მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206561.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ჩვენ უკვე კარგი მეგობრები ვართ და მეც მიტარებს გაკვეთილებს.
We are very good friends now, and I've begun to take lessons.
206562.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
უარი ვერ ვუთხარი და თანაც ყველაფერი ისე უცნაურად მოხდა, უნდა გიამბო.
I really couldn't help it, and it all came about in such a droll way that I must tell you.
206563.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
თავიდან რომ შევუდგე, ერთ დღეს, მისტერ ბეერის ოთახს მაშინ ჩავუარე, როცა იქაურობას მისის კირკე ალაგებდა. დამიძახა და მითხრა: – ასეთი ბუნაგი სადმე თუ გინახავს, ჩემო კარგო?
To begin at the beginning, Mrs. Kirke called to me one day as I passed Mr. Bhaer's room where she was rummaging. "Did you ever see such a den, my dear?
206564.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
შემოდი და ეს წიგნები თავის ადგილზე დამალაგებინე: აქაურობა თავდაყირა დავაყენე იმის გარკვევაში, რა უყო ექვსი ახალი ცხვირსახოცი? ამ ცოტა ხნის წინ მივეცი.
Just come and help me put these books to rights, for I've turned everything upside down, trying to discover what he has done with the six new handkerchiefs I gave him not long ago".
206565.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
შევედი და სანამ ვმუშაობდით, მივიხედ-მოვიხედე: მართლაც რომ ბუნაგი იყო.
I went in, and while we worked I looked about me, for it was "a den" to be sure.
206566.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ყველგან წიგნები და ფურცლები, გატეხილი ხვართქლის ჩიბუხი, ბუხრის თავზე – ძველი, თითქოსდა გამოუსადეგარი ფლეიტა; ერთ რაფაზე გაბრდღვნილი, უკუდო ჩიტი ჭიკჭიკებდა, მეორეზე კი თეთრთაგვებიანი კოლოფი იწონებდა თავს.
Books and papers everywhere, a broken meerschaum, and an old flute over the mantlepiece as if done with, a ragged bird without any tail chirped on one window seat, and a box of white mice adorned the other.
206567.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ხელნაწერებში არეულიყო ხისგან გამოთლილი დაუმთავრებელი ნავები და თასმების ნაგლეჯები, ცეცხლთან პატარა, სველი წაღები შრებოდა და, საერთოდ, მთელ ოთახში შეინიშნებოდა კვალი გულით საყვარელი ბიჭებისა, რომელთა მონადაც გადაიქცია თავი მისტერ ბეერმა.
Halffinished boats and bits of string lay among the manuscripts. Dirty little boots stood drying before the fire, and traces of the dearly beloved boys, for whom he makes a slave of himself, were to be seen all over the room.
206568.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
დიდი ძებნა-ქექვის შემდეგ სამი დაკარგული ცხვირსახოცი ვიპოვეთ: ერთი – ჩიტის გალიაზე გადაფარებული, მეორე – მელნით დასვრილი და მესამე კი – ალანძული.
After a grand rummage three of the missing handkerchiefs were found, one over the bird cage, one covered with ink, and a third burned brown.
206569.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
– ოჰ, რა კაცია! – გაეცინა გულკეთილ მისის კ.-ს და ეს ნარჩენები ნაკუწების პარკში ჩაიდო, – დანარჩენები, ალბათ, დახია და ან გემის აღსაკაზმად მოიხმარა ან გაჭრილი თითის შესახვევად და ან ფრანის კუდებად.
"Such a man!" laughed good-natured Mrs. K., as she put the relics in the rag bay. "I suppose the others are torn up to rig ships, bandage cut fingers, or make kite tails".
206570.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
საშინელებაა, მაგრამ როგორ ვუსაყვედურო: გულმავიწყია, გულკეთილი და ის ბიჭები ხომ მთლად თავზე ჰყავს დასმული!
It's dreadful, but I can't scold him. He's so absent-minded and goodnatured, he lets those boys ride over him roughshod.
206571.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ჰოდა, ყველაფერი მივულაგე და ორ წყვილ წინდაზე ქუსლებიც გამოვუქსოვე, იმიტომ რომ ისე უცნაურად დაეკემსა, ფორმა ჰქონდათ დაკარგული.
So I have got his things in order, and knit heels into two pairs of the socks, for they were boggled out of shape with his queer darns.
206572.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
პროფესორისთვის არაფერი გვითქვამს და იმედი მქონდა, ვერც ვერასოდეს მიხვდებოდა, მაგრამ წინა კვირას წამასწრო.
Nothing was said, and I hoped he wouldn't find it out, but one day last week he caught me at it.
206573.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მისი გაკვეთილების ყურისგდება ისე მაინტერესებს და მართობს, რომ მეც მომინდა სწავლა, რაკი ტინა ხშირ-ხშირად შემორბის და გარბის, კარს ღიას ტოვებს და მეც მესმის.
Hearing the lessons he gives to others has interested and amused me so much that I took a fancy to learn, for Tina runs in and out, leaving the door open, and I can hear.
206574.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
სწორედ ამ კართან ვიჯექი, ბოლო წინდას ვამთავრებდი და ვცდილობდი გამეგო, რა უთხრა ახალ მოწაფეს, რომელიც ჩემსავით გონებაჩლუნგია.
I had been sitting near this door, finishing off the last sock, and trying to understand what he said to a new scholar, who is as stupid as I am.
206575.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ბეჯითად ვბუტბუტებდი, რომელიღაც ზმნას ვიმეორებდი და უაზროდ ვირწეოდი საქანელა სავარძელში, როცა ხმადაბალი ჩხავილი მომესმა, ავიხედე და რას ვხედავ: მისტერ ბეერი დამდგომია თავზე და ჩუმ-ჩუმად ეცინება, თანაც ტინას ანიშნებს, არ გამცეო.
I was busily gabbling over a verb, and rocking to and fro in a most absurd way, when a little crow made me look up, and there was Mr. Bhaer looking and laughing quietly, while he made signs to Tina not to betray him.
206576.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
– დიახ, მაგრამ თქვენ მოუცლელი ხართ, მე კი – ჩერჩეტი და ვერ ვისწავლი, – წავილუღლუღე და იორდასალამივით გავწითლდი.
"Yes, but you are too busy. I am too stupid to learn," I blundered out, as red as a peony.
206577.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
– დროსაც ვიშოვნით და არც ნიჭის პოვნა გაგვიჭირდება.
We will make the time, and we fail not to find the sense.
206578.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ამის მერე რაღა მეთქმოდა, და რადგანაც ასეთი მშვენიერი შესაძლებლობა მომეცა, მოვრიგდით და დავიწყეთ.
Of course I couldn't say anything after that, and as it really is a splendid opportunity, I made the bargain, and we began.
206579.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ოთხი გაკვეთილი ჩამიტარა, რის შემდეგაც გრამატიკის ჭაობში ჩავრჩი.
I took four lessons, and then I stuck fast in a grammatical bog.
206580.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
პროფესორი დიდი მოთმინებით მექცეოდა, მაგრამ ალბათ ძალიან იტანჯებოდა და დროდადრო ისეთი სიბრალულნარევი სასოწარკვეთით შემომხედავდა, რომ აღარ ვიცოდი, მეცინა თუ მეტირა.
The Professor was very patient with me, but it must have been torment to him, and now and then he'd look at me with such an expression of mild despair that it was a toss-up with me whether to laugh or cry.