მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206521.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
დაქანცული სკამის საზურგეს მისწოლოდა და თვალებდახუჭული იჯდა, სანამ საათმა ორი არ დარეკა, მერე კი წამოხტა, წიგნები ჯიბეებში ჩაილაგა, თითქოს მომდევნო გაკვეთილისთვის ემზადებაო, აიყვანა დივანზე ჩაძინებული პატარა ტინა და აჩქარებით გავიდა.
He seemed to have thrown himself back in his chair, tired out, and sat there with his eyes shut till the clock struck two, when he jumped up, put his books in his pocket, as if ready for another lesson, and taking little Tina who had fallen asleep on the sofa in his arms, he carried her quietly away.
206522.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მისის კირკემ მკითხა, ხუთზე სადილად დაბლა ხომ არ ჩამოხვალო და რაკი სახლი მენატრება, ვიფიქრე, ჩავალ-მეთქი, მხოლოდ იმიტომ რომ მენახა, რა ხალხთან ერთად ვცხოვრობ ერთ ჭერქვეშ.
Mrs. Kirke asked me if I wouldn't go down to the five o'clock dinner, and feeling a little bit homesick, I thought I would, just to see what sort of people are under the same roof with me.
206523.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ჰოდა, რიგიანად გამოვეწყვე და ვცადე, მისის კირკეს ამოფარებული შეუმჩნევლად შევმსხლტარიყავი სასადილოში, მაგრამ რაკი ის დაბალია და მე მაღალი, დამალვა არ გამომივიდა.
So I made myself respectable and tried to slip in behind Mrs. Kirke, but as she is short and I'm tall, my efforts at concealment were rather a failure.
206524.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
არა მგონია, ამათგან რომელიმესთან საქმის დაჭერა მომინდეს გარდა ერთი სანდომიანი გაუთხოვარი ლედისა.
I don't think I shall care to have much to do with any of them, except one sweetfaced maiden lady.
206525.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
სუფრის მთლად ბოლოში პროფესორი იჯდა და აქეთ მავან მოხუც, ერთობ ცნობისმოყვარე, ყრუ ჯენტლმენს ჩაჰყვიროდა პასუხებს, იქით კი ფილოსოფიაზე ემასლაათებოდა ვიღაც ფრანგს.
Cast away at the very bottom of the table was the Professor, shouting answers to the questions of a very inquisitive, deaf old gentleman on one side, and talking philosophy with a Frenchman on the other.
206526.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მე კი ეგ არ მაწუხებს, რადგან, ჰანას თქმისა არ იყოს, „მიყვარს, მადიან მჭამელებს რო უცქერ“, საბრალო კაცს კი, ალბათ, ბლომად საჭმელი სჭირდებოდა მას მერე, რაც მთელი დღე იმ ყეყეჩებს ჩასჩიჩინებდა.
I didn't mind, for I like "to see folks eat with a relish", as Hannah says, and the poor man must have needed a deal of food after teaching idiots all day.
206527.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ნასადილევს მაღლა რომ ავდიოდი, ჰოლის სარკეში ორი ყმაწვილკაცი შლაპებს ირგებდა; გავიგონე, ერთმა ხმადაბლა უთხრა მეორეს:
As I went upstairs after dinner, two of the young men were settling their hats before the hall mirror, and I heard one say low to the other:
206528.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
– აღმზრდელი თუ ვიღაც ასეთი.
"Governess, or something of that sort".
206529.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
– მერე, ჩვენს მაგიდასთან რა ჯანდაბა ესაქმება?
"What the deuce is she at our table for?"
206530.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
– მოხუცი ლედის ახლობელია.
"Friend of the old lady's".
206531.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მეჯავრება უფერული ხალხი!
I hate ordinary people!
206532.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ხუთშაბათი გუშინდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა – ბავშვები ვამეცადინე, ვკერე და ვწერე ჩემს პატარა ოთახში, სადაც ლამპისა და ღუმლის გამოისობით დიდი სიმყუდროვე სუფევს.
Thursday Yesterday was a quiet day spent in teaching, sewing, and writing in my little room, which is very cozy, with a light and fire.
206533.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ტინა ფრანგი ქალის შვილი ყოფილა, რომელიც აქვე მუშაობს და ფაქიზ თეთრეულს აუთოებს.
It seems that Tina is the child of the Frenchwoman who does the fine ironing in the laundry here.
206534.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
პატარას გულში ჩავარდნია მისტერ ბეერი და როცა კი შინ დაიგულებს, ლეკვივით ფეხდაფეხ დასდევს, იმასაც უხარია, იმიტომ რომ ძალიან უყვარს ბავშვები მიუხედავად იმისა, რომ „ბერბიჩა“ გახლავთ.
The little thing has lost her heart to Mr. Bhaer, and follows him about the house like a dog whenever he is at home, it delights him, as he is very fond of children, though a "bacheldore".
206535.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
გაუთხოვარი ქალბატონი მის ნორტონია, მდიდარი, კულტურული და კეთილი.
The maiden lady is a Miss Norton, rich, cultivated, and kind.
206536.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
დღეს სადილზე გამომელაპარაკა (დღესაც ჩავედი სადილად, ხალხის ყურებით ვერთობი) და თავის ოთახში მიმიპატიჟა.
She spoke to me at dinner today (for I went to table again, it's such fun to watch people), and asked me to come and see her at her room.
206537.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მშვენიერი წიგნები და სურათები აქვს, საინტერესო ხალხს იცნობს და ძალიან გულკეთილია, ჰოდა, მეც შევეცადე, თავი მომეწონებინა, იმიტომ რომ მინდა, „საზოგადოებაში“ გავერიო, თუმცა ეს „საზოგადოება“ მთლად ემის გემოვნებისა არ არის.
She has fine books and pictures, knows interesting persons, and seems friendly, so I shall make myself agreeable, for I do want to get into good society, only it isn't the same sort that Amy likes.
206538.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
გუშინ საღამოს სასტუმრო ოთახში ვიჯექი და მისტერ ბეერი შემოვიდა, მისის კირკეს გაზეთები შემოუტანა.
I was in our parlor last evening when Mr. Bhaer came in with some newspapers for Mrs. Kirke.
206539.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ის არ იყო, მაგრამ მინიმ, ამ პატარა დედაკაცმა, მშვენივრად გააცნო ჩემი თავი:
She wasn't there, but Minnie, who is a little old woman, introduced me very prettily.
206540.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
– დედას მეგობარია, მის მარჩი.
"This is Mamma's friend, Miss March".