილად შემხვდა, თავი შინ მეგონა, არადა ეს დიდი პანსიონი უცნობებით არის სავსე.
Mrs. Kirke welcomed me so kindly I felt at home at once, even in that big house full of strangers.
206499.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ბავშვებთან ერთად უნდა ვჭამო, თუკი ეს მირჩევნია დიდ საერთო სასადილოს, და ჯერჯერობით მართლაც მირჩევნია, იმიტომ რომ მორცხვი ვარ, თუმცა ვინ დაიჯერებს!
I am to have my meals with the children, if I prefer it to the great table, and for the present I do, for I am bashful, though no one will believe it.
206500.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ჩემი ოთახები მუდამ ღიაა შენთვის, შენს ოთახს კი, რაც შემეძლება, მოგიმყუდროებ.
My rooms are always open to you, and your own shall be as comfortable as I can make it.