მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206661.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– ძალიან კარგი, თქვენი იყოს, – კმაყოფილი იერით გაუწოდა ჯომ ხელნაწერი, რადგან მას მერე, რაც სვეტში თითო დოლარს გიხდიდნენ, ოცდახუთიც კი კარგ ფასად გეჩვენება.
"Very well, you can have it," said Jo, handing back the story with a satisfied air, for after the dollar-a-column work, even twenty-five seemed good pay.
206662.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– ვუთხრა ჩემს მეგობარს, რომ სხვასაც აიღებთ, თუკი ამაზე უკეთესი ექნება? – ჰკითხა წარმატებით ფრთაშესხმულმა ჯომ და აზრად არ მოსვლია, რომ წეღან თავი გასცა.
"Shall I tell my friend you will take another if she has one better than this?" asked Jo, unconscious of her little slip of the tongue, and emboldened by her success.
206663.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
უთხარით, მოკლედ და პიკანტურად წეროს, მორალისთვის თავს ნუ შეიწუხებს.
Tell her to make it short and spicy, and never mind the moral.
206664.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
რა გვარით ნებავს გამოქვეყნება თქვენს მეგობარს?
What name would your friend like to put on it?
206665.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– არც ერთი, თუ შეიძლება. გვარის მითითება არ სურს, ფსევდონიმი კი არა აქვს, – მიუგო ჯომ და უნებურად გაწითლდა.
"None at all, if you please, she doesn't wish her name to appear and has no nom de plume," said Jo, blushing in spite of herself.
206666.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– ნება მისია, ცხადია.
"Just as she likes, of course.
206667.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ფულისთვის თქვენ შემოივლით თუ მე გამოვგზავნო? – ჰკითხა მისტერ დეშვუდმა, რომელსაც ბუნებრივია, აინტერესებდა, ვინ იყო მისი ახალი თანამშრომელი.
Will you call for the money, or shall I send it?" asked Mr. Dashwood, who felt a natural desire to know who his new contributor might be.
206668.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
რომ გავიდა, მისტერ დეშვუდმა ისევ აალაგა ფეხები მაგიდაზე და სიტყვაკაზმული შენიშვნა დაურთო: – ღარიბია და ამაყი, როგორც არის ხოლმე, მაგრამ ივარგებს.
As she departed, Mr. Dashwood put up his feet, with the graceful remark, "Poor and proud, as usual, but she'll do."
206669.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჯომ მისდია მისტერ დეშვუდის მითითებებს, ნიმუშად მისის ნორთბერი აიღო და დაუფიქრებლად გადაეშვა სენსაციური ლიტერატურის აქაფებულ ზღვაში, მაგრამ მეგობრისგან გადაგდებული მაშველი რგოლის წყალობით იმაზე უარესი არ ამოსულა იქიდან, რაც ჩაყვინთვამდე იყო.
Following Mr. Dashwood's directions, and making Mrs. Northbury her model, Jo rashly took a plunge into the frothy sea of sensational literature, but thanks to the life preserver thrown her by a friend, she came up again not much the worse for her ducking.
206670.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მეტი წილი ახალგაზრდა მჯღაბნელებისა არ იყოს, პერსონაჟებისა და გარემოს საძიებლად მანაც უცხო ქვეყნებს მიმართა. სცენაზე გამოდიოდნენ ბანდიტები, გრაფები, ბოშები, მონაზვნები და ჰერცოგის ასულები და ისე ზუსტად და აღტყინებით თამა- შობდნენ თავიანთ როლებს, როგორც მოსალოდნელი იყო.
Like most young scribblers, she went abroad for her characters and scenery, and banditti, counts, gypsies, nuns, and duchesses appeared upon her stage, and played their parts with as much accuracy and spirit as could be expected.
206671.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მის მკითხველებს დიდად არ ანაღვლებდათ ისეთი წვრილმანები, როგორიც გახლავთ გრამატიკა, სასვენი ნიშნები თუ დამაჯერებლობა, ხოლო მისტერ დეშვუდი მოწყალედ რთავდა სვეტების შევსების ნებას უბადრუკი ანაზღაურების ფასად და საჭიროდ არ მიაჩნდა ეთქვა, რა იყო მისი სტუმართმოყვარეობის ნამდვილი მიზეზი: მისმა ერთმა მჯღაბნელმა, რომელსაც სხვა რედაქციაში უკეთესი ხელფასი შესთავაზეს, უსინდისოდ მიატოვა გასაჭირში.
Her readers were not particular about such trifles as grammar, punctuation, and probability, and Mr. Dashwood graciously permitted her to fill his columns at the lowest prices, not thinking it necessary to tell her that the real cause of his hospitality was the fact that one of his hacks, on being offered higher wages, had basely left him in the lurch.
206672.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჯო მალე დააინტერესა სამუშაომ, რადგან მჭლე საფულე ნელ-ნელა გაეტიკნა, ხოლო ზაფხულში ბეთის მთაში წასაყვანად გადადებული მცირე მარაგი კვირიდან კვირამდე ნელა, მაგრამ მუდმივად იზრდებოდა.
She soon became interested in her work, for her emaciated purse grew stout, and the little hoard she was making to take Beth to the mountains next summer grew slowly but surely as the weeks passed.
206673.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
გული ეუბნებოდა, დედა და მამა არ მომიწონებენო, ამიტომ არჩია ჯერ გასაკეთებელი გაეკეთებინა და მერეღა ეთხოვა პატიება.
She had a feeling that Father and Mother would not approve, and preferred to have her own way first, and beg pardon afterward.
206674.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ამ ამბის საიდუმლოდ შენახვა იოლი იყო, რადგან მოთხრობები უსახელოდ ქვეყნდებოდა.
It was easy to keep her secret, for no name appeared with her stories.
206675.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მისტერ დეშვუდმა, ცხადია, მალევე გაიგო მისი ვინაობა, მაგრამ დაჰპირდა, კრინტს არ დავძრავო და, რაგინდ უცნაური გეჩვენოთ, სიტყვა შეასრულა.
Mr. Dashwood had of course found it out very soon, but promised to be dumb, and for a wonder kept his word.
206676.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჯოს ეგონა, ეს საქმიანობა არაფერს დამიშავებსო, რადგან გულწრფელად უნდოდა, ისეთი არაფერი დაეწერა, რომ მერე შერცხვენოდა, ხოლო სინდისის ხმა რომ შეაწუხებდა ხოლმე, იმ ბედნიერი წუთის მოლოდინით ჩააჩუმებდა, როცა შინ თავის ნაშოვნ ფულს გამოამზეურებდა და იცინებდა, რა კარგად შევინახე საიდუმლოო.
She thought it would do her no harm, for she sincerely meant to write nothing of which she would be ashamed, and quieted all pricks of conscience by anticipations of the happy minute when she should show her earnings and laugh over her well-kept secret.
206677.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
თუმცა, მისტერ დეშვუდი ყველაფერს უწუნებდა გარდა სისხლის გამყინავი ისტორიებისა, ხოლო რადგან მკითხველს ისე ვერ გაუყინავ სისხლს, თუ სული არ დაუფლითე, ამიტომ საამისოდ ჯოს ყველაფერი უნდა შეესწავლა – ისტორია და ლიტერატურა, ზღვა და ხმელეთი, მეცნიერება და ხელოვნება, კრიმინალური ქრონიკები და საგიჟეთები.
But Mr. Dashwood rejected any but thrilling tales, and as thrills could not be produced except by harrowing up the souls of the readers, history and romance, land and sea, science and art, police records and lunatic asylums, had to be ransacked for the purpose.
206678.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჯო მალე მიხვდა, რომ საკუთარი უეშმაკო გამოცდილება მხოლოდ იმის საშუალებას თუ აძლევდა, რომ ცალი თვალით შეეჭყიტა იმ ტრაგიკულ სამყაროში, რომელიც საზოგადოების ფსკერად ითვლება; ამიტომაც საკითხს საქმიანად მიუდგა და ჩვეული ენერგიით იწყო ხარვეზების ამოვსება.
Jo soon found that her innocent experience had given her but few glimpses of the tragic world which underlies society, so regarding it in a business light, she set about supplying her deficiencies with characteristic energy.
206679.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ეგონა, საქმეს თავს ჩინებულად ვართმევო, თუმცა, თავისდაუნებურად, ქალის ხასიათის ყველაზე ქალურ ნიშან-თვისებათა შებღალვა დაიწყო.
She thought she was prospering finely, but unconsciously she was beginning to desecrate some of the womanliest attributes of a woman's character.
206680.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ცუდ საზოგადოებაში ტრიალებდა და ეს საზოგადოება, თუნდაც წარმოსახული, მაინც გავლენას ახდენდა მასზე, გული და გონება სახიფათო და უნოყივრო საკვების ამარა ჰყავდა დატოვებული და სწრაფად კარგავდა ბუნებრივ სიჯანსაღეს იმით, რომ ნაადრევად ეცნობოდა ცხოვრების ბნელ მხარეს, რომელიც ისედაც საკმაოდ მალე აცნობს თავს ყველა ჩვენგანს.
She was living in bad society, and imaginary though it was, its influence affected her, for she was feeding heart and fancy on dangerous and unsubstantial food, and was fast brushing the innocent bloom from her nature by a premature acquaintance with the darker side of life, which comes soon enough to all of us.