მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206641.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– პირველი ცდა არ უნდა იყოს, ხომ? – წაილაპარაკა, რაკი შენიშნა, რომ ფურცლები დანომრილი იყო, მხოლოდ ცალ გვერდზე ნაწერი და არც ლენტით შეეკრათ, რაც ახალბედობის უტყუარი ნიშანია.
"Not a first attempt, I take it?" observing that the pages were numbered, covered only on one side, and not tied up with a ribbon—sure sign of a novice.
206642.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– არა, სერ. ცოტა გამოცდილება აქვს, პრიზი მიიღო მოთხრობისთვის „ბლარნისტოუნის ალამი“.
"No, sir. She has had some experience, and got a prize for a tale in the Blarneystone Banner".
206643.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მისტერ დეშვუდმა სწრაფი მზერა ესროლა, რომელმაც, თითქოს ყველაფერი დააფიქსირა, რაც ჯოს ეცვა და ეხურა – თავსაბურავის ლენტით დაწყებული და ჩექმების ღილებით დამთავრებული.
Mr. Dashwood gave Jo a quick look, which seemed to take note of everything she had on, from the bow in her bonnet to the buttons on her boots.
206644.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– შეგიძლიათ დატოვოთ, თუ გნებავთ.
Well, you can leave it, if you like.
206645.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
დღესდღეობით ასეთი თხზულებები იმდენი გვაქვს, არ ვიცით, რა მოვუხერხოთ, მაგრამ მაინც გადავავლებ თვალს და მომავალ კვირაში მოგახსენებთ პასუხს.
We've more of this sort of thing on hand than we know what to do with at present, but I'll run my eye over it, and give you an answer next week.
206646.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჯოს სულაც არ უნდოდა ხელნაწერის დატოვება, რადგან მისტერ დეშვუდი თვალში არ მოუვიდა, მაგრამ შექმნილ ვითარებაში სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ თავი დაეკრა და გასულიყო ფრიად ქედმაღლური და ღირსეული იერით, როგორც იცოდა ხოლმე, როცა გული ეტკინებოდა ან დაირცხვენდა.
Jo did not like to leave it, for Mr. Dashwood didn't suit her at all, but, under the circumstances, there was nothing for her to do but bow and walk away, looking particularly tall and dignified, as she was apt to do when nettled or abashed.
206647.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ახლა ორივე იყო, რადგან ჯენტლმენებმა ისე მცოდნე მზერით გადახედეს ერთმანეთს, რომ ცხადი გახდა, მისი გამოგონილი „ჩემი მეგობარი“ კარგ ხუმრობად ჩაუთვალეს, ხოლო სიცილმა, რომელიც რედაქტორის შენიშვნაზე ატყდა მას მერე, რაც იმან კარი მოუხურა, საბოლოოდ ააბნ-დააბნია.
Just then she was both, for it was perfectly evident from the knowing glances exchanged among the gentlemen that her little fiction of 'my friend' was considered a good joke, and a laugh, produced by some inaudible remark of the editor, as he closed the door, completed her discomfiture.
206648.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ლამის იყო გადაწყვიტა, აქ ფეხის მომდგმელი არა ვარო, შინ წავიდა და გაღიზიანებულმა, წინსაფრების გავეშებით კერვას გადააყოლა გული, ერთ-ორ საათში კი მოახერხა და ისე დაწყნარდა, რომ იმ სცენის გახსენებაზე უკვე ეცინებოდა და მოუთმენლად ელოდა მომდევნო კვირას.
Half resolving never to return, she went home, and worked off her irritation by stitching pinafores vigorously, and in an hour or two was cool enough to laugh over the scene and long for next week.
206649.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ისევ რომ მივიდა, მისტერ დეშვუდი მარტო დაუხვდა და ამან ძალიან გაახარა.
When she went again, Mr. Dashwood was alone, whereat she rejoiced.
206650.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– ჩვენ ამას ავიღებთ (რედაქტორი თავის დღეში არ იტყვის, „მეო“), თუ ზოგიერთი ცვლილების წინააღმდეგი არ ბრძანდებით.
We'll take this (editors never say I), if you don't object to a few alterations.
206651.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ძალიან გრძელია, მაგრამ იმ ადგილებს თუ ამოვაკლებთ, რაც მოვნიშნე, სწორედ იმსიგრძე გამოვა, რამსიგრძეც საჭიროა, – თქვა საქმიანი ტონით.
"It's too long, but omitting the passages I've marked will make it just the right length," he said, in a businesslike tone.
206652.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ფურცლები ისე დაეჭმუჭნათ და გაეხაზ-გამოეხაზათ, რომ ჯომ ძლივძლივობით იცნო თავისი ხელნაწერი და ისეთ დღეში ჩავარდა, რა დღეშიც ალერსიანი მშობელი ჩავარდება, თუკი ვინმე შესთავაზებს, მოდი, შენს შვილს ფეხები წავაჭრათ, რომ ახალ აკვანში ჩაეტიოსო.
Jo hardly knew her own MS. again, so crumpled and underscored were its pages and paragraphs, but feeling as a tender parent might on being asked to cut off her baby's legs in order that it might fit into a new cradle.
206653.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
გადახედა მონიშნულ ადგილებს და გაკვირვებულმა შენიშნა, რომ ყველა ის ზნეობრივი განსჯა წაეშალათ, სასიყვარულო სცენების საპირწონედ რომ ჩააწიკწიკა.
She looked at the marked passages and was surprised to find that all the moral reflections—which she had carefully put in as ballast for much romance— had been stricken out.
206654.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– კი, მაგრამ, სერ, მე მეგონა, ყველა ისტორიას უნდა ახლდეს რაღაც მორალი და ამიტომაც ვიზრუნე, რომ ჩემს ზოგიერთ ცოდვილს მოენანიებინა.
"But, Sir, I thought every story should have some sort of a moral, so I took care to have a few of my sinners repent".
206655.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მისტერ დეშვუდს რედაქტორული სიდინჯე ღიმილმა შეურბილა, რადგან ჯოს დაავიწყდა თავისი „მეგობარი“ და ისე ლაპარაკობდა, როგორც მხოლოდ ავტორი ილაპარაკებდა.
Mr. Dashwoods's editorial gravity relaxed into a smile, for Jo had forgotten her "friend", and spoken as only an author could.
206656.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– ხალხს გართობა უნდა და არა ჭკუის დარიგება.
People want to be amused, not preached at.
206657.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჩვენს დროში მორალს მყიდველი არა ჰყავს, – ეს, სხვათა შორის, არცთუ მართებული განცხადება გახლდათ.
"Morals don't sell nowadays." Which was not quite a correct statement, by the way.
206658.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– და... თქვენი აზრით... ანაზღაურება... – დაიწყო ჯომ, ზუსტად არ იცოდა, როგორ ეთქვა.
"What do you—that is, what compensation—" began Jo, not exactly knowing how to express herself.
206659.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– აა, დიახ, მოგახსენებთ: ასეთ მასალაში ოცდახუთიდან ოცდაათ დოლარამდე ვიძლევით. გადახდით გამოქვეყნების შემდეგ ვიხდით, – მიუგო მისტერ დეშვუდმა, თითქოს ეს მომენტი მხედველობიდან გამორჩაო.
"Oh, yes, well, we give from twenty-five to thirty for things of this sort. Pay when it comes out," returned Mr. Dashwood, as if that point had escaped him.
206660.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
რედაქტორებს თურმე ხშირად გამორჩებათ ხოლმე ასეთი წვრილმანები.
Such trifles do escape the editorial mind, it is said.