მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206681.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ამას თანდათან უფრო შეიგრძნობდა, ვიდრე ხედავდა, რადგან სხვა ხალხის ვნებებისა და გრძნობების გაუთავებელი აღწერა აიძულებდა, თავისივე ვნებები თუ გრძნობები გაეხადა შესწავლისა თუ განსჯის საგნად, ეს კი ავადმყოფური გასართობია, რომელშიც საღი გონების მქონე ყმაწვილები ნებით არ გადაეშვებიან ხოლმე.
She was beginning to feel rather than see this, for much describing of other people's passions and feelings set her to studying and speculating about her own, a morbid amusement in which healthy young minds do not voluntarily indulge.
206682.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ურიგო საქციელს მუდამ სასჯელი მოსდევს და ჯომაც მაშინ იწვნია თავისი სასჯელი, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
Wrongdoing always brings its own punishment, and when Jo most needed hers, she got it.
206683.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
არ ვიცი, შექსპირის შესწავლა შველოდა ხასიათების ამოცნო ბაში თუ ქალის ბუნებრივი ინსტინქტის წყალობით იზიდავდა ყველაფერი პატიოსანი, გაბედული და ძლიერი, მაგრამ სანამ თავის წარმოსახულ გმირებს ამქვეყნად არსებული ყველანაირი შესაძლო სრულყოფილებით მოსავდა, ერთი ცოცხალი გმირი იპოვა, რომელმაც დააინტერესა მიუხედავად ბევრი ადამიანური ნაკლისა.
I don't know whether the study of Shakespeare helped her to read character, or the natural instinct of a woman for what was honest, brave, and strong, but while endowing her imaginary heroes with every perfection under the sun, Jo was discovering a live hero, who interested her in spite of many human imperfections.
206684.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ერთხელ, საუბარში, მისტერ ბეერმა ურჩია, უბრალო, ნამდვილი და ლამაზი ხასიათები შეისწავლეთ, სადაც კი წააწყდეთ, რადგან ეს მწერლისთვის კარგი წვრთნა გახლავთო.
Mr. Bhaer, in one of their conversations, had advised her to study simple, true, and lovely characters, wherever she found them, as good training for a writer.
206685.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჯომაც ირწმუნა მისი სიტყვა და მშვიდად შეუდგა მისსავე შესწავლას – რაც, რომ გაეგო, ფრიად გააოცებდა პატივცემულ პროფესორს, რადგან საკუთარ თვალში უბრალოზე უბრალო გახლდათ.
Jo took him at his word, for she coolly turned round and studied him—a proceeding which would have much surprised him, had he known it, for the worthy Professor was very humble in his own conceit.
206686.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
პირველ ხანებში ჯოსთვის გამოცანად რჩებოდა, თუ რად უყვარდა პროფესორი ყველას.
Why everybody liked him was what puzzled Jo, at first.
206687.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
არც მდიდარი იყო, არც – სახელოვანი, არც – ახალგაზრდა და არც – სანდომიანი; ისეთი ხომ არა და არ გახლდათ, ვისზეც მომხიბლავს, წარმოსადეგსა თუ ღირსშესანიშნავს იტყვიან; და მაინც, ისეთი მიმზიდველი იყო, როგორც მხიარულად მოცეკვავე ცეცხლი და ხალხი ისე ბუნებრივად ეხვეოდა გარს, როგორც თბილ კერას.
He was neither rich nor great, young nor handsome, in no respect what is called fascinating, imposing, or brilliant, and yet he was as attractive as a genial fire, and people seemed to gather about him as naturally as about a warm hearth.
206688.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ღარიბი იყო, არადა თითქოს მუდამ ახერხებდა რამის გაცემას, უცხოელი, არადა ყველა მისი მეგობარი იყო, არცთუ ახალგაზრდა, მაგრამ ბიჭივით გულმხიარული, ულამაზო და უცნაური, არადა მისი სახე ბევრ ვინმეს ეჩვენებოდა მშვენიერი, ხოლო უცნაურობებს იოლად მიუტევებდნენ.
He was poor, yet always appeared to be giving something away, a stranger, yet everyone was his friend, no longer young, but as happy-hearted as a boy, plain and peculiar, yet his face looked beautiful to many, and his oddities were freely forgiven for his sake.
206689.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჯო ხშირად აკვირდებოდა, ცდილობდა მიმხვდარიყო, რაში იყო მისი მომხიბლაობა და ბოლოს გადაწყვიტა, ამ სასწაულს მისი გულკეთილობა ახდენსო.
Jo often watched him, trying to discover the charm, and at last decided that it was benevolence which worked the miracle.
206690.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
თუ რამე დარდი ჰქონდა, „ფრთის ქვეშ თავშემალულს დაატარებდა“, თვითონ კი მხოლოდ მზიანი მხრით ენახვებოდა ხალხს.
If he had any sorrow, "it sat with its head under its wing", and he turned only his sunny side to the world.
206691.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
შუბლზე ნაოჭები გასწოლოდა, მაგრამ დრო, თითქოსდა, ნაზად შეხებოდა, რაკი ახსოვდა, რა კეთილად ექცეოდა იგი სხვებს.
There were lines upon his forehead, but Time seemed to have touched him gently, remembering how kind he was to others.
206692.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
პირთან ჩალაგებული სანდომიანი ნაოჭები მრავალი მეგობრული სიტყვისა და ხალისიანი სიცილის მატიანე იყო, თვალები თავის დღეში არ ჰქონია ცივი თუ მკაცრი, ხოლო მისი დიდი ხელის თბილი, ღონიერი ჩამორთმევა უფრო მეტყველი იყო, ვიდრე სიტყვები.
The pleasant curves about his mouth were the memorials of many friendly words and cheery laughs, his eyes were never cold or hard, and his big hand had a warm, strong grasp that was more expressive than words.
206693.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– ეგ არის! – თავის თავს უთხრა ჯომ, როცა ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ მოყვასისადმი გამოჩენილ ჭეშმარიტ სიკეთეს ძალუძს ის ჩასკვნილი გერმანელი მასწავლებელიც კი გაალამაზოს და გააკეთილშობილოს, რომელიც საჭმელს პირში იყრის, წინდებს თავისი ხელით იკემსავს და ისეთი გვარი ამძიმებს, როგორიც „ბეერია“.
"That's it!" said Jo to herself, when she at length discovered that genuine good will toward one's fellow men could beautify and dignify even a stout German teacher, who shoveled in his dinner, darned his own socks, and was burdened with the name of Bhaer.
206694.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჯო ძალზე აფასებდა სიკეთეს, მაგრამ ამასთან, უაღრესი ქალური პატივისცემა ჰქონდა ჭკუისადმი და ერთი პატარა აღმოჩენის შემდეგ კიდევ უფრო დააფასა პროფესორი.
Jo valued goodness highly, but she also possessed a most feminine respect for intellect, and a little discovery which she made about the Professor added much to her regard for him.
206695.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
იგი არასოდეს ლაპარაკობდა საკუთარ თავზე, ისიც კი არავინ იცოდა, რომ თავის მშობლიურ ქალაქში დიდად პატივცემული და აღიარებული კაცი გახლდათ, როგორც სწავლული და პატიოსანი ადამიანი, სანამ ერთი თანამემამულე არ ჩამოუვიდა სანახავად.
He never spoke of himself, and no one ever knew that in his native city he had been a man much honored and esteemed for learning and integrity, till a countryman came to see him.
206696.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
სიამაყით აივსო, რაკი იგი ბერლინში პატივცემული პროფესორი გამოდგა, თუმცა ამერიკაში მხოლოდ ღარიბი მასწავლებელი იყო და ამ აღმოჩენამ ჯოს თვალში რომანტიკულობის ელფერით გაამშვენიერა მისი უბრალო და ჯაფით აღსავსე ცხოვრება.
She felt proud to know that he was an honored Professor in Berlin, though only a poor language-master in America, and his homely, hard-working life was much beautified by the spice of romance which this discovery gave it.
206697.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
კიდევ ერთი და მის ჭკუა-გონებაზე უმჯობესი ნიჭი სრულიად მოულოდნელად იხილა ჯომ.
Another and a better gift than intellect was shown her in a most unexpected manner.
206698.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მის ნორტონს ისეთ წრეებში მიესვლებოდა, სადაც ჯო უიმისოდ ვერასგზით ვერ მოხვდებოდა.
Miss Norton had the entree into most society, which Jo would have had no chance of seeing but for her.
206699.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჯოც წავიდა, მზადმყოფი იმისთვის, რომ მდაბლად დაეხარა თავი და პატივისცემა გამოეხატა დიდი ადამიანებისადმი, რომელთაც ყმაწვილური აღტაცებით შორიდან ეთაყვანებოდა.
Jo went prepared to bow down and adore the mighty ones whom she had worshiped with youthful enthusiasm afar off.
206700.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
თუმცაღა, იმ საღამოს გენიოსებისადმი მისმა თაყვანისცემამ სასტიკი დარტყმა იგემა და დრო დასჭირდა გონს მოსასვლელად იმ აღმოჩენის შემდეგ, რომ დიდი ადამიანებიც მხოლოდ და მხოლოდ ქალები და მამაკაცები არიან.
But her reverence for genius received a severe shock that night, and it took her some time to recover from the discovery that the great creatures were only men and women after all.