მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206741.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
არა მგონია, ქარგი იღოს, რომ ღმაცვილმა ქალებმა ასეთები ნახონ.
I do not think that good young girls should see such things.
206742.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ბევრი ღირსეული ადამიანი პატიოსნად ირჩენს თავს ამ ეგრეთ წოდებული სენსაციური ისტორიების თხზვით, – თქვა ჯომ და ქინძისთავებიანი ხელი ისე ენერგიულად დაუსვა ფურჩალებზე, რომ ქსოვილს წვრილ-წვრილი ნასერების რიგი დააჩნდა.
"Many very respectable people make an honest living out of what are called sensation stories," said Jo, scratching gathers so energetically that a row of little slits followed her pin.
206743.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
იმ ღირსეულმა ადამიანებმა რომ იცოდნენ, რა ვნებაც მოაქვთ, აღარ ეგონებოდათ, ფათიოსნად ვირჩენთ თავსაო.
If the respectable people knew what harm they did, they would not feel that the living was honest.
206744.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
რა უფლება აქვთ, საცამლავი ჩადონ დაშაქრულ ქლიავში და ფათარებს შეაჩამონ!
They haf no right to put poison in the sugarplum, and let the small ones eat it.
206745.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ჯო გასუსული იჯდა და მისი შემხედვარე იფიქრებდით, ცეცხლი მოსდებიაო, რადგან ლოყები კიდევ დიდხანს უვარვარებდა მას მერე, რაც სამკუთხა ქუდი კვამლად იქცა და მშვიდობიანად აფრინდა საკვამურში.
Jo sat still, looking as if the fire had come to her, for her cheeks burned long after the cocked hat had turned to smoke and gone harmlessly up the chimney.
206746.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– დანარჩენსაც უქან მივაღოლებდი, – წაიდუდუნა პროფესორმა, შვებით ამოისუნთქა და მაგიდისკენ გამობრუნდა.
"I should like much to send all the rest after him," muttered the Professor, coming back with a relieved air.
206747.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მერე კი თავის დასამშვიდებლად გაიფიქრა: „ჩემები ასეთი არ არის. სულელურია, მაგრამ არც ისე ცუდი, ჰოდა, არ ვინერვიულებ“, მერე კი აიღო წიგნი და ბეჯითი მოწაფის იერით თქვა: – გავაგრძელოთ, სერ?
Then she thought consolingly to herself, "Mine are not like that, they are only silly, never bad, so I won't be worried," and taking up her book, she said, with a studious face, "Shall we go on, Sir?"
206748.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ახლა კარგად და წესიერად მოვიქცევი.
I'll be very good and proper now.
206749.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– იმედი მაქვს, – პასუხად მხოლოდ ეს უთხრა, მაგრამ ამ სიტყვებში იმაზე ღრმა აზრი ჩადო, ვიდრე წარმოედგინა და ისე სერიოზულად და კეთილად შეხედა, რომ ჯოს მოეჩვენა, სიტყვები „ყოველკვირეული ვულკანი“ დიდი ასოებით მაწერია შუბლზეო.
"I shall hope so," was all he said, but he meant more than she imagined, and the grave, kind look he gave her made her feel as if the words Weekly Volcano were printed in large type on her forehead.
206750.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
თავის ოთახში შევიდა თუ არა, გამოიღო გაზეთები და გულდასმით, სათითაოდ გადაიკითხა თავისი მოთხრობები.
As soon as she went to her room, she got out her papers, and carefully reread every one of her stories.
206751.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მისტერ ბეერი ბეცი იყო და ზოგჯერ სათვალეს ხმარობდა; ერთხელ ჯომაც მოსინჯა და გაეღიმა იმის დანახვაზე, რა ძლიერ გაადიდა სათვალემ წვრილი შრიფტი მის წიგნში.
Being a little shortsighted, Mr. Bhaer sometimes used eye glasses, and Jo had tried them once, smiling to see how they magnified the fine print of her book.
206752.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ახლა კი თითქოს პროფესორის სულიერი თუ ზნეობრივი სათვალე ეკეთა, რადგან ამ უბადრუკი მოთხრობების ყველა ნაკლი თვალში ეცა და შიშით აავსო.
Now she seemed to have on the Professor's mental or moral spectacles also, for the faults of these poor stories glared at her dreadfully and filled her with dismay.
206753.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– მაკულატურაა და თუ გავაგრძელე, მაკულატურაზე უარესი გახდება, იმიტომ რომ ყველა ახალი მოთხრობა წინაზე უფრო სენსაციურია.
They are trash, and will soon be worse trash if I go on, for each is more sensational than the last.
206754.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ბრმად მივდიოდი წინ და ფულისთვის ჩემს თავსაც ვვნებდი და სხვებსაც.
I've gone blindly on, hurting myself and other people, for the sake of money.
206755.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ამის გაფიქრებაზე ჯოს შეახურა, გაზეთები ერთიანად შეტენა ღუმელში და ალი ლამის მილში ავარდა.
Jo turned hot at the bare idea, and stuffed the whole bundle into her stove, nearly setting the chimney afire with the blaze.
206756.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
„დიახაც, რომ აქ არის ასეთი აალებადი სისულელის ადგილი.
Yes, that's the best place for such inflammable nonsense.
206757.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
„მირჩევნია, მთელი სახლი გადავწვა, ვიდრე ხალხი ჩემი დენთით ავაფეთქო“, გაიფიქრა და თვალი მიადევნა, როგორ ქრებოდა „იურას მთების დემონი“ – თვალებმოელვარე პატარა, შავი ნახშირი.
"I'd better burn the house down than let other people blow themselves up with my gunpowder," she thought as she watched the Demon of the Jura whisk away, a little black cinder with fiery eyes.
206758.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მაგრამ როცა სამი თვის ნაშრომიდან აღარაფერი დარჩა გარდა ერთი მუჭა ფერფლისა და საფულეში დაბინავებული ფულისა, ჯო დაწყნარდა და იატაკზე მჯდარმა იმაზე დაიწყო ფიქრი, ჩემს მონაგარს რა ვუყოო.
But when nothing remained of all her three month's work except a heap of ashes and the money in her lap, Jo looked sober, as she sat on the floor, wondering what she ought to do about her wages.
206759.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
კარგად მოქცევა რომ არ მინდოდეს, ხოლო როცა ცუდად ვიქცევი, არ ვწუხდე, ჩემს წარმატებას წინ არაფერი დაუდგებოდა.
If I didn't care about doing right, and didn't feel uncomfortable when doing wrong, I should get on capitally.
206760.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
თავიდანვე ეჭვი ეპარებოდა ამ თხზულების ღირსებაში, რადგან ჯოს ცოცხალმა ფანტაზიამ და ყმაწვილქალურმა რომანტიზმმა ისევე ვერ იგუა ეს ახალი სტილი, როგორც თავად ჯო ვერ იგუებდა წინა საუკუნის მძიმე, ხეშეშ კოსტიუმს.
She had her doubts about it from the beginning, for her lively fancy and girlish romance felt as ill at ease in the new style as she would have done masquerading in the stiff and cumbrous costume of the last century.