მოიძებნა 669199 ჩანაწერი
206761.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
რამდენიმე გამომცემელს გაუგზავნა ეს დიდაქტიკური მარგალიტი, მაგრამ მყიდველი ვერ იპოვა და, ლამის იყო, დაეთანხმა მისტერ დეშვუდს, მორალს მყიდველი არა ჰყავსო.
She sent this didactic gem to several markets, but it found no purchaser, and she was inclined to agree with Mr. Dashwood that morals didn't sell.
206762.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მაგრამ ჯოს თუმცა ძალიან მოსწონდა ბავშვებისთვის წერა, მაინც არ დათანხმდა, რომ გაუგონარი ბიჭები დათვს შეეჭამა ან ცოფიან ხარებს დაეგლიჯათ, რაკი კონკრეტულ საკვირაო სკოლაში არ დადიოდნენ, ხოლო დამჯერ და იმ სკოლაში მოსიარულე ბავშვებს ჯილდოდ ყოველგვარი სიკეთე რგებოდათ – მოოქრული თაფლაკვერებით დაწყებული და ანგელოზთა ამალით დამთავრებული, როცა ეს ბავშვები ფსალმუნისა თუ ქადაგების ტიტინით გამოეთხოვებოდნენ მიწიერ ცხოვრებას.
But much as she liked to write for children, Jo could not consent to depict all her naughty boys as being eaten by bears or tossed by mad bulls because they did not go to a particular Sabbath school, nor all the good infants who did go as rewarded by every kind of bliss, from gilded gingerbread to escorts of angels when they departed this life with psalms or sermons on their lisping tongues.
206763.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ამრიგად, ამ მცდელობებიდან არაფერი გამოვიდა და ჯომ კორპის საცობი დააცვა თავის სამელნეს და მაღალზნეობრივი მორჩილებით აღვსილმა თქვა:
So nothing came of these trials, and Jo corked up her inkstand, and said in a fit of very wholesome humility...
206764.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– არაფერიც არ მცოდნია. დავიცდი და მერე ვცდი ბედს, მანამ კი „ქუჩას დავგვი“, თუკი სხვა არაფრად ვვარგივარ. პატიოსანი საქციელი მაინც იქნება.
"I don't know anything. I'll wait until I do before I try again, and meantime, "sweep the street" if I can't do better, that's honest, at least".
206765.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ამ გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ ჯადოსნური ლობიოს ღეროდან ხელმეორედ ჩამოვარდნამ ცოტა რამ მაინც არგო.
Which decision proved that her second tumble down the beanstalk had done her some good.
206766.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
სანამ ეს შინაგანი გარდატეხა მიმდინარეობდა, მისი გარეგნული ცხოვრება წინანდებური რჩებოდა – საქმეებით დატვირთული და მოვლენებით ღარიბი; და თუ ხანდახან ფიქრი და ცოტაც სევდა შემოაწვებოდა, ამას პროფესორ ბეერის გარდა ვერავინ ამჩნევდა.
While these internal revolutions were going on, her external life had been as busy and uneventful as usual, and if she sometimes looked serious or a little sad no one observed it but Professor Bhaer.
206767.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
იგი ბევრნაირად ეხმარებოდა, ნამდვილ მეგობრობას უწევდა და ჯოსაც უხაროდა, რადგან სანამ კალამი უქმად ედო, გერმანულის გარდა სხვა გაკვეთილებსაც სწავლობდა და საფუძველს უყრიდა თავისი ცხოვრების მშვენიერ ისტორიას.
He helped her in many ways, proving himself a true friend, and Jo was happy, for while her pen lay idle, she was learning other lessons besides German, and laying a foundation for the sensation story of her own life.
206768.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ის ზამთარი ხალისიანი იყო და დიდხანსაც გაგრძელდა, რადგან ჯო ივნისის ბოლომდე დარჩა მისის კირკესთან და როცა წასვლის დრო დაუდგა, თითქოს ყველანი დაღონდნენ: ბავშვები სასოწარკვეთილნი იყვნენ, მისტერ ბეერს კი თმა ყალყზე ედგა – მუდამ გაავებით იჩეჩავდა, როცა წონასწორობიდან გამოდიოდა.
It was a pleasant winter and a long one, for she did not leave Mrs. Kirke till June. Everyone seemed sorry when the time came. The children were inconsolable, and Mr. Bhaer's hair stuck straight up all over his head, for he always rumpled it wildly when disturbed in mind.
206769.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ადრიანად უნდა წასულიყო და ამიტომაც საღამოსვე გამოემშვიდობა ყველას და მისი ჯერი რომ დადგა, თბილად უთხრა: – აბა, სერ, ხომ არ დაგავიწყდებათ და გვესტუმრებით, თუკი ჩვენკენ მოხვდით? თუ დაგავიწყდათ, არ გაპატიებთ: მინდა, ყველას გავაცნო ჩემი მეგობარი.
She was going early, so she bade them all goodbye overnight, and when his turn came, she said warmly, "Now, Sir, you won't forget to come and see us, if you ever travel our way, will you? I'll never forgive you if you do, for I want them all to know my friend".
206770.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– მართლა? ჩამოვიდე? – ჰკითხა პროფესორმა და იმედიანი გამომეტყველებით დააცქერდა.
"Do you? Shall I come?" he asked, looking down at her with an eager expression.
206771.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– ეგ ის ახლო მეგობარია, რომელსაც ახსენებთ ხოლმე?
"That is your best friend, of whom you speak?"
206772.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– დიახ, ტედი, ჩემი ბიჭი. საამაყოდ მყავს და გამეხარდება, თუკი გაიცნობთ.
"Yes, my boy Teddy. I'm very proud of him and should like you to see him".
206773.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– მაგდენი მოცლა ალბათ არ მექნება, მაგრამ თქვენს მეგობარს დიდ ცარმატებას ვუსურვებ, თქვენ ღველას კი – ბედნიერებას.
I fear I shall not make the time for that, but I wish the friend much success, and you all happiness.
206774.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
და როცა გაახსენდა, როგორ ეჯდა ჯოს კალთაში პატარა ბავშვი და სახეზე ის ახლებური სილბო გადაჰფენოდა, წუთით თავი ხელებში ჩარგო და მერე კი ოთახში ხან აქეთ ეცა და ხან – იქით, თითქოს რაღაცას ეძებს და ვერ პოულობსო.
Once, when he remembered Jo as she sat with the little child in her lap and that new softness in her face, he leaned his head on his hands a minute, and then roamed about the room, as if in search of something that he could not find.
206775.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
– საჩემო საქმე არ არის. ახლა მაგის იმედი არ უნდა მქონდეს, – წაილაპარაკა და ისეთი ოხვრა ამოაყოლა, რომელიც გმინვას უფრო ჰგავდა.
"It is not for me, I must not hope it now," he said to himself, with a sigh that was almost a groan.
206776.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
მერე კი, თითქოს საკუთარ თავს საყვედურობს იმ სურვილისთვის, რის ჩაკვლასაც ვერ ახერხებსო, მივიდა და ბალიშზე ორ აბურძგნილ თავს აკოცა, აიღო ხვართქლის ჩიბუხი, რომელსაც იშვიათად თუ გააბოლებდა და პლატონი გადაშალა.
Then, as if reproaching himself for the longing that he could not repress, he went and kissed the two tousled heads upon the pillow, took down his seldom-used meerschaum, and opened his Plato.
206777.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
ვაჟკაცურად ებრძოდა თავს, მაგრამ არა მგონია იმ აზრამდე მისულიყო, რომ ორი ყაჩაღანა ბიჭი, ჩიბუხი და, თუნდაც, ღვთაებრივი პლატონი შეუცვლიდა ცოლს, შვილსა და სახლს.
He did his best and did it manfully, but I don't think he found that a pair of rampant boys, a pipe, or even the divine Plato, were very satisfactory substitutes for wife and child at home.
206778.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 11
„აი, ზამთარიც გავიდა, წიგნები არ დამიწერია და არც ქონება მიშოვნია, სამაგიეროდ, ღირებული მეგობარი ვიპოვე და ვეცდები, მთელი სიცოცხლე შევინარჩუნო“.
"Well, the winter's gone, and I've written no books, earned no fortune, but I've made a friend worth having and I'll try to keep him all my life".
206779.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
რა მიზეზითაც უნდა ყოფილიყო, ლორი იმ წელიწადს ბეჯითად სწავლობდა და შედეგსაც მიაღწია: კურსი წარჩინებით დაასრულა, ხოლო გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვა ლათინურად წარმოთქვა, მისი მეგობრების თქმით – „მოხდენილად, ვითარცა ფილიპემ და მჭევრმეტყველურად, ვითარცა დემოსთენემ“.
Whatever his motive might have been, Laurie studied to some purpose that year, for he graduated with honor, and gave the Latin oration with the grace of a Phillips and the eloquence of a Demosthenes, so his friends said.
206780.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 12
ყველანი იქ იყვნენ: მისი პაპა (აჰ, რა ამაყი!), მისტერ და მისის მარჩები, ჯონი და მეგი, ჯო და ბეთი.
They were all there, his grandfather—oh, so proud—Mr. and Mrs. March, John and Meg, Jo and Beth.