მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206541.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
– დიახ, მხიარულია და ძალიან მოგვწონს, – დაუმატა კიტიმ.
"Yes, and she's jolly and we like her lots," added Kitty.
206542.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ეტყობა, კიდევ ბევრჯერ მეწერა მისი ნახვა: დღეს, გარეთ რომ გავდიოდი და მის კარს ჩავუარე, შემთხვევით ქოლგა მივარტყი.
It seems as if I was doomed to see a good deal of him, for today as I passed his door on my way out, by accident I knocked against it with my umbrella.
206543.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
კარი გაიღო და ხალათში გახვეული პროფესორი გამომეცხადა – ცალ ხელში დიდი, ლურჯი წინდა ეჭირა, მეორეში – საკემსავი ნემსი.
It flew open, and there he stood in his dressing gown, with a big blue sock on one hand and a darning needle in the other.
206544.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ოდნავაც არ შეცბუნებულა, და როცა ავუხსენი და სწრაფად გავაგრძელე გზა, წინდიანი ხელი დამიქნია და ხმამაღლა, მხიარულად მომაძახა:
He didn't seem at all ashamed of it, for when I explained and hurried on, he waved his hand, sock and all, saying in his loud, cheerful way...
206545.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
სიცილ-სიცილით ჩავიარე კიბე, მაგრამ თან, ცოტა არ იყოს, შემებრალა საწყალი კაცი, თვითონვე რომ უნდა მიხედოს თავის ტანისამოსს.
I laughed all the way downstairs, but it was a little pathetic, also to think of the poor man having to mend his own clothes.
206546.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ვიცი, გერმანელი მამაკაცები ქარგავენ, მაგრამ კემსვა მაინც სხვაა და, თან, არც მაინცდამაინც ლამაზი.
The German gentlemen embroider, I know, but darning hose is another thing and not so pretty.
206547.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
შაბათი ისეთი არაფერი მომხდარა, მოწერად რომ ღირდეს, თუ მის ნორტონთან სტუმრობას არ ჩავთვლით, რომელსაც ოთახი სავსე აქვს ლამაზლამაზი ნივთებით და თვითონაც მომხიბლავია – მთელი თავისი საგანძური დამათვალიერებინა და მთხოვა, ხანდახან ლექციებსა და კონცერტებზე ხომ ვერ გამომყვებით, თუკი გესიამოვნებათო.
Saturday Nothing has happened to write about, except a call on Miss Norton, who has a room full of pretty things, and who was very charming, for she showed me all her treasures, and asked me if I would sometimes go with her to lectures and concerts, as her escort, if I enjoyed them.
206548.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ისე მთხოვა, თითქოს ჩემი გაყოლით დიდ პატივს დავდებ, არადა, დარწმუნებული ვარ, მისის კირკე ეტყოდა ჩვენს ამბავს და იმანაც იმიტომ მთხოვა, რომ სიკეთე მიყოს.
She put it as a favor, but I'm sure Mrs. Kirke has told her about us, and she does it out of kindness to me.
206549.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ლუციფერივით ამპარტავანი კი ვარ, მაგრამ ასეთი ხალხის სიკეთე არ მამძიმებს და დიდი მადლობელი დავრჩი.
I'm as proud as Lucifer, but such favors from such people don't burden me, and I accepted gratefully.
206550.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
საბავშვო ოთახში რომ შევბრუნდი, სასტუმრო ოთახიდან ისეთი ღრიანცელი გამოდიოდა, მივედი და შევიხედე: მისტერ ბეერი ოთხზე იდგა, ტინა ზურგზე ეჯდა, კიტი კი სახტუნაოგამობმულს დაატარებდა, მინი კი კვლიავიან ნამცხვარს აჭმევდა ორ პატარა ბიჭს, რომლებიც სკამებისგან აგებულ გალიებში ღრიალებდნენ და მძვინვარებდნენ.
When I got back to the nursery there was such an uproar in the parlor that I looked in, and there was Mr. Bhaer down on his hands and knees, with Tina on his back, Kitty leading him with a jump rope, and Minnie feeding two small boys with seedcakes, as they roared and ramped in cages built of chairs.
206551.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
– შაბათობით დედა ნებას გვრთავს, რაც გინდათ, ის აკეთეთო, როცა ფრანცი და ემილი მოდიან ხოლმე, არა, მისტერ ბეერ? – თქვა მინიმ.
"Mamma always allows us to do what we like Saturday afternoon, when Franz and Emil come, doesn't she, Mr. Bhaer?" said Minnie.
206552.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მეც დავპირდი, მაგრამ კარი ღია დავტოვე და მათზე არანაკლებად ვტკბებოდი მხიარულებით, რადგან ამაზე დიდებულ ანცობას არ შევსწრებივარ.
I promised to do so, but left the door open and enjoyed the fun as much as they did, for a more glorious frolic I never witnessed.
206553.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ჯერ დაჭერობანა და ომობანა ითამაშეს, მერე იცეკვეს და იმღერეს, ხოლო როცა ჩამობნელდა, ყველანი დივანზე მოეწყვნენ, პროფესორს შემოეხვივნენ და იმან საოცარი ზღაპრები უამბო საკვამურების თავზე მცხოვრებ ყარყატებსა და პატარა „ქონდრისქაცებზე“, ციდან დაშვებულ ფიფქებზე ამხედრებულები რომ დაქრიან.
They played tag and soldiers, danced and sang, and when it began to grow dark they all piled onto the sofa about the Professor, while he told charming fairy stories of the storks on the chimney tops, and the little "koblods", who ride the snowflakes as they fall.
206554.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
რა იქნება, ამერიკელებიც გერმანელებივით უბრალონი და ბუნებრივნი იყვნენ!
I wish Americans were as simple and natural as Germans.
206555.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ჩემი პატარ-პატარა ამბები ძალიან უღიმღამო გამოჩნდება მისი ბრწყინვალე თავგადასავლების შემდეგ, მაგრამ ვიცი, შენ მაინც მოგეწონება.
My small news will sound very flat after her splendors, but you will like them, I know.
206556.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ნუთუ ტედი ისე გულმოდგინედ სწავლობს, რომ იმისთვისაც არ სცალია, მეგობრებს წერილი მისწეროს?
Is Teddy studying so hard that he can't find time to write to his friends?
206557.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
კარგად მიმიხედე, ბეთ, პატარების ამბები მომწერე და ყველას დიდი მოკითხვა გადაეცი. თქვენი ერთგული ჯოსგან.
Take good care of him for me, Beth, and tell me all about the babies, and give heaps of love to everyone. From your faithful Jo.
206558.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
P.S. გადავიკითხე წერილი და ერთობ „ბეერული“ მეჩვენა, მაგრამ მე ხომ მუდამ მაინტერესებს უცნაური ხალხი, თანაც სხვა მართლა არაფერი მაქვს მოსაწერი. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
P.S. On reading over my letter, it strikes me as rather Bhaery, but I am always interested in odd people, and I really had nothing else to write about. Bless you!
206559.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
დეკემბერი ჩემო ძვირფასო ბეტსი! რაკი ეს წერილი დიდი აბდაუბდა რამ იქნება, შენ გწერ – იქნებ გაგართოს და წარმოდგენა შეგიქმნას ჩემს ახლანდელ ყოფაზე, რომელიც მართალია, წყნარია, მაგრამ მაინც საინტერესო, ამიტომაც – გიხაროდენ!
DECEMBER My Precious Betsey, As this is to be a scribble-scrabble letter, I direct it to you, for it may amuse you, and give you some idea of my goings on, for though quiet, they are rather amusing, for which, be joyful!
206560.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ისინი ისე არ მაინტერესებს, როგორც ტინა და ბიჭები, მაგრამ რაც მავალია, არ ვაკლებ და იმათაც ვუყვარვარ.
They are not so interesting to me as Tina and the boys, but I do my duty by them, and they are fond of me.