მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206721.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ეს ამბავი სამკუთხა ქუდით დაიწყო. ერთ საღამოს, როცა პროფესორი ჯოსთვის გაკვეთილის ჩასატარებლად შემოვიდა, თავზე ქაღალდის სამკუთხა ქუდი ეხურა, რომელიც ტინას ჩამოეცვა მისთვის თავზე და მოხდა დავიწყებოდა.
It all grew out of a cocked hat, for one evening the Professor came in to give Jo her lesson with a paper soldier cap on his head, which Tina had put there and he had forgotten to take off.
206722.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
„აშკარაა, დაბლა ჩამოსვლის წინ სარკეში არ იხედება“, ღიმილით გაიფიქრა ჯომ, როცა პროფესორმა „საღამო მშვიდობისა“ თქვა, დინჯად დაჯდა და, აზრადაც არ მოს- ვლია, რა სასაცილოდ შეუსაბამო იყო მისი თავსარქმელი მისსავე საგანთან: განზრახული ჰქონდა, ჯოსთვის „ ვალენშტაინის სიკვდილი“ წაეკითხა.
"It's evident he doesn't look in his glass before coming down," thought Jo, with a smile, as he said "Goot efening," and sat soberly down, quite unconscious of the ludicrous contrast between his subject and his headgear, for he was going to read her the Death of Wallenstein.
206723.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჯომ თავიდან არაფერი უთხრა, რადგან სიამოვნებით ისმენდა ხოლმე მის ხმამაღალ, გულიან სიცილს, როცა რამე სასაცილო ხდებოდა, ჰოდა იფიქრა, თვითონვე აღმოაჩინოს, თავზე რა ახურავსო, ცოტა ხანში კი მთლად დაავიწყდა ეს ამბავი, რადგან როცა შილერს გერმანელი კითხულობს, მისი მოსმენა ერთობ წარმტაცი რამ არის.
She said nothing at first, for she liked to hear him laugh out his big, hearty laugh when anything funny happened, so she left him to discover it for himself, and presently forgot all about it, for to hear a German read Schiller is rather an absorbing occupation.
206724.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
პროფესორი ვერ ხვდებოდა, რა სჭირდა, ბოლოს შეწყვიტა ახსნა და ჰკითხა თვინიერი გაკვირვებით, რაც სრულიად მომხიბლავ იერს ადებდა:
The Professor didn't know what to make of her, and stopped at last to ask with an air of mild surprise that was irresistible. . .
206725.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– მის მარშ, რატომ ასე დაუფარავად დასცინით თქვენს მასცავლებელს?
Mees Marsch, for what do you laugh in your master's face?
206726.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
სულ არა გაქვთ ჩემი ფათივისცემა, რომ ასე ცუდად იქცევით?
Haf you no respect for me, that you go on so bad?
206727.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– რა პატივისცემა უნდა მქონდეს, სერ, როცა ქუდის მოხდა დაგვიწყებიათ? – მიუგო ჯომ.
"How can I be respectful, Sir, when you forget to take your hat off?" said Jo.
206728.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
დაბნეულმა პროფესორმა ასწია ხელი, სერიოზული იერით მოისინჯა და მოიძრო პატარა სამკუთხა ქუდი, წუთით დააცქერდა და მერე კი ისეთი სიცილი ატეხა, მხიარული კონტრაბასი გეგონებოდათ.
Lifting his hand to his head, the absent-minded Professor gravely felt and removed the little cocked hat, looked at it a minute, and then threw back his head and laughed like a merry bass viol.
206729.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– უჰ! ახლა ქი მივხვდი. ამ ეშმაქის ფეხმა თინამ გამამასხარავა თავისი ქუდით.
Ah! I see him now, it is that imp Tina who makes me a fool with my cap.
206730.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ეგ არაფერი, მაგრამ იცოდეთ, თუ გაქვეთილმა ცუდად ჩაიარა, თქვენც მოგიცევთ მისი დახურვა.
Well, it is nothing, but see you, if this lesson goes not well, you too shall wear him.
206731.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მაგრამ გაკვეთილი სრულიად შეწყდა რამდენიმე წუთით, რადგან მისტერ ბეერმა ქუდზე რაღაც ნახატი შენიშნა, გაშალა გაზეთის ფურცელი და ზიზღიანად თქვა: – ნეთავი ეს გაზეთები საერთოდ არ მოდიოდეს ამ სახლში.
But the lesson did not go at all for a few minutes because Mr. Bhaer caught sight of a picture on the hat, and unfolding it, said with great disgust, "I wish these papers did not come in the house".
206732.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
არც ბავშვებმა უნდა ნახონ და არც ახალგაზრდებმა ცაიქითხონ.
They are not for children to see, nor young people to read.
206733.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ქარგი არ არის და მოთმინებიდან გამოვღავარ იმ ხალხს, ვინც ასეთ ბოროთებას სჩადის.
It is not well, and I haf no patience with those who make this harm.
206734.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჯომ დახედა გაზეთს და მომხიბლავი ილუსტრაცია დაინახა, რომელიც შეშლილს, გვამს, ავაზაკსა და გველს გამოსახავდა.
Jo glanced at the sheet and saw a pleasing illustration composed of a lunatic, a corpse, a villain, and a viper.
206735.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ნახატი არ მოეწონა, მაგრამ ფურცელი ზიზღმა კი არ გადაატრიალებინა ნაჩქარევად, არამედ შიშმა, რადგან წამით იფიქრა, გაზეთი „ვულკანიაო“.
She did not like it, but the impulse that made her turn it over was not one of displeasure but fear, because for a minute she fancied the paper was the Volcano.
206736.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
სხვა გაზეთი გამოდგა, თანაც ჯოს შიშმა იქვე გადაუარა: გაახსენდა, რომ თუნდაც „ვულკანი“ ყოფილიყო და შიგ – რომელიმე მისი მოთხრობა, გვარი მაინც არ ეწერებოდა.
It was not, however, and her panic subsided as she remembered that even if it had been and one of her own tales in it, there would have been no name to betray her.
206737.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
თუმცა, ისეთი იერი დაედო და ისე გაწითლდა, რომ საკუთარი თავი თვითონვე გასცა, რადგან რაგინდ დაბნეული ყოფილიყო პროფესორი, მაინც იმაზე მეტს ამჩნევდა, ვიდრე სხვებს წარმოედგინათ.
She had betrayed herself, however, by a look and a blush, for though an absent man, the Professor saw a good deal more than people fancied.
206738.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
იცოდა, რომ ჯო წერდა და არაერთხელ შეხვედრია იმ ადგილებში, სადაც გაზეთების რედაქციები იყო, მაგრამ რაკი ჯოს ეს ამბავი არ უხსენებია, არც პროფესორს უკითხავს რამე; თუმცა მისი ნამუშევრების ნახვა ძალიანაც უნდოდა და ახლა აზრად მოუვიდა, ალბათ ისეთ რამეს აკეთებს, რისაც რცხვენიაო და შეწუხდა.
He knew that Jo wrote, and had met her down among the newspaper offices more than once, but as she never spoke of it, he asked no questions in spite of a strong desire to see her work. Now it occurred to him that she was doing what she was ashamed to own, and it troubled him.
206739.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
განა გაიფიქრა, რა ჩემი საქმეა და რა უფლება მაქვს რამე ვუთხრაო, რასაც ბევრი ვინმე იზამდა.
He did not say to himself, "It is none of my business. I've no right to say anything," as many people would have done.
206740.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ყოველივე ამან წამიერად გაუელვა გონებაში, მაგრამ სახეზე არ დამჩნევია და როცა გაზეთი უკვე გადაბრუნებული იდო, ხოლო ჯოს ნემსი – ძაფგაყრილი, პროფესორმა მოახერხა და სავსებით ბუნებრივად, თუმცა ფიქრიანად თქვა:
All this flashed through his mind in a minute, but not a trace of it appeared in his face, and by the time the paper was turned, and Jo's needle threaded, he was ready to say quite naturally, but very gravely...