მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206701.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
წარმოიდგინეთ მისი შეძრწუნება, როცა მორიდებული აღტაცებით სავსე მზერა ესროლა პოეტს, ვისი სტრიქონებიც გაფიქრებინებდნენ, ეთერული არსებაა და „სულით, ცეცხლითა და ნამით“ იკვებებაო და დაინახა, რა ვნებით ნთქავდა იგი ვახშამს და რარიგ აეწითლებინა ამ ვნებას მისი ინტელექტუალური სახე.
Imagine her dismay, on stealing a glance of timid admiration at the poet whose lines suggested an ethereal being fed on "spirit, fire, and dew", to behold him devouring his supper with an ardor which flushed his intellectual countenance.
206702.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ზურგი შეაქცია დაცემულ კერპს და ახალმა აღმოჩენებმა სწრაფად გაუქარწყლეს რომანტიკული ილუზიები.
Turning as from a fallen idol, she made other discoveries which rapidly dispelled her romantic illusions.
206703.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
განთქმულ მეცნიერებს გადავიწყებოდათ თავიანთი მოლუსკები თუ გამყინვარების ხანები და ხელოვნებაზე ლაქლაქებდნენ, თან კი ჩვეული ენერგიით ნთქავდნენ ხამანწკებსა და ნაყინს.
The scientific celebrities, forgetting their mollusks and glacial periods, gossiped about art, while devoting themselves to oysters and ices with characteristic energy.
206704.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ახალგაზრდა მუსიკოსი, მეორე ორფეოსივით რომ აჯადოებდა ქალაქს, ცხენებზე ლაპარაკობდა, ხოლო ბრიტანული არისტოკრატიის მავანი წარმომადგენელი ყველაზე უღიმღამო კაცი გამოდგა სტუმრებში.
The young musician, who was charming the city like a second Orpheus, talked horses, and the specimen of the British nobility present happened to be the most ordinary man of the party.
206705.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ნახევარი საღამოც არ გასულიყო, რომ ჯოს უკვე სრულიად გაუქარწყლდა ილუზიები და გონს მოსასვლელად კუთხეში მიჯდა.
Before the evening was half over, Jo felt so completely disillusioned, that she sat down in a corner to recover herself.
206706.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჯო იმათ ლაპარაკს ვერაფერს უგებდა, მაგრამ მაინც სიამოვნებდა, თუმცა კანტი და ჰეგელი შეუცნობელი ღმერთები იყვნენ, სუბიექტური და ობიექტური – გაუგებარი ტერმინები, ხოლო როცა ყველაფერი დამთავრდა, გაირკვა, რომ თუ რამ „განუვითარდა შინაგანი ცნობიერებიდან“, მხოლოდ და მხოლოდ სასტიკი თავის ტკივილი.
The conversations were miles beyond Jo's comprehension, but she enjoyed it, though Kant and Hegel were unknown gods, the Subjective and Objective unintelligible terms, and the only thing "evolved from her inner consciousness" was a bad headache after it was all over.
206707.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
თანდათან ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ სამყაროს ნაკუწ-ნაკუწ გლეჯდნენ და ხელახლა აკოწიწებდნენ ახალ და, გამომსვლელთათვის რომ გეკითხათ, წინანდელზე უსაზღვროდ უკეთეს პრინციპებზე დაფუძნებულს, რომ რელიგიას, ლოგიკის მეშვეობით, ცოტაც და, არარად გადააქცევდნენ, ხოლო ერთადერთი ღმერთი გონი გახდებოდა.
It dawned upon her gradually that the world was being picked to pieces, and put together on new and, according to the talkers, on infinitely better principles than before, that religion was in a fair way to be reasoned into nothingness, and intellect was to be the only God.
206708.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჯოს არც ფილოსოფიისა გაეგებოდა რამე და არც მეტაფიზიკისა, მაგრამ ცნობისმოყვარეობაშერეული მღელვარება იპყრობდა, ნახევრად საამო და ნახევრად მტკივნეული, როცა იმ ხალხს უსმენდა და ეგონა, რომ დროსა და სივრცეს იყო მინდობილი, როგორც დღესასწაულზე ხელიდან გაშვებული ბუშტი.
Jo knew nothing about philosophy or metaphysics of any sort, but a curious excitement, half pleasurable, half painful, came over her as she listened with a sense of being turned adrift into time and space, like a young balloon out on a holiday.
206709.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
პროფესორს გახედა, მოსწონს ეს ამბავი თუ არაო და დაინახა, რომ იგი ისეთი პირქუში გამომეტყველებით შემოჰყურებდა, როგორიც თავის დღეში არ ენახა მის სახეზე.
She looked round to see how the Professor liked it, and found him looking at her with the grimmest expression she had ever seen him wear.
206710.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მან თავი გადააქნია და ანიშნა, წავიდეთო, მაგრამ ჯო სწორედ იმ წუთს სპეკულაციური ფილოსოფიის თავისუფლებას მოეჯადოებინა და ადგილზე დარჩა იმ იმედით, იქნებ გავიგო, რას უნდა დაეყრდნონ ბრძენი ჯენტლმენები მას მერე, რაც ყველა ძველ მრწამსს გააუქმებენო.
He shook his head and beckoned her to come away, but she was fascinated just then by the freedom of Speculative Philosophy, and kept her seat, trying to find out what the wise gentlemen intended to rely upon after they had annihilated all the old beliefs.
206711.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მისტერ ბეერი მორიდებული კაცი იყო და აზრის გამოთქმას არ ჩქარობდა ხოლმე, არა იმიტომ, რომ მტკიცე შეხედულებები არ გააჩნდა, არამედ იმის გამო, რომ ეს შეხედულებები ისეთი წრფელი და სერიოზული იყო, იოლ სალაპარაკოდ ვერ გაიხდიდა.
Now, Mr. Bhaer was a diffident man and slow to offer his own opinions, not because they were unsettled, but too sincere and earnest to be lightly spoken.
206712.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
როცა მზერა ჯოდან რამდენიმე ახალგაზრდაზე გადაიტანა, რომლებიც ფილოსოფიური პიროტექნიკის ბრწყინვალებას მოეზიდა, წარბი შეკრა და ლაპარაკში ჩაბმა გადაწყვიტა იმის შიშით, ვაითუ, ფეიერვერკის რაკეტებმა შეცდომაში შეიყვანოს ზოგიერთი იოლად აალებადი ნორჩი სული და წარმოდგენის დამთავრების შემდეგ მხოლოდ ცარიელი ჯოხი ან დამწვარ-დაბუგული ხელი შერჩესო.
As he glanced from Jo to several other young people, attracted by the brilliancy of the philosophic pyrotechnics, he knit his brows and longed to speak, fearing that some inflammable young soul would be led astray by the rockets, to find when the display was over that they had only an empty stick or a scorched hand.
206713.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
სანამ შეეძლო, ითმინა, მაგრამ როცა აზრის გამოთქმა სთხოვეს, ალალად აღშფოთებულმა იფეთქა და ჭეშმარიტების მთელი მჭევრმეტყველებით დაიცვა რელიგია – მჭევრმეტყველებით, რომელმაც მის დამტვრეულ ინგლისურს მუსიკალობა მიანიჭა, ხოლო შეუხედავ სახეს – სილამაზე.
He bore it as long as he could, but when he was appealed to for an opinion, he blazed up with honest indignation and defended religion with all the eloquence of truth—an eloquence which made his broken English musical and his plain face beautiful.
206714.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მის ლაპარაკში ჯომ როგორღაც იგრძნო, რომ სამყარო ისევ ადგილზე დადგა.
Somehow, as he talked, the world got right again to Jo.
206715.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ძველი რწმენები, რომლებმაც ესოდენ დიდხანს გაძლეს, ახალზე უკეთესი ეჩვენა, ღმერთი ბრმა ძალა აღარ იყო, ხოლო უკვდავება ლამაზ ზღაპრად კი არა, ნეტარ ფაქტად წარმოუდგა.
The old beliefs, that had lasted so long, seemed better than the new. God was not a blind force, and immortality was not a pretty fable, but a blessed fact.
206716.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ფეხქვეშ ისევ მყარი ნიადაგი იგრძნო და როცა მისტერ ბეერი შეჩერდა – ლაპარაკში მოუგეს, მაგრამ იოტისოდენადაც კი ვერ შეაცვლევინეს რწმენა – ჯოს ტაშის დაკვრა და მადლობის გადახდა მოუნდა.
She felt as if she had solid ground under her feet again, and when Mr. Bhaer paused, outtalked but not one whit convinced, Jo wanted to clap her hands and thank him.
206717.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
არც ერთი უქნია და არც – მეორე; სამაგიეროდ, დაიხსომა ეს სცენა და დიდი პატივისცემა იგრძნო პროფესორისადმი, რადგან იცოდა: ეს უცაბედი გამოსვლა ძვირად დაუჯდა, მაგრამ სინდისმა გაჩუმების ნება არ მისცა.
She did neither, but she remembered the scene, and gave the Professor her heartiest respect, for she knew it cost him an effort to speak out then and there, because his conscience would not let him be silent.
206718.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
თანდათან მიხვდა, რომ ხასიათი უფრო დიდი სიმდიდრეა, ვიდრე ფული, საზოგადოებრივი მდგომარეობა, ჭკუა თუ სილამაზე და იგრძნო, თუკი სიდიადე, ერთი ჭკვიანი კაცის თქმით, „სიმართლე, მოწიწება და კეთილი ნებაა“, ჩემი მეგობარი ფრიდრიხ ბეერი არა მხოლოდ კარგი, არამედ დიადიც ყოფილაო.
She began to see that character is a better possession than money, rank, intellect, or beauty, and to feel that if greatness is what a wise man has defined it to be, "truth, reverence, and good will", then her friend Friedrich Bhaer was not only good, but great.
206719.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ეს რწმენა დღითიდღე უმტკიცდებოდა.
This belief strengthened daily.
206720.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
აფასებდა მის ქებას, სწყუროდა მისი პატივისცემის მოპოვება, სურდა მისი მეგობრობის ღირსი ყოფილიყო და სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მხურვალედ ნატრობდა ზემოჩამოთვლილს, ლამის იყო, ყველაფერი ხელიდან არ გამოეცალა.
She valued his esteem, she coveted his respect, she wanted to be worthy of his friendship, and just when the wish was sincerest, she came near to losing everything.