მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206601.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
თქვენი წერილი დილით მომივიდა, ამანათი კი არ გიხსენებიათ, სიურპრიზს მიმზადებდით; ჰოდა, იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან როგორღაც სულ მეგონა, არ დამივიწყებდით.
Your letter came in the morning, but you said nothing about a parcel, meaning it for a surprise, so I was disappointed, for I'd had a "kind of feeling" that you wouldn't forget me.
206602.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
საღამოს, ნაჩაიევს, ცოტა არ იყოს, დაღონებული ვიჯექი ჩემს ოთახში და როცა დიდი, ტალახმიწუწული, შელახული ამანათი შემომიტანეს, გულში ჩავიხუტე და კუნტრუშს მოვყევი.
I felt a little low in my mind as I sat up in my room after tea, and when the big, muddy, battered-looking bundle was brought to me, I just hugged it and pranced.
206603.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ისეთი ოჯახური და გასახარი იყო, რომ დავჯექი იატაკზე და ვკითხულობდი, ვათვალიერებდი, თან კი ვჭამდი, ვიცინოდი და ვტიროდი, ისე სულელურად, მე რომ ვიცი.
It was so homey and refreshing that I sat down on the floor and read and looked and ate and laughed and cried, in my usual absurd way.
206604.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
შიგ სწორედ ის დამიხვდა, რაც მინდოდა და რა კარგია, რომ ყველაფერი ხელნაკეთი იყო და არა – ნაყიდი.
The things were just what I wanted, and all the better for being made instead of bought.
206605.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ბეთის ახალი „სამელნე წინსაფარი“ დიდებულია, ჰანას კოლოფი – ხმელი ჯანჯაფილიანი ნამცხვრები – საგანძური იქნება.
Beth's new "ink bib" was capital, and Hannah's box of hard gingerbread will be a treasure.
206606.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
აუცილებლად ჩავიცვამ შენს გამოგზავნილ მშვენიერ თბილ საცვლებს, დე, და მამას მონიშნულ წიგნებსაც წავიკითხავ.
I'll be sure and wear the nice flannels you sent, Marmee, and read carefully the books Father has marked.
206607.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
წიგნებზე გამახსენდა: ამ მხრივ ვმდიდრდები, საახალწლოდ მისტერ ბეერმა შექსპირის მშვენიერი ტომი მაჩუქა.
Speaking of books reminds me that I'm getting rich in that line, for on New Year's Day Mr. Bhaer gave me a fine Shakespeare.
206608.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
სწორედ ის, რომელსაც თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა, საპატიო ადგილას ედო – გერმანული ბიბლიის, პლატონის, ჰომეროსისა და მილტონის გვერდით – და რომელსაც ხშირად შევცქეროდი აღტაცებით.
It is one he values much, and I've often admired it, set up in the place of honor with his German Bible, Plato, Homer, and Milton.
206609.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა, როცა ჩამოიტანა, გადაშალა და წარწერა მაჩვენა: ჩემი სახელი ეწერა და „ჩემი მეგობარი ფრიდრიხ ბეერი“ მჩუქნიდა.
So you may imagine how I felt when he brought it down, without its cover, and showed me my own name in it, "from my friend Friedrich Bhaer".
206610.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
– ხშირად ამბობთ, ნეტავი ბიბლიოთეკა მქონდესო. ჰოდა, აი ბიბლიოთეკას გჩუქნით, იმიტომ რომ ამ თავსახურავის (ყდა იგულისხმა) შიგნით ერთ წიგნში ბევრი წიგნია მოქცეული.
"You say often you wish a library. Here I gif you one, for between these lids (he meant covers) is many books in one.
206611.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
რაც შემეძლო, მადლობა ვუხადე და ახლა ისე ვლაპარაკობ „ჩემს ბიბლიოთეკაზე“, თითქოს ასი წიგნი მქონდეს.
I thanked him as well as I could, and talk now about "my library", as if I had a hundred books.
206612.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
წინათ არ ვიცოდი, რამდენ რამეს იპოვიდა კაცი შექსპირის პიესებში, მაგრამ წინათ ხომ ბეერი არ მყოლია, რომ აეხსნა.
I never knew how much there was in Shakespeare before, but then I never had a Bhaer to explain it to me.
206613.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მის საშინელ გვარზე არ გაგეცინოთ.
Now don't laugh at his horrid name.
206614.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
არც Bear-ად გამოითქმის და არც Beer- ად, როგორც აქ ეძახიან, არამედ რაღაც საშუალოა ამ ორს შორის, რის გამოთქმასაც მხოლოდ გერმანელები ახერხებენ.
It isn't pronounced either Bear or Beer, as people will say it, but something between the two, as only Germans can give it.
206615.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მიხარია, რომ ორივეს მოგწონთ, რასაც მის თაობაზე გიყვებით ხოლმე და იმედი მაქვს, ოდესმე გაიცნობთ.
I'm glad you both like what I tell you about him, and hope you will know him some day.
206616.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
დედას მისი კეთილი გული მოეწონება, მამას კი – ჭკვიანი თავი.
Mother would admire his warm heart, Father his wise head.
206617.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მე ერთითაც აღტაცებული ვარ და მეორითაც და ვგრძნობ, როგორ გამამდიდრა ჩემმა ახალმა „მეგობარმა ფრიდრიხ ბეერმა“.
I admire both, and feel rich in my new "friend Friedrich Bhaer".
206618.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
რაკი არც ფული მაქვს ბევრი და არც ვიცოდი, რა უყვარს, ორიოდე წვრილმანი ვუყიდე და ოთახში დავუდე, რომ მოულოდნელად ეპოვა.
Not having much money, or knowing what he'd like, I got several little things, and put them about the room, where he would find them unexpectedly.
206619.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ისეთი შევკერე, ბეთმა რომ გამოიგონა – დიდი, სქელტანა პეპელა, შავ-ყვითელი ფრთებით, შალის ულვაშებითა და მძივის თვალებით.
I made it like those Beth invented, a big butterfly with a fat body, and black and yellow wings, worsted feelers, and bead eyes.
206620.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ძალიან გამიხარდა. საახალწლოდ მასკარადი გამართეს და იმხიარულეს.
I was so glad of that. They got up a masquerade, and had a gay time New Year's Eve.