მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206621.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მე ჩასვლას არ ვაპირებდი – კაბა არ მქონდა და იმიტომ – მაგრამ ბოლო წუთს მისის კირკეს ძველი ფარჩის კაბა გაახსენდა, მის ნორტონმა კი მაქმანი და ბუმბულები მათხოვა.
I didn't mean to go down, having no dress. But at the last minute, Mrs. Kirke remembered some old brocades, and Miss Norton lent me lace and feathers.
206622.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ჰოდა, მისის მალაპროპივით გამოვეწყვე და ნიღაბაფარებული შევნარნარდი.
So I dressed up as Mrs. Malaprop, and sailed in with a mask on.
206623.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ვერავინ მიცნო, რაკი ხმა შევიცვალე და არავის უფიქრია, რომ ჩუმ, ქედმაღალ მის მარჩს (მეტ წილ ხალხს ძალიან მკაცრი და ცივი ვგონივარ და ვარ კიდევაც თავდაჯერებული არარაობათათვის) ჩაცმა-დახურვა და ცეკვა შეეძლებოდა და „ისე ამავსეს ეპიტაფიებით, როგორც ნილოსის ნაპირებია სავსე ალეგორიებით“.
No one knew me, for I disguised my voice, and no one dreamed of the silent, haughty Miss March (for they think I am very stiff and cool, most of them, and so I am to whippersnappers) could dance and dress, and burst out into a "nice derangement of epitaphs, like an allegory on the banks of the Nile".
206624.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მშვენივრად გავერთე და როცა ნიღბები მოვიძვრეთ, ისე მომაშტერდნენ, ძალიან ვიხალისე.
I enjoyed it very much, and when we unmasked it was fun to see them stare at me.
206625.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
გავიგონე, ერთი ყმაწვილკაცი მეორეს ეუბნებოდა, ვიცოდი, მსახიობი გამოდგებოდა, ის კი არა, მგონი, მინახავს კიდევ რომელიღაც პატარა თეატრშიო.
I heard one of the young men tell another that he knew I'd been an actress, in fact, he thought he remembered seeing me at one of the minor theaters.
206626.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
მეგი დააფასებს ამ ხუმრობას.
Meg will relish that joke.
206627.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ასე, რომ ახალ წელს მაინც მხიარულად შევხვდი, მერე კი, როცა ჩემს ოთახში ასულმა ძველ წელს გონების თვალი გადავავლე, ვიგრძენი, რომ რაღაც მაინც გამომივიდა, მიუხედავად ბევრი მარცხისა, რადგან ახლა მუდამ მხნედ ვარ, მუშაობა მეხალისება, წინანდელზე უფრო მაინტერესებს სხვები და ყოველივე ეს კმაყოფილებას მანიჭებს.
I had a very happy New Year, after all, and when I thought it over in my room, I felt as if I was getting on a little in spite of my many failures, for I'm cheerful all the time now, work with a will, and take more interest in other people than I used to, which is satisfactory.
206628.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 10
ყველას ღმერთი გფარავდეთ! მუდამ თქვენი მოყვარული... ჯო.
Bless you all! Ever your loving... Jo.
206629.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მიზანი, რომლითაც ახლა მთლიანად იყო გამსჭვალული, სრულიად ბუნებრივია ღარიბი და მიზანსწრაფული გოგოსთვის, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად მაინცდამაინც საუკეთესო გზები ვერ აირჩია.
The purpose which now took possession of her was a natural one to a poor and ambitious girl, but the means she took to gain her end were not the best.
206630.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
უნდოდა, სახლი კეთილმოწყობილი გაეხადა, ყველაფერი მიეცა ბეთისთვის, რაც იმას მოუნდებოდა – ზამთარში მარწყვით დაწყებული და საძინებელში მომცრო ორგანით დამთავრებული, თვითონ უცხოეთში წასულიყო და მუდამ იმაზე მეტი შეძლება ჰქონოდა, ვიდრე აუცილებელია, რათა იმის ფუფუნება მისცემოდა, რომ ქველმოქმედება გაეწია – რამდენი წელია, ეს იყო ჯოს სანუკვარი ოცნება.
The dream of filling home with comforts, giving Beth everything she wanted, from strawberries in winter to an organ in her bedroom, going abroad herself, and always having more than enough, so that she might indulge in the luxury of charity, had been for years Jo's most cherished castle in the air.
206631.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
იმ უკვდავი პერსონაჟისა არ იყოს, მანაც შეისვენა პირველი ცდის შემდეგ, რაც ზღაპარში, თუ სწორად მახსოვს, დაბლა დანარცხებითა და გოლიათის ყველაზე ნაკლებად ღირებული საგანძურის მიღებით დასრულდა.
Like that immortal hero, she reposed awhile after the first attempt, which resulted in a tumble and the least lovely of the giant's treasures, if I remember rightly.
206632.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
სენსაციური ისტორიების წერას მიჰყო ხელი, რადგან იმ „ბნელ ხანაში“ ყოველმხრივ უზადო ამერიკაც კი სისულელეებს კითხულობდა.
She took to writing sensation stories, for in those dark ages, even all-perfect America read rubbish.
206633.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
კრინტი არავისთან დაუძრავს, ხელდახელ შეთხზა „წარმტაცი ისტორია“ და თვითონვე თამამად წაუღო მისტერ დეშვუდს, „ყოველკვირეული ვულკანის“ რედაქტორს.
She told no one, but concocted a "thrilling tale", and boldly carried it herself to Mr. Dashwood, editor of the Weekly Volcano.
206634.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მართალია, Sartor Resartus არ წაეკითხა, მაგრამ ქალურმა ალღომ უთხრა, რომ ბევრ ადამიანზე სამოსი უფრო დიდ ზემოქმედებას ახდენს, ვიდრე ხასიათის ღირსებანი თუ მანერების ჯადო.
She had never read Sartor Resartus, but she had a womanly instinct that clothes possess an influence more powerful over many than the worth of character or the magic of manners.
206635.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ამიტომაც, ჩაიცვა, რაც საუკეთესო გააჩნდა; თავი დააჯერა, რომ არც ღელავდა და არც ნერვიულობდა; თამამად აიარა ბნელი, ბინძური კიბის ორი მარში და თავი ამოყო არეულდარეულ ოთახში, სიგარის კვამლის ღრუბელსა და სამი ჯენტლმენის საზოგადოებაში, რომელთაც გაშოტილი ფეხები მაგიდაზე, საკუთარ შლაპებზე ბევრად მაღლა დაელაგებინათ და მის გამოჩენაზე არც კი იკადრეს ამ თავსამკაულის მოხდა.
So she dressed herself in her best, and trying to persuade herself that she was neither excited nor nervous, bravely climbed two pairs of dark and dirty stairs to find herself in a disorderly room, a cloud of cigar smoke, and the presence of three gentlemen, sitting with their heels rather higher than their hats, which articles of dress none of them took the trouble to remove on her appearance.
206636.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ასეთი დახვედრით, ცოტა არ იყოს, შეცბუნებული ჯო ყოყმანით გაჩერდა ზღურბლზე და დიდ უხერხულობაში ჩავარდნილმა წაიბუტბუტა:
Somewhat daunted by this reception, Jo hesitated on the threshold, murmuring in much embarrassment...
206637.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– უკაცრავად, „ყოველკვირეული ვულკანის“ რედაქციას ვეძებ. მისტერ დეშვუდის ნახვა მინდოდა.
"Excuse me, I was looking for the Weekly Volcano office. I wished to see Mr. Dashwood".
206638.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჯო მიხვდა, ამ ვითარებას თავი როგორმე უნდა გავართვაო და თავისი ხელნაწერი გაუწოდა, თანაც რის ვაივაგლახით, ნაწილნაწილ ამოღერღა ამ შემთხვევისთვის საგულდაგულოდ მომზადებული პატარა სიტყვა, ამასთან ყოველ წინადადებაზე უფრო და უფრო მეტად წითლდებოდა:
Feeling that she must get through the matter somehow, Jo produced her manuscript and, blushing redder and redder with each sentence, blundered out fragments of the little speech carefully prepared for the occasion.
206639.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– მეგობარმა მთხოვა, თქვენთვის მოთხრობა... შემომეთავაზებინა... უბრალოდ, საცდელად... თქვენი აზრი აინტერესებს... თუ გამოგადგებათ, სიამოვნებით დაწერს კიდევ.
"A friend of mine desired me to offer—a story—just as an experiment— would like your opinion—be glad to write more if this suits".
206640.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
სანამ ის ამ ბუტბუტსა და გაწითლებაში იყო, მისტერ დეშვუდმა გამოართვა ხელნაწერი, ორი კარგა ჭუჭყიანი თითით გადაფურცლა და კრიტიკულად გადაჰკრა თვალი ჩაწიკწიკებულ ფურცლებს.
While she blushed and blundered, Mr. Dashwood had taken the manuscript, and was turning over the leaves with a pair of rather dirty fingers, and casting critical glances up and down the neat pages.