მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206581.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ერთიც ვცადე და მეორეც, ხოლო როცა საქმე იქამდე მივიდა, რომ გულმოკლული და გაუბედურებული ავსრუტუნდი, პროფესორმა გრამატიკის წიგნი იატაკზე მოისროლა და ოთახიდან გავიდა.
I tried both ways, and when it came to a sniff or utter mortification and woe, he just threw the grammar on to the floor and marched out of the room.
206582.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
სამარადისოდ შერცხვენილი და მიტოვებული მეგონა თავი, მაგრამ პროფესორს ოდნავაც არაფერს ვაბრალებდი. ის იყო, ჩემი ფურცლების მოქუჩება დავიწყე – ზევით ავქანდები და თავს ერთი კარგად შევიჯანჯღარებ-მეთქი, რომ შემობრუნდა, ისეთი გამოცოცხლებულ-გაბრწყინებული იყო, თითქოს დიდებით შევმოსილიყავი.
I felt myself disgraced and deserted forever, but didn't blame him a particle, and was scrambling my papers together, meaning to rush upstairs and shake myself hard, when in he came, as brisk and beaming as if I'd covered myself in glory.
206583.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
– აბა, ახლებურად ვცადოთ. მე და თქვენ ერთად ცავიქითხავთ ამ ფათარა საამურ märchen-ს და თავს დავანებებთ ქექვას იმ მშრალ ციგნში, რომელსაც ქუთხეში დავაღენებ, რაქი ასე შეგვაცუხა.
"Now we shall try a new way. You and I will read these pleasant little marchen together, and dig no more in that dry book, that goes in the corner for making us trouble".
206584.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ისე ალერსიანად ლაპარაკობდა და ისე მაცდუნებლად გადამიშალა ჰანს ანდერსენის ზღაპრები, რომ სირცხვილით დავიწვი და ისე სამკვდრო-სასიცოცხლოდ შევერკინე წიგნს, რომ პროფესორს შევატყვე, ძალიან გახალისდა.
He spoke so kindly, and opened Hans Anderson's fairy tales so invitingly before me, that I was more ashamed than ever, and went at my lesson in a neck-or-nothing style that seemed to amuse him immensely.
206585.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მორცხვობა გვერდზე გადავდე და თავგამოდებით შევუდექი ჯაფას (სხვა სიტყვა აქ არ ივარგებს), გრძელ სიტყვებზე ვბორძიკობდი, გამოთქმით ისე გამოვთქვამდი, როგორც იმწამს მიკარნახებდა გული და, ერთი სიტყვით, თავს არ ვზოგავდი.
I forgot my bashfulness, and pegged away (no other word will express it) with all my might, tumbling over long words, pronouncing according to inspiration of the minute, and doing my very best.
206586.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
პირველი გვერდი რომ ჩავათავე და სულის მოსათქმელად შევჩერდი, პროფესორმა ტაში შემოჰკრა და, როგორც იცის ხოლმე, გულიანად წამოიძახა:
When I finished reading my first page, and stopped for breath, he clapped his hands and cried out in his hearty way.
206587.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ბედად, ეს ზღაპარი „ყოჩაღი კალის ჯარისკაცი“ იყო, რომელიც, შენც ხომ იცი, სასაცილოა და შემეძლო მეცინა, ჰოდა ვიცინოდი, თუმცა წაკითხულიდან ნახევარი არ მესმოდა; ის ისეთი სერიოზული იყო, მე – ისეთი აღელვებული, ეს ყველაფერი ერთად კი – ისეთი კომიკური, რომ თავს ვერ ვიკავებდი.
Fortunately the story was The Constant Tin Soldier, which is droll, you know, so I could laugh, and I did, though I didn't understand half he read, for I couldn't help it, he was so earnest, I so excited, and the whole thing so comical.
206588.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ამის მერე საქმე უკეთესად წავიდა და ახლა, რასაც მავალებს, საკმაოდ კარგად ვკითხულობ, რადგან სწავლების ასეთ ხერხი სწორედ საჩემოა და ვხედავ, რომ გრამატიკა ისეა შერეული ზღაპრებსა და ლექსებში, როგორც წამალი – მურაბაში.
After that we got on better, and now I read my lessons pretty well, for this way of studying suits me, and I can see that the grammar gets tucked into the tales and poetry as one gives pills in jelly.
206589.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მე ძალიან მომწონს, იმას კი, ვერ ვატყობ, რომ მობეზრებოდეს. რა კარგს შვრება, არა?
I like it very much, and he doesn't seem tired of it yet, which is very good of him, isn't it?
206590.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
საშობაოდ რამე უნდა ვაჩუქო, იმიტომ რომ ფულს ვერ შევკადრებ.
I mean to give him something on Christmas, for I dare not offer money.
206591.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
რამე კარგი მირჩიე, დე.
Tell me something nice, Marmee.
206592.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მიხარია, რომ ლორი ხალისიანი და საქმიანი ჩანს, რომ თამბაქოს წევას თავი მიანება და თმას იზრდის.
I'm glad Laurie seems so happy and busy, that he has given up smoking and lets his hair grow.
206593.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ხედავ, ბეთი ჩემზე კარგად იმორჩილებს.
You see Beth manages him better than I did.
206594.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
არ ვეჭვიანობ, ჩემო კარგო. ცდას ნუ დააკლებ, ოღონდ მთლად წმინდანადაც არ გადააქციო.
I'm not jealous, dear, do your best, only don't make a saint of him.
206595.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მე მგონი, არ მომეწონებოდა, თუ ადამიანური ურჩობის გემო მოაკლდებოდა.
I'm afraid I couldn't like him without a spice of human naughtiness.
206596.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ჩემი წერილების ნაწყვეტები წაუკითხე ხოლმე.
Read him bits of my letters.
206597.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მეტის საწერად არ მცალია, ასე რომ ეგეც იკმარებს.
I haven't time to write much, and that will do just as well.
206598.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მადლობა ღმერთს, ბეთი ისევ მშვიდობიანად არის.
Thank Heaven Beth continues so comfortable.
206599.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
იანვარი ახალ წელს გილოცავთ, მრავალს დაესწარით ყველანი, ჩემო საყვარელო ოჯახო, ცხადია, მისტერ ლ.-ისა და ყმაწვილკაცის, სახელად ტედის, ჩათვლით.
JANUARY A Happy New Year to you all, my dearest family, which of course includes Mr. L. and a young man by the name of Teddy.
206600.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
სიტყვით ვერ გამომითქვამს, როგორ გამახარა თქვენმა საშობაო ამანათმა. გვიან საღამოს მივიღე, როცა იმედი უკვე დაკარგული მქონდა.
I can't tell you how much I enjoyed your Christmas bundle, for I didn't get it till night and had given up hoping.