მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206501.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
თუ ხალხთან ყოფნას მოინდომებ, პანსიონში საამური ხალხიც მოიძებნება, საღამოობით კი მუდამ თავისუფალი იქნები.
There are some pleasant people in the house if you feel sociable, and your evenings are always free.
206502.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ჩაის ზარია! უნდა გავიქცე და ჩაჩი გამოვიცვალო, – და ფაციფუცით გაიქცა, მე კი დამტოვა, რომ ახალ ბუდეში დავბინავებულიყავი.
"There's the tea bell, I must run and change my cap." And off she bustled, leaving me to settle myself in my new nest.
206503.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ცოტა ხანში, დაბლა რომ ჩავდიოდი, ერთ რამეს შევესწარი და მომეწონა.
As I went downstairs soon after, I saw something I liked.
206504.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
რა კარგი ქნა, არა?
Wasn't it good of him?
206505.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მიყვარს ასეთი ადამიანები: მამა ხომ იტყვის ხოლმე, ხასიათი წვრილმანებში გამოჩნდებაო.
I like such things, for as Father says, trifles show character.
206506.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მისის კ.-სთან რომ ვახსენე ეს ამბავი, გაეცინა და თქვა: – პროფესორი ბეერი იქნებოდა.
When I mentioned it to Mrs. K., that evening, she laughed, and said, "That must have been Professor Bhaer".
206507.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მაინცდამაინც რომანტიკული ამბავი ვერ არის, მაგრამ დამაინტერესა და გამიხარდა, როცა გავიგე, რომ მისის კ.-ს გაკვეთილების ჩასატარებლად სასტუმრო ოთახი მიუქირავებია.
Not a very romantic story, but it interested me, and I was glad to hear that Mrs. K. lends him her parlor for some of his scholars.
206508.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ორმოც წელს აღარაფერი უკლია, ამიტომ ამით არაფერი დაშავდება, დე.
He's almost forty, so it's no harm, Marmee.
206509.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მას მერე, რაც ჩაი დავლიეთ და დავიდარაბით დავაძინე პატარა გოგონები, დიდ სახელსაქმო კალათას ვეტაკე და მთელი საღამო წყნარად გავატარე ახალ მეგობართან მასლაათში.
After tea and a go-to-bed romp with the little girls, I attacked the big workbasket, and had a quiet evening chatting with my new friend.
206510.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
წერილს დღიურივით დავწერ და კვირაში ერთხელ გამოგიგზავნით, ასე რომ ღამე მშვიდობისა, ხვალ გავაგრძელებ.
I shall keep a journal-letter, and send it once a week, so goodnight, and more tomorrow.
206511.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
საუზმის შემდეგ მოახლემ გარეთ გაასეირნა, მე კი, პატარა მეიბლისა არ იყოს, „დიდი მიზანდასახულობით“ ჩავუჯექი ჩემს საკერავს.
After luncheon, the girl took them out for a walk, and I went to my needlework like little Mabel "with a willing mind".
206512.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ის იყო, ბედს ვემადლიერებოდი, კიდევ კარგი, კილოების რიგიანად ამოხვევა ვიცი-მეთქი, რომ სასტუმრო ოთახის კარი გაიღო, მიიხურა და ვიღაც კაცი დიდი კრაზანასავით აზუზუნდა: Kennst du das Land.
I was thanking my stars that I'd learned to make nice buttonholes, when the parlor door opened and shut, and someone began to hum, Kennst Du Das Land, like a big bumblebee.
206513.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ვიცი, ძალიან დავაშავე, მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი, ავწიე მინის კარზე ჩამოფარებული ფარდის ერთი ბოლო და გავიჭყიტე.
It was dreadfully improper, I know, but I couldn't resist the temptation, and lifting one end of the curtain before the glass door, I peeped in.
206514.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
პროფესორი ბეერი იყო და სანამ წიგნებს ალაგებდა, კარგად შევათვალიერე.
Professor Bhaer was there, and while he arranged his books, I took a good look at him.
206515.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ნამდვილი გერმანელია – ჩასხმული ტანი, მთელ თავზე აბურძგნილი წაბლისფერი თმა, ხშირი წვერი, მოზრდილი ცხვირი, კეთილზე კეთილი თვალები და მშვენიერი, ჟღერადი ხმა, რომელიც საამოდ ხვდება ყურს ჩვენი მჭახე ან დაუდევარი ამერიკული ლუღლუღის შემდეგ.
A regular German—rather stout, with brown hair tumbled all over his head, a bushy beard, good nose, the kindest eyes I ever saw, and a splendid big voice that does one's ears good, after our sharp or slipshod American gabble.
206516.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
სერიოზული იერი ჰქონდა, თუმცა რაღაცას ღიღინებდა, ფანჯარასთან მივიდა, მზისკენ შეატრიალა სუმბულის ამონაყარი და ხელი გადაუსვა კატას, რომელიც ძველი მეგობარივით შეეგება.
He looked sober in spite of his humming, till he went to the window to turn the hyacinth bulbs toward the sun, and stroke the cat, who received him like an old friend.
206517.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მერე გაეღიმა და როცა კარზე დააკაკუნეს, მკვირცხლად და რიხიანად გასძახა: – Herein!
Then he smiled, and when a tap came at the door, called out in a loud, brisk tone, "Herein!"
206518.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
გაქცევას ვაპირებდი, რომ თვალი მოვკარი, ერთი ციდა ბავშვი შემოვიდა, დიდ წიგნს მოათრევდა და გავჩერდი, რა ხდებამეთქი.
I was just going to run, when I caught sight of a morsel of a child carrying a big book, and stopped, to see what was going on.
206519.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მაგიდასთან დასვა, გადაუშალა მისი მოტანილი დიდი ლექსიკონი, მისცა ფურცელი და ფანქარი და ისიც ბატიფეხურად შეუდგა წერას, დროდადრო ფურცელს გადაშლიდა და სიტყვის საპოვნელად პაწია პუტკუნა თითს ჩააყოლებდა ფურცელს, თანაც ისე სერიოზულად, რომ ლამის იყო, სიცილი წამსკდომოდა და თავი გამეცა, ხოლო მისტერ ბეერი იდგა, ლამაზ თმაზე ხელს უსვამდა და ისე მამაშვილურად დასცქეროდა, რომ ვიფიქრე, ალბათ შვილია-მეთქი, თუმცა ბავშვი ფრანგს უფრო ჰგავდა, ვიდრე – გერმანელს.
He put her up at the table, opened the great dictionary she had brought, and gave her a paper and pencil, and she scribbled away, turning a leaf now and then, and passing her little fat finger down the page, as if finding a word, so soberly that I nearly betrayed myself by a laugh, while Mr. Bhaer stood stroking her pretty hair with a fatherly look that made me think she must be his own, though she looked more French than German.
206520.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
შემებრალა საწყალი კაცი, და გოგოები რომ წავიდნენ, ერთხელაც შევიჭყიტე, აბა, როგორ გადაიტანა ეს ამბავი-მეთქი.
Poor man, I pitied him, and when the girls were gone, took just one more peep to see if he survived it.